სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი ჯობავა 1964-2001წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. რეჩხი გალი აფხაზეთი ბადრი ჯობავა 1964-2001წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. რეჩხი გალი აფხაზეთი ბადრი ჯობავა 1964-2001წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. რეჩხი გალი აფხაზეთი

1964-2001 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯობავა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ბადრი ჯობავა 1964-2001წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. რეჩხი გალი აფხაზეთი

დაიბადა 1964 წლის 10 აგვისტოს გალის რაიონის სოფ. რეჩხში. ბადრის ჰქონდა განსაკუთრებული ხასიათი, ალალმართალი, უაღრესად კეთილი, დინჯი, უსამართლოდ არც  თავს დაიჩაგრავდა და სხვასაც არ დაჩაგრავდა. სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო. მან თავის ტოლებთან ნდობა და სიყვარული დაიმსახურა, გულადი მებრძოლი, არაფრის ეშინოდა.


რიგითი ჯობავა ბადრი ვაჟას ძე ირიცხება მე-2  საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის ასეულის მარეგულირებლად, 1993 წლის 5 მარტიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე. დროის ამ პატარა მონაკვეთში ბადრი  ჯობავამ გამოიჩინა დიდი გამბედაობა და მებრძოლი სულისკვეთება. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N39, 11.01.2000 წ. ბევრჯერ დაუმსახურებია მადლობა მეთაურისაგან. იყო კეთილსინდისიერი და ნებისმიერი ბრძანების შემსრულებელი უყოყმანოდ და დროულად. 


თანამებძოლებთან სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით, ერთ-ერთი ოპერაციიდან დაბრუნების დროს, უკვე ჩართული, გამზადებული ყუმბარმტყორცნის “მუხის“ დაშლისას მოხდა მოულოდნელი აფეთქება და მოსწყვიტა მარჯვენა ხელი. დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ ისევ ჩადგა მებრძოლთა რიგებში.


ბადრი ჯობავა 2001 წლის 23 აპრილს, გალის ტერიტორიაზე აფხაზ სეპარატისტების მორიგი წმენდის ჩატარებისას, სეპარატისტებისა და ქართველ პატრიოტებს შორის მოხვედრილ შეიარაღებულ შეტაკებისას გმირულად დაიღუპა. 

დაკრძალულია ქ. ზუგდიდში. 


ჩვენი საამაყო ვაჟკაცო, მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის შენივე წინაპრების სისხლით გაპოხიერებული ტიბაანის მიწა და გწამდეს, რომ ქვეყანა, ასე რომ გიყვარდა, არასოდეს დაგივიწყებს, რადგან საქართველოს არ ჰყავს შვილი დასაკარგავი! 

გავა დრო, მიწყნარდება ქვეყანა და მეისტორიეც შეუდგება აფხაზეთის  მწარე ომის სინამდვილის აღწერას. ისტორიას, რომლის გმირ ჭაბუკთა საუკუნოდ შესანახ სიაში შენი სახელიც იქნება საგულდაგულოდ ჩაწერილი.        



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.08.2021
ბოლო რედაქტირება 23.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.07.2023
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0