დეკანოზი კონსტანტინე ხვიჩია
დაიბადა 1971 წლის 15 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში.
1977 წელს მოინათლა ილორის წმ. გიორგის ტაძარში.
1988 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა, 1998 წელს _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1989 წლიდან მუშაობდა სამშენებლო კომპანია ,,დრონში”.
1993 წლიდან 2013 წლამდე _ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
1993 წლიდან არის ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი.
2014 წლიდან იყო ამ ტაძრის რიგითი სტიქაროსანი, შემდგომ _ მთავარი სტიქაროსანი.
2015 წლის 28 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ვლაქერნის ღმრთისმშობლის ტაძარში
ხელი დაასხა დიაკვნად.
2016 წლის 22 აპრილს ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ტაძარში აკურთხეს მღვდლად.
2016 წლის 23 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა დარჩელის წმ.
გიორგის ტაძრის წინამძღვრად.
2021 წლის 25 იანვარს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის
აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. N32.