სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
თეოფანე დავითაია 1911-1979წწ  აკადემიკოსი გეორგაფია სოფ. ეკი, სენაკი, სამეგრელო.

1911-1979 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი დავითაია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

391       ბეჭდვა

თეოფანე დავითაია 1911-1979წწ აკადემიკოსი გეორგაფია სოფ. ეკი, სენაკი, სამეგრელო.

თეოფანე ფარნას ძე დავითაია (დ. 15 სექტემბერი [ძვ. სტ. 2 სექტემბერი]1911ეკისენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი1979თბილისისაქართველო გამოჩენილი მეცნიერი და მამულიშვილი იყო. რაოდენ საამაყოა, რომ ასეთი პიროვნება, პატიოსნებისა და ერთგულების ეტალონი, ჩვენ გვერდით შრომობდა და მოღვაწეობდა.



თეოფანე დავითაიამ თავისი ცხოვრების გზა უმწიკვლოდ განვლო და შექმნა მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა; ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა დაინტერესდა ბუნების კვლევის პრობლემებით და მთელი თავისი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და უშრეტი ენერგია მთლიანად მეცნიერების ამ უძველესი დარგის განვითარებას მოახმარა.
თეოფანე დავითაია სენაკის რაიონის სოფელ ეკში დაიბადა. საშუალო სკოლა ფოთში დაამთავრა და ერთი წელი ნავსადგურში მტვირთავად მუშაობდა. თბილისში გაასრულა უმაღლესი სასწავლებელი და ლენინგრადში - ასპირანტურა. მუშაობდა მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტსა და მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს 42-ე ბატალიონის ავიამეტეოროლოგიური სადგურის უფროსი იყო. ომის დამთავრებამ ჩეხეთში მოუსწრო, კვლავ დაბრუნდა ლენინგრადში მემცენარეობის სრულიად საკავშირო ინსტიტუტში და 1950 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1951-1959 წლებში მუშაობდა მოსკოვში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, 1962 წლამდე კი - პროგნოზების ცენტრალური ინსტიტუტის აგროკლიმატოლოგიის განყოფილების უფროსად. 1960 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ხოლო 1962 წლიდან იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, ამასთან, 1963 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარედ - აკადემიკოს-მდივნად. იყო რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი.
აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, სამწუხაროდ, დაბადების 70 წლისთავსაც ვერ მოესწრო. არადა, როგორ წაადგებოდა მისი ავტორიტეტული სიტყვა იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რასაც ასე განიცდის დედაბუნება. მისი მეცნიერული წერილები, სტატიები, წიგნები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში - აშშ-სა და კუბაში, ჩინეთსა და ინდოეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში, ბრაზილიასა და კანადაში... მისი აღიარება ისიც იყო, რომ კუბასა და ჩინეთში დიდი ტირაჟით დაიბეჭდა მეცნიერის რამდენიმე წიგნი.
აკადემიკოსმა თეოფანე დავითაიამ ბუნების ბევრი პრობლემა მთელი სიღრმით იკვლია და ამ საკითხებში მისმა შედეგებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის აღიარებული მეცნიერის ყურადღება დაიმსახურა. იგი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან 30 გამოცემულია საზღვარგარეთ - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, ბულგარულ, რუმინულ, ჩინურ და არაბულ ენებზე. არის 11 მონოგრაფიის ავტორი, მრავალი წიგნის, გეოგრაფიული ატლასის და პერიოდული გამოცემის რედაქტორი. ამ ნაშრომებმა კი ბევრი ჯილდო დაიმსახურა.
თეოფანე დავითაია წარმატებით ამუშავებდა ურთულეს გეოგრაფიულ პრობლემებს. მეცნიერება უმადლის ქართველ მკვლევარს ისეთი მეთოდური საკითხების წამოჭრას, რომლებიც შემდეგ ფართოდ იქნა დამუშავებული. მათ შორისაა "მწვანე კონვეიერის" იდეა. სხვადასხვა კლიმატური პირობების ანალიზის საფუძველზე იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღია გრუნტის პირობებში, თითქმის მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ახალი ბოსტნეულის, ხილისა და ყურძნის მოსავლის უწყვეტ წარმოებას. ამის მიღწევა შესაძლებელი ხდება ერთი მხრივ, საადრეო და საგვიანო ჯიშებისა და, მეორე მხრივ, სათანადო რაიონების შერჩევის გზით.



