სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შაქრო ხვიჩია 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი შაქრო ხვიჩია 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი შაქრო ხვიჩია 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხვიჩია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

შაქრო ხვიჩია 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი

– შენ ცოცხალი ხათო, მამა! – ბუტბუტებს ბიჭი და ალბომს ათვალიერებს, თან წიგნში დასაბეჭდ ფოტო-სურათს ვეძებთ. ბიჭი განაგრძობს: – ჩემო მამიკო, შენ ისეთი ძლიერი იყავი, ტყვია ვერ მოგერეოდა, შენ ისეთი თვალი გქონდა, მტერი ვერ მოგეპარებოდა, შენ ისეთი შეუდრეკელი იყავი, სიკვდილი ვერ გაგეკარებოდა.

მახსოვს, გვარდიის ოფიცრის ფორმით რომ მოდი, ყველას გაგვეხარდა. გიხდებოდა სამშობლოს დამცველის მუნდირი. ავტომატი მხარზე გადაიკიდე და მალე წადი, თან დამიბარე, მალე მოვალო.

მრავალჯერ იყავი ოსეთში, ძალზე უყვარდი ყველას და ეიმედებოდი.

აფხაზეთში ზუგდიდიდან გუდაუთამდე 21-ე ბატალიონის მებრძოლებთან ერთად იბრძოდი. სოხუმთან რა მოხდა, მამა?!

დაეცა სოხუმი – შენ კი არ ჩანხარ, მაგრამ შენისთანები არ კვდებიან, შენ ცოცხალი ხარ, მამა!

შევყურებ ნაადრევად დავაჟკაცებულ ბიჭს. თვალებს მარიდებს, ტუჩები უკანკალებს და გული მწარედ მეკუმშება, საიმედო სიტყვებს დავეძებ.

უცნაურად შემომყურებს სერიოჟა.

აფხაზ სეპარატისტებს წყევლა-კრულვა შევუთვალე და სერიოჟას ვეუბნები:

– ცოტა დაიცადე და დედა ეტირებათ მაგ ძმათა მკვლელებს! მამაშენი კი უსათუოდ გამოჩნდება, მასეთ ვაჟკაცს მტერი ვერაფერს დააკლებდა. ცოცხალი დაგიბრუნდება მამა, სერიოჟა!

– ვიცი, მამაჩემი ცოცხალია! – მეთანხმება ბიჭი და გულში ვამბობ „ღმერთმაც ჰქნას!“


ეთერ ჟორჟოლიანი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 1


ხვიჩია კონსტანტინე დაბ. 1971წ. დეკანოზი დარჩელის წმ. გიორგის ტაძარი დაბ. ზუგდიდი

2 0

ხვიჩია - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

იპოლიტე ხვიჩია 1910-85წწ მსახიობი (კომედია) დაბ. სოფ. კონტუათი ხონი იმერეთი

1 0