ბაადურ ჯობავა (დ. 26 ნოემბერი, 1983) — ქართველი მოჭადრაკე, გროსმეისტერი (2001). იგი არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2003 და 2007 წლებში) და მონაწილეა ხუთი ოლიმპიადის (2000–2008 წ.წ.). ბაადურმა ბავშვობა აფხაზეთში გაატარა. ჭადრაკს თამაშობს 4 წლის ასაკიდან.
საერთაშორისო დიდოსტატი (2001). შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონი (2003), ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003), მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004). საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (2002-04. 2004 წელს თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი: დააგროვა 12-იდან 10 ქულა და აჩვენა ოლიმპიადის საუკეთესო შედეგი).
პირველი ადგილი(მცირე ოქრო)
ჭადრაკი - 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2016, ბაქო, აზერბაიჯანი
მეორე ადგილი()
ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის პირადი პირველობა 2017, მინსკი, ბელარუსი
მესამე ადგილი()
ჭადრაკი - მამაკაცთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2003, პლოვდივი, ბულგარეთი