გლობალური ეკოლოგიური პრობლემების დამუშავებასთან ერთად თეოფანე დავითაიამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბუნების დაცვაში. იგი ამ საქმის დიდი პატრიოტი იყო. ერთ-ერთ შრომაში იგი აღნიშნავდა, რომ საქართველო, მიუხედავად მცირე ფართობისა, კლიმატის მრავალგვარობით ხასიათდება. მინიატიურული სახით მის ტერიტორიაზე თავმოყრილია დედამიწის თითქმის ყველანაირი კლიმატი, გარდა ტროპიკულისა. "ეს არის საქართველოს რესპუბლიკის ნამდვილად ეროვნული სიმდიდრე, რომლის მსგავსი არ გააჩნია საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკას და, არა მარტო საბჭოთა კავშირში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანასაც შეშურდებოდა."
მეცნიერის სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა საქართველოს ზოგიერთი მსხვილი საწარმოსგან მიყენებულ ეკოლოგიურ ზარალს. განსაკუთრებით აშფოთებდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შექმნილი მდგომარეობა და ის უარყოფითი გავლენა, რასაც ეს ობიექტი დასავლეთ საქართველოზე ახდენდა. ამ პრობლემის შესწავლა-გადაწყვეტას მან არაერთი ნაშრომი მიუძღვნა. ამასთან, თავისივე რეკომენდაციების განხორციელებისათვის მეცნიერი პრაქტიკულადაც იბრძოდა.
მხოლოდ ერთი მაგალითი: 1974 წელს გადაწყვიტეს, საქართველოში აეგოთ ატომური ელექტროსადგური, რომლის მშენებლობა 1976 წელს უნდა დაწყებულიყო, თეოფანე დავითაიამ დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დაადგინა, რომ არ შეიძლებოდა მისი მშენებლობა საქართველოში. თუ რატომ, ამას ნათლად ასაბუთებს მეცნიერის დასკვნა. ეს ნიმუშია იმისა, თუ რა დონის მეცნიერთან გვქონდა საქმე. იმ დროს თეოფანე დავითაიამ საქართველო მომავალი კატასტროფისგან იხსნა.
ბოლო წლებში ყველა ხედავდა შავი ზღვის გაჯანსაღების აუცილებლობას. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ზღვამ შემოუტია სანაპიროს, წარეცხა სანაპირო პლაჟები, დააზიანა ნაგებობები. ამ მოვლენას თითქმის ორი ათეული წელი იკვლევდა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, იხარჯებოდა დიდძალი თანხა, მაგრამ შედეგი ცუდი იყო. ყველაზე ადრე სწორედ ბატონმა თეოფანემ დაინახა ამ საქმეში დაშვებული შეცდომები; გეოგრაფიის ინსტიტუტში მან შექმნა ზღვის სანაპირო დინამიკის შემსწავლელი სპეციალური ლაბორატორია. აქ შემუშავდა მრავალი მეთოდი, რომელიც საფუძვლად დაედო ზღვის სანაპიროს აღდგენისა და გამაგრების ღონისძიებებს. აქ ჩაეყარა საფუძველი საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც შემდეგ წარმატებით უძღვებოდა ამ ლაბორატორიის ბაზაზე შექმნილი მძლავრი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება - "საქზღვის ნაპირდაცვა."
მრავალწლიანი დაკვირვებისა და გამოკვლევების შედეგად მეცნიერი მივიდა უსიამოვნო, მაგრამ ბუნებრივ აზრამდე: ნახშირორჟანგი რომ წარმოიშვას, საჭიროა ჟანგბადი. ერთ ატომ ნახშირბადზე სრული წვის დროს ორი ატომი ჟანგბადი იხარჯება. ასე რომ, ცივილიზებულ სამყაროს სასუნთქი ჟანგბადი არ ეყოფა, თუ იგი კიდევ უფრო გააფართოვებს ბუნების უთავბოლო ექსპლუტაციას. ადამიანი შიმშილს და წყურვილს რამდენიმე დღე უძლებს, ხოლო უჰაერობას - რამდენიმე წამს!
ამ სერიოზული შეშფოთების საბაბს მეცნიერი ხედავდა იმაში, რომ უკანასკნელ ათწლეულებში შესამჩნევად გაუარესდა ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს კომპონენტები. თ. დავითაიამ გამოიანგარიშა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანმა წიაღისეულის ნედლეულის დასაჟანგად დაწვა 273 მილიარდი ტონა ჟანგბადი, აქედან 1920 წლიდან 1970 წლამდე - 246 მილიარდი ტონა!.. ამ პრობლემის უფრო ღრმად შესწავლისათვის მოაწყო მაღალმთიანი ექსპედიციის მყინვარზე, მაილის პლატოზე, რომლის შედეგებმა დაადასტურა მეცნიერის პროგნოზი. ამ მონაცემების მიხედვით აიგო გრაფიკი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში დავითაიას სახელით არის შესული.
აკადემიკოსი თეოფანე დავითაია ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა ღრმად ჩასწვდომოდა ბუნების საიდუმლოებებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მეცნიერებმა შთამბეჭდავი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა შეძლეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ახალი ათონის მღვიმეზე ზრუნვა, რამაც უდიდესი საქმე გააკეთა, რათა ქართველ მეცნიერებს შეესწავლათ იგი. აკი კიდევაც კეთილმოეწყო მღვიმე, რომლის დამთვალიერებელთა რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს - წელიწადში მილიონს მიაღწია, ხოლო მღვიმის აღმომჩენებს და კეთილმომწყობებს სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.
საქართველოში მოღვაწეობის დროს თეოფანე დავითაიამ მრავალი ახალი პრობლემა წამოაყენა; აღსანიშნავია შრომათა სერია, რომელიც მიეძღვნა სავეგეტაციო პერიოდის სითბოთი უზრუნველყოფის გრძელვადიანი პროგნოზის მეთოდიკის დამუშავებას, აორთქლებისა და მორწყვის ნორმების დადგენას, ბუნებრივი გეოგრაფიული კონვეიერის მეთოდის დამუშავებას, ციტრუსების ყინვისაგან დაცვის სრულიად ახალ მეთოდებს, სეტყვას და მისი წარმოშობის პირობებს, საქართველოს ბუნების დაცვის საკითხებს და სხვ. მეცნიერი აღნიშნავდა, რომ "საქართველოს ბუნება შეიძლება მრავალმხრივ გამოვიყენოთ, მაგრამ მისი სარგებლობა გულისხმობს არა გამოწურვა-დაზიანებას, არამედ მისი რესურსების გამდიდრებას, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა ჯეროვანი ათვისების გზით". მან არაერთი წერილი თუ სტატია მიუძღვნა საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოს დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაზედაც თვალნათლივ მეტყველებს მისი ბიობიბლიოგრაფია.
თეოფანე დავითაიამ რამდენიმე უცხო ენა იცოდა, რაც მას ახალი მიღწევების გაცნობის საშუალებას აძლევდა. ამიტომ იყო, რომ იგი ყოველთვის მეცნიერების სიახლეების საქმის კურსში იყო.
თეოფანე დავითაია მრავალი წიგნის, რუკის რედაქტორი, სტატიის რეცენზენტი იყო. ამ მოვალეობას ფორმალურად კი არ ასრულებდა, არამედ ყველა ნაშრომს კითხულობდა და შენიშვნებსაც აძლევდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნის, რომ თითქმის ყველა გეოგრაფიულ სპეციალობაში კომპეტენტური იყო.
აკადემიკოს თეოფანე დავითაიას, სადაც კი უმუშავია - ლენინგრადში, მოსკოვსა თუ თბილისში, ყველგან გამორჩეული და საპატიო ადგილი ეკავა როგორც მეცნიერს, სამეცნიერო დაწესებულებათა ხელმძღვანელს, როგორც მოქალაქეს. ამაზე მეტყველებს საქვეყნოდ აღიარებული მრავალი ქვეყნის მეცნიერთა ჩანაწერები, წიგნები, სტატიები, წერილები, ფილმები თეოფანე დავითაიას მოღვაწეობის შესახებ. ის ორჯერ (1972 და 1976 წლებში) აირჩიეს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტად; ბევრის მთქმელია ისიც, რომ იგი დიდხანს იყო საბჭოთა გეოგრაფების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მისი სახელი შესულია მრავალი ქვეყნის ენციკლოპედიებში.
მეცნიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე (1979 წ. #6) იუწყებოდა: "გარდაიცვალა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, დაუცხრომელი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე, მშვენიერი, კეთილმოსურნე ადამიანი - თეოფანე ფარნას ძე დავითაია". ხოლო აკადემიკოსი ბუდაგ ბუდაგოვი წერდა: "დიდი მადლობა ქართველ ერს, რომელმაც მსოფლიო გეოგრაფიას მისცა ასეთი დიდი მეცნიერი."
თეოფანე დავითაიას ამშვენებდა მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსი, პატიოსნება, უანგარობა, თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მომადლებული ნიჭი და შრომისადმი უდიდესი სიყვარული. მის მიერ განვლილი გზა ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს პიროვნება თავის ერს, ხალხს, მომავალ თაობას.

წყარო-opentext.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0