გრიგოლ ბაინდურაშვილი (ბაინდუროვი) (დ. 19 თებერვალი, 1985) — ქართველი ძიუდოისტი. საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2006, 2010; -81კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2011, -81კგ). მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული (2008 -81კგ), სამგზის ვერცხლისა (2006, 2007, 2008; -81კგ) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2007, -81კგ). ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი (2008, -81კგ).
ბაინდურაშვილი-ბაინდუროვი, უძველესი ქართული გვარია. ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისიდან არაგვის ერისთავებად, შაბურისძეებთან ერთად მოიხსენიებიან ბაინდურ პირველი, ბაინდურ მეორე და ბაინდურ მესამე. ბაინდურაშვილები, როგორც წარჩინებული საგვარეულოს წევრები, სულხან-საბა ორბელიანთან და სხვებთან ერთად იღებენ კათოლიკოსობას.მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში იმერეთში მცხოვრები ბაინდურაშვილები აზნაურებად იხსენიებიან. ხევსურეთში ბაინდურაშვილი გიგაურების ნაყარი გვარი იყო. გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ ბაინდურაშვილებს ჯერ გვარი ფორმანტ ოვ-ით გაუფორმეს, შემდეგ კი სომხებად ჩაწერეს. ბაინდურაშვილებს შტო-გვარიც ჰქონდათ – „ბაინდურაშვილი-ბეჟანიშვილი გაბრიელი“. შინდისელ ბაინდურაშვილებს „ტოტოაანთს“ ეძახიან. საქართველოში 1 022 ბაინდურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, კასპში – 171, სიღნაღში – 127. არიან სხვაგანაც.251 ბაინდუროვი: თბილისში – 135, თელავში – 32, მცხეთაში – 22. არიან სხვაგანაც.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2006,2010-81კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2011-81კგ)
მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული (2008-81კგ), სამგზის ვერცხლისა (2006,2007,2008-81კგ) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2007-81კგ)
ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი (2008-81კგ)
პირველი ადგილი(-73 კგ)
ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2007, მინსკი, ბელარუსი
მესამე ადგილი(-81 კგ)
ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2006, ბელგრადი, სერბია-ჩერნოგორია
პირველი ადგილი(-90 კგ)
სამბო - მსოფლიო ჩემპიონატი 2012, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი(-81 კგ)
ძიუდო - მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2006, პარიზი, საფრანგეთი