სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
იპოლიტე ხვიჩია 1910-85წწ მსახიობი (კომედია) დაბ. სოფ. კონტუათი ხონი იმერეთი

1910-1985 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ხვიჩია სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

87       ბეჭდვა

იპოლიტე ხვიჩია 1910-85წწ მსახიობი (კომედია) დაბ. სოფ. კონტუათი ხონი იმერეთი

იპოლიტე ხვიჩია დაბადების ადგილი: სოფელი კონტუათი, ხონის რაიონი. 31 დეკემბერი, 1910 - 31 იანვარი, 1985 საბურთალოს პანთეონი, თბილისი 


დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი 1934 წელს.

1932-1936წწ. იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი; 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია; 1961-1966წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნაზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები; 1956 წლიდან იღებდნენ კინოში, გამოდიოდა ესტრადაზე. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (კომენდანტი, 1956), "საბუდარელი ჭაბუკი"(ალმასხანი, 1957), "მანანა" (სახლმმართველი, 1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (1959), "ბურთი და მოედანი"(კუჭკუჭი, 1961), "თოჯინები იცინიან" (მელიტონი, 1962), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (ყარამან ხუსკივაძე, 1965), "შეხვედრა წარსულთან" (იპოლიტე, 1966), "არ იდარდო!" (სანდრო, 1968), "ღიმილის ბიჭები“ (1969), "ფეოლა"(ბონდო დოლაბერიძე, 1970), "მხიარული რომანი" (იპოლიტე, 1972), "პირველი მერცხალი" (ვარლამი, 1975), "მიმინო"(1977), "დათა თუთაშხია" (კაჟა ბულავა, 1978), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983) და სხვ.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.477; msaxiobebi-bio.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1960 - საქართველოს სახალხო არტისტი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.12.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




ხვიჩია კონსტანტინე დაბ. 1971წ. დეკანოზი დარჩელის წმ. გიორგის ტაძარი დაბ. ზუგდიდი

2 0

ხვიჩია - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

შაქრო ხვიჩია 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი

3 0