რომან ბადრიძე (დ. 4 აგვისტო, 1999, თბილისი) — ქართველი სპორტმენი (მძლეოსნობა, ფარიკაობა), მძლეოსნობაში ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2015, ბაქო, აზერბაიჯანი).
რომან ბადრიძე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მძლეოსნობაში ახალგაზრდებს შორის... 2013 წლის საუკეთესო მძლეოსანი, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში. ასევე მის სახელზეა საქართველოს რეკორდი ახალგაზრდებს შორის
სიგრძეზე ხტომა საქართველოს რეკორდი, 18 წლამდე, 2015 წელს 7 მეტრი და 28 სმ
მონაწილეობა მაქვს ასევე მიღებული თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში
მწრთვნელი მამა ბადრი ბადრიძე
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ახალგაზრდებს შორის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბაქო, აზერბაიჯანი
მილახვრიანთკარი
დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ესე იგი ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს:
„ ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანას შვილმან, მილახვარმან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღ[ვთ]ისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღ[მერ]თი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქ[რისტ]ესსა ჩყ, ქ[ორონი]კ[ონ]სა უპც. “
წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. შენობის თავდაპირველი სახე და მშენებლობის უმთავრესი ეტაპი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნას მიეკუთვნება.
ჭილაშვილები დიდგვაროვანნი არ ყოფილან, მაგრამ დიდად შემოსავლიანი თანამდებობები ჰქონდათ სამემკვიდრეოთ და იმდენად გამდიდრდნენ, რომ მათი ვალი ბატონიშვილებსაც კი ემართად. 1782 წელს ვახტანგ ბატონიშვილის მიერ „არაგველ აზნაურიშვილის“ ბაბანა ჭილაშვილისათვის ბოძებულ სიგელში ნათქვამია:
„ ძველთაგანც იმ ქვეყნის მებატონების მილახვრობა გქონდა და რუსეთიდამ მომავალის ვაჭრისა და თუ აქედან წამსვლელის ცაჭრისა, და აგრეთვე ჩერქეზეთიდამ მოსულის ცხენების ბაჟის აღება ყოველთვის შენს ოჯახში სახელოდ ყოფილიყო. “
ეს ციხე–დარბაზი დიდ ფეოდალთა ციხე–დარბაზებთან შედარებით მცირეა, თუმცა შეიცავს ყველა დამახასიათებელ ელემენტს: გალავანს, კოშკებს, საცხოვრებელ სახლს, კარის ეკლესიას, სამეურნეო სადგომებს. ამ „შიდა ციხის“ გარეთ ყოფილა საჯინიბოები და გარეთა გალავანი, რომელიც ჭილაშვილების ბაღ–ვენახებს ერტყმოდა გარს. მილახვრიანთ კარის ციხე ამჟამად გადაკეთებულია, მისი პირვლანდელი სახის სრულად წარმოდგენა ვერ ხერხდება.
ამჟამად ციხე–დარბაზის ტერიტორიაზე მოთავსებულია აკც–ის აღმოსავლეთ–საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა. ციხე–დარბაზის აღმოსავლეთის ფასადის წინ ღია მუზეუმია მოწყობილი, სადაც გადმოტანილია არაგვის ხეობაში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ზოგიერთი არქიტექტურული ნაგებობისა და სამარხთა ნაშთები.
1982-1983 წლებში შიდა ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა შუა საუკუნეების მოზრდილი შენობის ნაწილები, ხოლო გალავნის აღმოსავლეთი კედლის წინ — ხანძრით განადგურებული, გვიანდელი შუა საუკუნეების ნასახლარი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია