სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო

1949-1992 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კაჭარავა სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

რომან კაჭარავა 1949-92წწ. დაკარგ. ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო

რომან კაჭარავა შალვას ძე დაიბადა 1949 წლის 15 იანვარს, აბაშის რაიონში. საცხოვრებლად გადავიდა ქ. გაგრაში, შექმნა ოჯახი. 


რომანი იყო ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული, საოცრად უშიშარი და გაუტეხელი, ყველაფერში პირველობა სურდა. განსაკუთრებით სახიფათო საქმებში არ გაუშვებდა წინ არავის. ჰქონდა დიდი იუმორის გრძნობა, ძლიერ უყვარდა შვილები. 

სძულდა ორპირობა და სიცრუე. სამშობლოს სიყვარულისათვის  ყოველგვარი პირველი გასწირა და უყოყმანოდ ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში. 

“აფხაზს მე პირველი არ ვესვრი, უცხო გადამთიელს კი არ დავინდობ“, - ამბობდა ომში წასვლის წინ. 

რომან კაჭარავა, 1992 წლის 18 აგვისტოდან #1687 ბრძანებით ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს გაგრის მე-2 ბატალიონში რიგით მებრძოლად. 


ბატალიონთან ერთად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში. იყო დისციპლინირებული და შემსრულებელი ჯარისკაცი, მეთაურის ბრძანებებს და დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად. 

თავგამეტებით იბრძოდა კოლხიდასთან, ვიდრე უცხოტომლებმა ზურგიდან არ შემოუარეს დიდი ძალებით. 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაში გმირულად უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

წინ ცხოვრების დიდი და ლამაზი გზა ესახებოდა. ისიც იცოდა, სიკვდილის გზით მიდიოდა, მაგრამ ასე ახლოს თუ იყო სიკვდილი ჩასაფრებული, ვინ მოიფიქრებდა!

ვაჟკაცებად არ იბადებიან, ვაჟკაცებად კვდებიან. მათ სახელს სამშობლო სანთლებად აინთებს. მან დიდი სახელი დატოვა, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის სახელი.   


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0