სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ კაჭარავა 1953-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი

1953-1993 წწ. გარდ. 40 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კაჭარავა სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

71       ბეჭდვა

ზურაბ კაჭარავა 1953-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი

ზურაბ კაჭარავა


დაიბადა 1953 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. მუშაობის დაწყებისთანავე პირველ დღიდანვე ზურამბა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა თანამშრომლებსა და განყოფილების ხელმძღვანელებს შორის. 


შს ორგანიოებში მუშაობს 1973 წლიდან და დიდი გზა განვლო პოლიციის კაპიტნის საპატიო წოდებამდე. 

  აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე ზურაბ კაჭარავა უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გვერდით. გაგრაში ყოველდღე იძაბებოდა სიტუაცია, აფხაზი ექსტრემისტები და გადამთიელი ბოევიკები გააფთრებით უტევდნენ ქლაქს. 2 ოქტომბერს გაგრაზე მტრის შემოტევის დროს გაგრის შს განყოფილების უფროსის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სანატორიუმ “გრუზიასთან“ სტრატეგიული პოზიციის დაცვა დაევალა. სისხლისმღვრელი შეტაკებაში სიკვდილით დაეცა მამაცი კაპიტანი.


საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილების თანამშრომელი, პოლიციის კაპიტანი ზურაბ ვაჟას ძე კაჭარავა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით. 

მას დარჩა ლამაზი ოჯახი, რომლის სახელს ატარებენ ამაყად. განსაკუთრებით მისი ვაჟიშვილი გიგა კაჭარავა აგრძელებს მამის ტრადიციას. მან მეუღლესა და შვილებს დაუტოვა კეთილი, გულუსხმიერი, კაცთმოყვარე, ერთგული სახელი. ამ ტკივილთან ერთად ოჯახს სიამაყის გრძნობა გააჩნიათ, ზურაბმა ხომ ვაჟკაცურად იცხოვრა, მან დაუყვედრებლად, დაუნანებლად შესწირა თავი საქართველოს სიყვარულს. 

სამშობლოსათვის თავგანწირული რაინდო, სიცოცხლე გრძელდება და შენი ოჯახი უფრთხილდებიან შენს ხსოვანას და პატრიოტულ სახელს. ღმერთმა სასუფეველში დაკიმკვიდროს, ვალმოხდილო მამულიშვილო.  



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0