მევლუდ მირიანის ძე საბაშვილი დაიბადა 1972 წლის 2 სექტემბერს, გორის რაიონის სოფ- ქვემო არცევში.
1978 წელს შევიდა ქვეშის საშუალო სკოლაში, დაამთავრა 8 კლასი. მას ჰქონდა ხატვის დიდი ნიჭი და 1987 წელს შევიდა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც 4 წელი ისწავლა და ბრწყინვალედ დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი.1991 წელს სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დანიშნული იყო ქვეშის საშუალო სკოლაში ხატვის მასწავლებლად, მაგრამ მას აღშფოთებდა სამშობლოს ბედი და ჩადგა მის დამცველოა რიგებში. მევლუდი პირნათლად ასრულებდა სამხედრო დავალებებს, რის გამოც ყველას უყვარდა. 1992 წლის 12 აგვისტოს შედის სოხუმში, სამშობლოს მიწის დასაცავად. მას ბევრი სურვილი ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ... მტრის ტყვიამ აღარ დააცალა და 1992 წლის 31 აგვისტოს გმირულად დაეცა ეშერასთან ბრძოლის დროს. 2 სექტემბერს კი მის მშობლებს და მეგობრებს მისი დაბადების დღე უნდა ეზეიმათ.ზუსტად სექტემბერში, ზუსტად იმ ორში მას ოცი წელი უსრულდებოდა.დაბადების დღეს ვუხდიდით მევლუდს, მაგრამ ეს დღე მას სიკვდილმა გადაუხადა.
ზუსტად იმ დღით დედას გმირულად დაღუპული შვილის სიკვდილი ამცნეს.
მევლუდის სახელი სამარადისოდ იცოცხლებს მისი მეგობრების გულებში.
მეევლუდ საბაშვილის მეგობრები