სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12283

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
მიხეილ საბაშვილი 1900-1979წწ აკადემიკოსი, ნიადაგმცოდნე. დაბ. ბათუმი, აჭარა. მიხეილ საბაშვილი 1900-1979წწ აკადემიკოსი, ნიადაგმცოდნე. დაბ. ბათუმი, აჭარა. მიხეილ საბაშვილი 1900-1979წწ აკადემიკოსი, ნიადაგმცოდნე. დაბ. ბათუმი, აჭარა.

1900-1979 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი საბაშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

72       ბეჭდვა

მიხეილ საბაშვილი 1900-1979წწ აკადემიკოსი, ნიადაგმცოდნე. დაბ. ბათუმი, აჭარა.

მიხეილ ნიკოლოზის ძე საბაშვილი (დ. 7 აგვისტო 1900ბათუმი — გ. 9 ივლისი 1979თბილისი) — ქართველი ნიადაგთმცოდნესოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). 

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1925 წელს.

1930-1942წწ. სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი იყო; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე და პროფესორი; 1945-1958წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 


შეისწავლა საქართველოს ნიადაგების გენეზისი, შედგენილობა-თვისებები, გავრცელება, კლასიფიკაცია, აგროსაწარმოო მაჩვენებლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბიანი ნიადაგური რუკები და სხვა. სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასთან ერთად, განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. მისი შრომები ფართოდ იყო გამოყენებული საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, საირიგაციო და სამელიორაციო მშენებლობების დაპროექტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ახალი ფართობების ათვისებისა და გაუმჯობესების საქმეში. 


წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8. -თბ., 1984. -გვ. 547

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-1979)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


საბაშვილი - გვარის 17 ღვთისმსახური

1 0

საბაშვილი (ბეკარი) ვერონიკა (ელვირა) მიკიტას ასული 1947-2024წ მონაზონი მოღვ. დუბის ღთიმშობლის შობის დედათა მონასტერი, დაბ. სიზრანი, ნეკრესის ეპარქია

2 0

მევლუდ საბაშვილი 1972-92წწ. გარდ. 20 სოფ. ეშერა, სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო არცევი, გორი ქართლი

3 0


ვლადიმერ ანატოლის ძე საბაშვილი 1967-92წწ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ბორჯომი

2 0


ნინო საბაშვილი დ.1981წ მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ქარელი

1 0

5 2 8