სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
რომან უგრეხელიძე გრიგორის ძე 1963-08წწ. გარდ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო რომან უგრეხელიძე გრიგორის ძე 1963-08წწ. გარდ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო რომან უგრეხელიძე გრიგორის ძე 1963-08წწ. გარდ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო

1963-2008 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი უგრეხელიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

357       ბეჭდვა

რომან უგრეხელიძე გრიგორის ძე 1963-08წწ. გარდ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ. ლინდავა სოხუმი აფხაზეთი ცხოვრ. წყალტუბო

რომან უგრეხელიძე გრიგორის ძე  კაპრალი ვახტანგ გორგასლისI ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.  ცხოვრობდა კოპიტნარი ქუთაისი, დევნილობის შემდეგ წყალტუბოში


 9 აგვისტოს ცხინვალში მტერთან შეტაკებისას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა ტანკს, რომელსაც ის მართავდა... ხედავდა, რომ ტანკს ცეცხლი ეკიდა და მაინც წინ მიიწევდა... ტანკზე მყოფი ორი ადამიანი გადარჩა, მან ამოსვლა ვეღარ მოახერხა...

რომან უგრეხელიძე 1963 წელს დაიბადა აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში.



ოჯახში მესამე შვილი იყო. ცელქი და მხიარული ბავშვი ყოფილა, ზრდილობიანი მოწაფე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს და 3 წელი ვლადივასტოკში იმსახურა. ჯარიდან დაბრუნებულმა ცოლი შეირთო. რომანის და გულრიფშში იყო გათხოვილი და მომავალი მეუღლეც სწორედ მის სოფელში გაიცნო. ნანი ცქიტიშვილი და რომან უგრეხელიძე გაცნობიდან 6 თვეში დაოჯახდნენ. მალე სოხუმის პორტშიც დაიწყო მუშაობა გემზე. შვილიც შეეძინათ.

ნანი ცქიტიშვილი: „ბიჭი უნდოდა, მაგრამ ძალიან გაუხარდა, გოგო რომ გაჩნდა. ამბობდა, ძალიან მგავსო... მერე კვლავ გოგონა შეგვეძინა, მესამე – ბიჭი...“

რომან უგრეხელიძისთვის აგვისტოს ომი მეორე ომი იყო – ის აფხაზეთის ომშიც იბრძოდა, მშობლიურ სოფელს იცავდა მტრისგან. შემდეგ, ოჯახთან ერთად, უღელტეხილით დატოვა მშობლიური მხარე... კოპიტნარში დასახლდა.

2003 წელს კონტრაქტი გააფორმა სამშობლოსთან. მსახურობდა ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში, ტანკს მართავდა...


ნანი ცქიტიშვილი: „ომამდე ორი კვირით ადრე ჩამოვიდა სოფელში. ძალიან გულჩათხრობილი იყო... არაფერს ამბობდა, რომ არ გვენერვიულა. შინიდან ბოლოს ივლისის მიწურულს წავიდა. 7 აგვისტოს დაგვირეკა, მაგრამ არ გვიმხელდა, რომ ცხინვალში იყო, გვამშვიდებდა, გაგრაში ვარო... უფროს ქალიშვილს ელაპარაკებოდა, არ ინერვიულოთო...

ბოლოს 9 აგვისტოს, დილით დარეკა, ცოტა მოწყენილი იყო... ნათიას უთხრა, შენ ჩემი უფროსი შვილი ხარ და ხომ იცი, როგორ მიყვარხარო... ამის შემდეგ არ დაურეკავს... 9 აგვისტოს დაიღუპა, შუადღისას. ჩვენ მეორე დღეს გავიგეთ, ცხელი ხაზის მეშვეობით... არ გვინახავს, დაიწვა და დაიფერფლა... საფლავიც არ გვაქვს... მუდამ შვილებზე ფიქრობდა... 45 წლის იყო... ძალიან ძნელია მის გარეშე ცხოვრება... მესიზმრება, როგორც ცოცხალი – მოდის ჩუმად, არაფერს არ ამბობს და მიდის...“

ითამშრომლა ია ჯემალის ასულმა კუხალაშვილმა დაბადებულია 1960 წელს წყალტუბოში, მუშაობს ადგილობრივ მუზეუმში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 6

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0