სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზაზა ბირთველიშვილი თამაზის ძე 1976-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. გორი ქართლი ზაზა ბირთველიშვილი თამაზის ძე 1976-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. გორი ქართლი

1976-2008 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბირთველიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

382       ბეჭდვა

ზაზა ბირთველიშვილი თამაზის ძე 1976-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. გორი ქართლი

ზაზა ბირთველიშვილი თამაზის ძე კაპრალი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად


 ტ72 – ტანკი ნომერი 406 - ზაზა „მიმინოს“ ეძახდა თავის ტანკს. ძალიან უყვარდა. ცხინვალში შევიდა, მას მერე არავის უნახავს, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. ვინც ბოლოს ნახა ამბობენ, გაშმაგებული იბრძოდა სამშობლოს დასაცავადო. ზაზა ბირთველიშვილი გმირია, უკვდავყოფილი, უსაფლავო.



სამადალაშვილი ანა, მეუღლე:

„სახლიდან ბოლოს 28 ივლისს გავიდა. ყაზარმული ჰქონდათ გამოცხადებული და სახლში ვერ მოდიოდა. 1 აგვისტოს დაბადების დღე მქონდა და ვერ გამოვიდა. მე ძალიან ნაწყენი ვიყავი. ტელეფონზე დარეკვის უფლებაც არ ჰქონდათ. 2-ში მაინც დამირეკა, მომილოცა. 5-ში გამოუშვეს რამდენიმე საათით, მერე 8-ში დილით დამირეკა 11 საათზე. ცხინვალში უკვე ორჯერ ვიყავით შესულები, ახლა მესამედაც უნდა შევიდეთ და სახლში მოვდივართო. მესამე შესვლაზე, ზაზა ტანკში იჯდა. მას მერე არავის უნახავს, არც ერთ ქუჩაზე აღარ გამოსულა, დაიკარგა. არც აფეთქებული უნახავთ და არც დასახიჩრებული. ზაზას ტ72- 406 ნომერ ტანკს მართავდა... „მიმინოს“ეძახდა თავის ტანკს და ძალიან უყვარდა. არავინ იცის რა მოხდა მაშინ. დიდხანს ეძებეს და ვერ იპოვეს. ჩემმა მაზლმა მაშინ ტვინის შერყევა და კანტუზია მიიღო. თავის ძმას რომ ეძებდა, ტანკი აუფეთქეს და სასწრაფოთი წამოიყვანეს გორში. ვერ მოითმინა, გაიპარა საავადმყოფოდან ძმის მოსაძებნად, მაგრამ გონება დაუკარგავს.“

ზაზა ბირთველიშვილი 1976 წლის 17 აპრილს გორში დაიბადა და გაიზარდა, ოჯახში მეორე შვილი იყო. გორის მე-7 საჯარო სკოლა დაამთავრა. 17 წლის დაოჯახდა. მერე იყო სამხედრო სამსახური, ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი, თუმცა მხოლოდ 2 წელი იმსახურა.

სამადალაშვილი ანა, მეუღლე:

„ატენში გავიცანი, მაშინ მე 12 წლის ვიყავი. 2 წელი შეყვარებულები ვიყავით. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. მე გორის მე-8 სკოლაში ვსწავლობდი და ყოველ დილას, სანამ სკოლაში მივიდოდი, 9-ის ნახევარზე სკოლასთან მელოდებოდა. მეათე კლასში გადასასვლელ გამოცდებს ვაბარებდი და მაშინ მოტყუებით წამიყვანა. გამოცდა უკვე ჩაბარებული მქონდა და ვარდებით ხელში დამხვდა. მესაიდუმლე ჩემი ძმის ცოლი მყავდა, ჩემი ოჯახიდან ჩვენი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ მან იცოდა. გორში მეორე სახლიც ჰქონდა. ნაყინები რომ ვიყიდეთ, გაზი დამრჩა ჩართული სახლშიო და ასე შემიტყუა თავისთან, ჩამიკეტა გარედან კარები. თვითონ აივნიდან გადმოძვრა. თავს მოვიკლავ შენ რომ აქედან წახვიდეო. მშობლებმაც დამტოვეს და აღარ წამიყვანეს. 15 წლისას უკვე ბიჭი მყავდა. ახლა 16 წლის შვილი გვყავს. ზაზა 18 წლის იყო მამა რომ გახდა. ამის მერეც სულ მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. ჯარის მოწვევა არ მოსვლია, რადგან ოჯახი ჰყავდა და გათავისუფლებული იყო. მერე, წლების შემდეგ, როცა უკვე ჩემი ძმაც შევიდა, თავისი ძმაც სამხედრო გახდა, თვითონაც წავიდა.

ძალიან მოსწონდა ფორმა. ზაზა საკონტრაქტოზე რომ შევიდა 30 წლის იყო. ჯარში შესვლაზე მე სულ ვეჩხუბებოდი, მაგრამ ისე გააკეთა საბუთები, რომ მე არაფერი ვიცოდი. თანხმობა რომ მოუვიდა, ჩარიცხვის შესახებ, მაშინ მითხრა. ძალიან უხაროდა. თავისი სამსახური ძალიან უყვარდა. გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე მსახურობდა.

ბოლო დროს თითქოს გული უგრძნობდა, ძალიან დამძიმებული დადიოდა. სამსახურიდან რომ ამოდიოდა, ძალიან დაღონებული და თავის თავში ჩაკეტილი იყო. ვერ ვარ კარგადო ამბობდა.

მაშინ 35 წლამდე იღებდნენ სერჟანტთა სკოლაში. სამომავლოდ იქ აპირებდა შესვლას. აქ შევალ ცოტა ხანს, მერე უფროსი სერჟანტი გავხდებიო. სამხედრო კარიერის აწყობა უნდოდა. არ დასცალდა...

ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება. ყველანაირი პატარა პრობლემა დიდად მეჩვენება.

ბოლოს თავდაცვის სამინისტროში დაგვიბარეს. დნმ-ის ანალიზი აიღეს, მაგრამ დღემდე არაფერია ცნობილი. მე მირჩევნია ასე ვიყო და ყოველ წუთს ველოდებოდე, ვიდრე საფლავი ჰქონდეს. არ ვიცი ვინ რას იფიქრებს, მაგრამ მე ასე მირჩევნია“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0