სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
სამეფო ოჯახი
ბაგრატ ბატონიშვილი გიორგი XII-ის ძე. 1776-1841წწ გარდ. 65 წლის, უფლისწული, გიორგი XII ვაჟი, დაიბადა თელავში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი

1776-1841 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

სამეფო ოჯახი

გვარი ბაგრატიონი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ბაგრატ ბატონიშვილი გიორგი XII-ის ძე. 1776-1841წწ გარდ. 65 წლის, უფლისწული, გიორგი XII ვაჟი, დაიბადა თელავში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი

ბაგრატ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 8 მაისი 1776ელავი — გ. 1841პეტერბურგი) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე.


უდიდესი წვლილი შეიტანა ნიახურის ბრძოლაში 1800 წელს ომარ ხანის დამარცხებაში

 1803 წელს ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: "ახალი მოთხრობა", "რუსეთ-სპარსეთის ომი...". პირველი წარმოადგენს ბაგრატ ბატონიშვილის ძმის დავით ბატონიშვილის თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ მოვლენებს XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე. თხზულება გამსჭვალულია უკმაყოფილებით რუსეთის მთავრობის ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო. ბაგრატ ბატონიშვილს ეკუთვნის აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები. მისი ვეტერინარიის შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა", რომლებიც გამოიცა 1818 წელს პეტერბურგში და წარმოადგენს პირველ ქართულ წიგნს ვეტერინარიაში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი, რომელიც ფაქტობრივად ვეტერინარიის რეცეპტურაა.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.09.2020
ბოლო რედაქტირება 25.01.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0