სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10489

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
სამეფო ოჯახი
დარეჯან დადიანი, სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული. მეფე ერეკლე II-ს ცოლი, 1738-1807წწ  გარდ. 69 წლის, ქართლ-კახეთის დედოფალი, დაბ. ზუგდიდი სამეგრელო, ცხოვრობდა თელავში

1738-1807 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სამეფო ოჯახი

გვარი დადიანი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

დარეჯან დადიანი, სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული. მეფე ერეკლე II-ს ცოლი, 1738-1807წწ  გარდ. 69 წლის, ქართლ-კახეთის დედოფალი, დაბ. ზუგდიდი სამეგრელო, ცხოვრობდა თელავში

დარეჯან დადიანი (დ. 20 ივლისი1738 — გ. 8 ნოემბერი1807) — ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი (1750-დან); სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული.

დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტაზტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე — დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ გიორგი XII-მ გააუქმა). დარეჯანმა ისანშისირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია. თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომელთაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო. მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 წელს დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში (სანქტ-პეტერბურგი) გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.


მეფე ერეკლესა და დარეჯან დედოფალს პირველი შვილი, რომლის დაბადების თარიღიც ცნობილია 1753 წელს შეეძინათ. ამის შემდეგ, 1755-82 წლებში მათ კიდევ ოცდაორი შვილი შეეძინათ, რის გამოც ისინი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალშვილიან მონარქებად ითვლებიან. მას შემდეგ, რაც მათი ვაჟები წამოიზარდნენ, დედოფალმა დარეჯანმა მათი ტახტზე აყვანისთვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ერეკლე თავის მთავარ მემკვიდრედ დედოფალ ანა აბაშიძესთან შეძენილ ვაჟებს ასახელებდა. ამის გამო, მთელი დედოფლობის მანძილზე, დარეჯანი უფლისწულ გიორგის (ანასა და ერეკლეს უფროსი ვაჟი, შემდგომში გიორგი XII) წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, დარეჯან დედოფალი, პოლიტიკურად მეტად აქტიური აღმოჩნდა, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქცია. მისი პოლიტიკური გავლენები განსაკუთრებით ერეკლე II-ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გაიზარდა. 1791 წელს, დარეჯანმა დაარწმუნა ერეკლე რომ თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა უფლისწული გიორგი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, არა გიორგის, არამედ დარეჯანის უფროსი ვაჟი გამეფდებოდა. ამრიგად, ერეკლესა და დარეჯანის გადარჩენილი ვაჟები — იულონივახტანგიმირიანიალექსანდრე და ფარნაოზი — ტახტის შემდეგი მემკვიდრეები გახდნენ. 1798 წელს, ერეკლე II გარდაიცვალა და ტახტზე დარეჯანის გერი, გიორგი XII გამეფდა, რომელმაც გააუქმა მამამისის დროს შემოღებული მემკვიდრული კანონი. ამან გიორგი XII-ს, დედოფალ დარეჯანსა და მის ვაჟებს შორის დიდი უთანხმოება ჩამოაგდო.

1800 წელს, გიორგი XII გარდაიცვალა. ამას მოჰყვა რუსი გენერლის, ივანე ლაზარევის მიერ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებულების გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის დედოფალ დარეჯანს, ტახტზე ყველა უფლება ჩამოერთვა. 1801 წელს, პავლეს გარდაცვალების შემდეგ, დარეჯანმა ახალ იმპერატორ ალექსანდრე I-ს თხოვნით მიმართა, რომ მისი ვაჟი იულონი ქართლ-კახეთის მეფედ დაესვა. დარეჯანმა ამ ყოველივეს მიზეზებიც განუმარტა იმპერატორს, თუმცა ნაცვლად დახმარებისა, 1801 წელს ალექსანდრემ ქართლ-კახეთის სამეფოს პირდაპირი ანექსია მოახდინა, რითაც დასრულდა ბაგრატიონთა ათასწლოვანი მმართველობა.


დედოფალი დარეჯანი და მისი ვაჟები ახალ რეჟიმს ოპოზიციურად დაუპირისპირდნენ. იულონი, ალექსანდრე და ფარნაოზი უკვე სრულიად ღია აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. თავად დარეჯანი, თავის ქალიშვილებთან ერთად ავლაბრის სასახლეში შეიკეტა და ძლიერი დაცვა დაიყენა. საბოლოოს, ალექსანდრე I-მა ახალი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გენერალ ლაზარევსა და გენერალ კნორინგს, 1802 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სამეფო ოჯახის ყველა წევრის რუსეთში გადასახლება დაევალათ. საიმპერატორო საბჭომ ამას მხარი მალევე დაუჭირა და გამოსცა ბრძანებულება: „მიმართეთ ნებისმიერ ზომას, რათა დედოფალი დარეჯანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები რუსეთში გადაიყვანოთ, რადგან მათი საქართველოში ყოფნა მტრული პარტიების შექმნას განაპირობებს“. ამის შემდეგ, დარეჯანსა და რუსულ ჰეგემონიას შორის ბრძოლა უფრო დაიძაბა. ერთხელ დარეჯანმა რუსი გენერალი უკან გააბრუნა, რადგან იგი სასახლეში ქურთუკით და ქუდით აპირებდა შესვლას. დედოფალმა განუცხადა, რომ „შუადღისას მისი არყისთვის“ არ ეცალა.

საქართველოდან დეპორტაციის ამოცანა გენერალმა კნორინგმა წარმოშობით ქართველ გენერალ ციციანოვს დაავალა, რომელიც გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამ ციციშვილის ნათესავი იყო. დარეჯანმა გადასახლების გადავადება მოითხოვა და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა. ციციანოვმა დედოფალს განუცხადა, რომ მის გადასახლებას ვერაფერი შეაჩერებდა. დედოფალი დარეჯანი 1803 წლის 25 ოქტომბერს, მუხრანში, გაქცევის მცდელობისას დააკავეს და რუსეთის იმპერიაში იძულებით გადაასახლეს. იგივე ბედი ეწია მის შვილებსაც. ცნობილია, რომ დედოფალმა მარიამ ციციშვილმა, გენერალი ლაზარევი საკუთარი ხელითაც კი მოკლა, რადგან გადასახლება არ სურდა.

დედოფალი დარეჯანი რუსეთში ცარიცა დარია გეორგიევნას სახელით იყო ცნობილი და იგი პეტერბურგში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, წმინდა ანას ეკლესიასთან ახლოს. მოგვიანებით, ავადმყოფ დედოფალს ნება დართეს ტაძარი საკუთარ სახლში მოეწყო. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1807 წლის 8 ნოემბერს, 69 წლის დარეჯან დადიანი გარდაიცვალა. დედოფალ დარეჯანს იმპერატორმა წმ. ეკატერინეს რუსული ორდენი მიანიჭა და იგი ალექსანდრე ნეველის ლავრაში დაკრძალა, პეტერბურგში. დარეჯანი დღემდე აქ განისვენებს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.09.2020
ბოლო რედაქტირება 10.02.2022
სულ რედაქტირებულია 4





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0