სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა 1894-1977წწ  გეოლოგი, აკადემიკოსი დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა 1894-1977წწ  გეოლოგი, აკადემიკოსი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი კაჭარავა სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

107       ბეჭდვა

ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა 1894-1977წწ გეოლოგი, აკადემიკოსი დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა (დ. ძველი სტილით [24 აგვისტო], ახალი სტილით [5 სექტემბერი], 1894, საჭილაო, — გ. 4 მაისი 1977, თბილისი)


— ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისაკადემიკოსი (1955). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

1914 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია. 1914-1917 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე საბუნებისმეტყველო განხრით, მაგრამ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პირობებისა და მატერიალური ხელმოკლეობის გამო აქ მხოლოდ სამ წელიწადს დაჰყო, შემდგომი სამი წლის მანძილზე აბაშის გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა. 1921 წელს გააგრძელა შეწყვეტილი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ საბუნებისმეტყველო განხრით. პარალელურად კი საქართველოს მუზეუმში პრეპარატორად მუშაობდა.

1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ალექსანდრე ჯანელიძის რეკომენდაციით უნივერსიტეტში დატოვეს ახლად ორგანიზებულ გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილებას.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კაჭარავას შრომები ძირითადად შეეხება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას და მათში განამარხებულ ფაუნას. პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1926 წელს გამოაქვეყნა, რომელიც სამეგრელოს გეოლოგიურ აგებულებას მიეძღვნა. შემდგომ წლებში იკვლევდა დასავლეთ საქართველოს ნეოგენურ ნალექებს. მან დაადგინა ჩოკრაკული და კარაგანული სართულების ნალექები სამეგრელოსა და რაჭაში. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო მისი სადოქტოროდ წარდგენილი ნაშრომი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.

საქართველოს სახელმწიფო პრემია (1973). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით„საპატიო ნიშნის“ ორდენით, აგრეთვე მედლებით.

 წყარო-www.wikipedia.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




კაჭარავა - გვარის 33 ღვთისმსახური

1 0

პაატა კაჭარავა 1975-2012წწ. გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ნაესაკოვო აბაშა სამეგრელო

2 0


რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო

4 0

ზურაბ კაჭარავა 1953-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი

1 0

კარლო კაჭარავა 1964-1994წწ მწერალი, მხატვარი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1 0


ნიკოლოზ კაჭარავა დ.2004წ. მოსწ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

1 0

1 2 2


ვაჟა კაჭარავა დ.1937წ. ოლიმპიური ჩემპიონი.ფრენბურთი ქუთაისი

3 0

3 0 2