სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1881-1959 პოლიტიკოსი ქუთაისი
ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი წერეთელი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

361       ბეჭდვა

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1881-1959 პოლიტიკოსი ქუთაისი

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი (დ. 20 ნოემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 20 მაისი, 1959, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი.

გაორებული მქუხარე ორატორი , განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის 1917 წელს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენაში.

ირაკლი (კაკი) წერეთელი დაიბადა ქუთაისში, ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი წერეთლისა და ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დის, ოლიმპიადა ნიკოლაძის ოჯახში. ირაკლიმ ორი წლის ასაკში დაკარგა დედა და გაიზარდა მამისა და ბიძის – ნიკო ნიკოლაძის მეურვეობის ქვეშ. მშობლიური ქართულის გარდა, იცოდა რუსული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც გახდა სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, რის გამოც (1901-1903) გადასახლებული იქნა ციმბირში.

გადასახლების შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. მიუხედავთ ტუბერკულიოზით ავადმყოფობისა, დაპატიმრების შიშის გამო 1904 წელს, ბერლინის უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. 1905 წელს, დაბრუნდა მოსკოვში და აქტიურად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1907 წელს არჩეულ იქნა რუსეთის მე-2 მოწვევის დუმის წევრად, სადაც გაწევრიანდა სოციალურ-დემოკრატიულ ფრაქციაში და ასევე გახდა დუმის აგრარული კომიტეტის წევრი. 1907 წლის დუმის დათხოვნის შემდეგ, მიუსაჯეს ხუთწლიანი კატორღა ციმბირში. გამოუშვეს 1913 წელს. პირველ მსოფლიო ომში ჰკიცხავდა როგორც პლეხანოვის „თავდაცვით“, ისე – ლენინის „დამარცხების“ პოლიტიკას. მისი ფორმულა იყო: მშვიდობა ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე. თებერვლის რევოლუციის ამნისტიის შემდეგ, ერთ–ერთი პირველთაგანი რევოლუციის ლიდერთაგან, 1917 წელს ჩავიდა პეტროგრადში. აკრიტიკებდა ლენინის „აპრილის თეზისებს“. აპრილის კრიზისის შემდეგ შევიდა პირველი კოალიციური დროებითი მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრის პოსტი. იბრძოდა რუსეთის ერთიანობისათვის – ყველა გზით ცდილობდა, არ დაეშვა ქვეყნის რღვევა და სამოქალაქო ომი. თავისი ქმედებით ის ცხადყოფდა, თუ რა არის რეფორმიზმი რუსულ სოციალ–დემოკრატიაში. 1917 წლის 4 ივნისს, სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების პირველი ყრილობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხმამაღლა განაცხადა: „ ამჟამად რუსეთში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობდეს: „მოგვეცით ძალაუფლება, წადით თქვენ და ჩვენ დავიჭერთ თქვენს ადგილს!“ არსებობს მოარული თქმა, იმის თაობაზე, რომ სტალინმა კაკის საკუთარ სახელზე გაურითმა ქართული გინება და თავის გვერდზე მჯდომ ლენინს დააძახებინა: „არის ასეთი პარტია! ეს არის ბოლშევიკების პარტია!“ სტალინმა ათქმევინა, თუ თვითონ წამოსცდა, ლენინის დარბაზიდან წამოსროლილი რეპლიკა ისტორიულ ფრაზად იქცა და მხატვარ იუონის ფართო ტილოზეც აისახა – თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე, ტრიბუნაზეა ირაკლი წერეთელი, დარბაზში ლენინს გვერდზე უზის სტალინი, ხოლო წამომდგარია ლენინი. ასე და ამრიგად – რუსული რევოლუცია და მისი „ბელადი“, რეალურ ქართველ ბელადთა გარემოცვაში. კონსტანტინ იუონის ნახატი - "არის ასეთი პარტია!" წერეთელმა კორნილოვის ამბოხი შეაფასა, როგორც დემოკრატიულ ძალთა გამარჯვება. 8–24 ივლისს ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველის მოვალეობას. პეტროგრადის საბჭოს მიერ 31 აგვისტოს ბოლშევიკური რეზოლუციის მიღების შემდეგ, ხელისუფლების საბჭოების ხელში გადაცემის თაობაზე, აღმასკომის პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად გადადგა. ყველა მისი პოლიტიკური მიზანი დასამარდა და სექტემბერში გაემგზავრა საქართველოში, რასაც საკუთარ პოლიტიკურ სიკვდილად მიიჩნევდა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში. დაგმო მომხდარი და გააფრთხილა მოძალადენი: „დამპყრობთა პოლიტიკა განუხრელად მიიყვანს მათ ძალაუფლების დაკარგვასთან“. დამფუძნებელი კრების მეოხებით ცდილობდა დიდი რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას. დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში ჩამოსულიყო. იქ, ქართულმა საზოგადოებრიობამ, თავისი თვისტომი „დიდი პოლიტიკოსი“ (თითქოს მას თითი მაინც გაენძრიოს საკუთარი სამშობლოს სიუზერენისაგან თავდახსნაში) მაშინვე ჩააყენა ქვეყნის დამოუკიდებლობის სამსახურში და 1919 წელს ქართული დელეგაციის ერთ–ერთ ხელმძღვანელად გაისტუმრა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რამაც ევროპელთა დიდი გაკვირვება გამოიწვია, თუ რა ხელი ჰქონდა რუსეთის ამ თავგადაკლულ პატრიოტს ქართულ თვითმყოფადობასთან.

1923 წელს იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და თავი პარიზს შეაფარა. 1940 წელს ნიუ-იორკში გადავიდა და იქ გარდაიცვალა 1959 წელს. 1973 გადასვენებული იქნა პარიზში, ლევილის სასაფლაოზე.


სტატია გამოაქვეყნა სერგო ვარდოსანიძემ. დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

გაორებული მქუხარე ორატორი 1881 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში გიორგი წერეთლისა და ოლიმპიადა ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა ვაჟი,რომელსაც სახელად ირაკლი დაარქვეს. პატარა კაკის დედა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა, ზრდიდნენ დეიდები და ბიძა ნიკო ნიკოლაძე, მამა თერგდალეულთა ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი გიორგი წერეთელი. საოცარია ამ ოჯახში აღზრდილი კაცის აზროვნება,იგი იყო კოსმოპოლიტი და ერთიანი რუსეთის იმპერიის ერთგული,სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე,შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტში,რევოლუციური საქმიანობისათვის გადასახლებული იყო ციმბირშიც,1905 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის პოლიტიკურ საქმიანობაში,გახდა დუმის წევრი,მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი,ლენინის აქტიური მოწინააღმდეგე,1917 წელს ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი დროებით მთავრობაში,მაგრამ ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, 1918 წლის 26 მაისს,როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს აცხადებდნენ ღონემიხდილი სავარძელში ჩაესვენა და ამოიძახა:"რას შვრებით,ამით თქვენ ღუპავთ რუსეთის სოციალ-დემოკრატიას და მის ერთიანობას". 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში,გარდაიცვალა პარიზში 1959 წელს, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. ამ გაორებული კაცის ბიოგრაფიაში არის ერთი საგულისხმო ფაქტი, 1917 წლის 12(25) მარტს მცხეთაში ქართველი ავტოკეფალისტების დიდი ძალისხმევით აღდგენილად გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია,მაგრამ რუსეთის ეკლესიას ამის გაგონებაც არ უნდოდა, სასულიერო პირები აქეზებდნენ დროებით მთავრობას მიეღო ზომები "ურჩი" ქართველი სასულიერო პირების მიმართ, ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ პეტერბურგში მთავრობასთან მოსალაპარაკებლად წარგზავნა დელეგაცია ეპისკოპოს ანტონის(გიორგაძე),არქიმანდრიტ ამბროსის (ხელაია),დეკანოზ კალისტრატეს შემადგენლობით მაგრამ მთავრობას არ ეცალა საქართველოს ეკლესიის დელეგაციისათვის,მიუხედავად ამისა ირაკლი წერეთელმა და კარლო ჩხეიძემ მოახერხეს და საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეახვედრეს მთავრობის თავმჯდომარე კერენსკის,რუსეთის სარწმუნოების მინისტრს,სინოდის ობერპროკურორს. ირაკლი წერეთელმა და კარლო ჩხეიძემ თანმიმდევრულად დაიცვეს საქართველოს ეკლესიის ინტერესები და ხელისუფლებას დაამტკიცებინეს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი დებულება.ამით ჩვენს ეკლესიას თავიდან ააცილეს ქაოსი და დაპირისპირება. ნუ დავუკარგავთ მათ ამ ღვაწლს.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.11.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0