ნინო სალუქვაძე (დ. 1 თებერვალი, 1969 თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი - ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს საქართველოს გუნდში (პეკინის ოლიმპიადაზე).
ნინო 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როდესაც ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალია პადერინას ეჯიბრებოდა ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სალუქვაძე – ანგისა, აჭი, აჭყვისთავი, ახალშენი, ბათუმი, ბზუბზუ, ბობოყვათი, გვარა, თხილნარი, ლეღვა, სამება, სკურა, ურეხი, ფერია, ქაქუთი, ქედქედი, ქობულეთი
http://www.geogen.ge/ge/treasurege/79/4321/
ბიოგრაფია:
ტყვიის სროლა (სპორტული პისტოლეტი - 25მ; პნევმატური პისტოლეტი - 10მ)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1988 (სეული; სპორტული)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1988 (სეული; პნევმატური)
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 2008 (პეკინი; პნევმატური)
მსოფლიოს ჩემპიონი: 1986 (გუნდური; სპორტული), 1987 (გუნდური; პნევმატური), 1989 (პნევმატური), 1990 (გუნდური; სპორტული), 1990 (გუნდური; პნევმატური), 1991 (გუნდური; პნევმატური)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1989 (გუნდური; პნევმატური), 2002 (პნევმატური)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1986 (სპორტული)
ევროპის ჩემპიონი: 1989 (სპორტული), 1990 (პნევმატური), 1991 (გუნდური; პნევმატური), 1993 (გუნდური; სპორტული)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1999 (სპორტული), 2005 (პნევმატური), 2008 (პნევმატური), 2009 (პნევმატური)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1991 (პნევმატური), 1996 (პნევმატური), 2001 (პნევმატური), 2003 (სპორტული)
მსოფლიოს სუპერთასი: 1989, 1990, 1993, 1999, 2005
საქართველოს ჩემპიონი: 2013 (პნევმატური), 2014 (პნევმატური), 2015 (პნევმატური), 2016 (პნევმატური), 2018 (შერეული წყვილი ცოტნე მაჭავარიანთან ერთად; პნევმატური)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2017 (პნევმატური)
საქართველოს თასი: 2014 (პნევმატური)
სომხეთის ჩემპიონი: 2013 (პნევმატური)
თბილისის თასი: 2014 (პნევმატური)
შოთა ქველიაშვილის მემორიალი: 2013 (პნევმატური), 2014 (პნევმატური), 2015 (პნევმატური), 2016 (პნევმატური), 2017 (პნევმატური)
ერეკლე II თასის გათამაშების გამარჯვებული: 2017 (პნევმატური)
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1988
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1999
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1988
სპორტის რაინდი - 2016
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 1999
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 1993, 2008
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999
*-საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში ნინო სალუქვაძე XX საუკუნის მეორე საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა და ვერცხლის პრიზი გადაეცა (ოქროს პრიზი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ერგო, ბრინჯაოსი - მძლეოსან ნინო დუმბაძეს, გარდაცვალების შემდეგ)
*-ნინო სალუქვაძე 8 ოლიმპიადაში მონაწილეობდა, ეს კი მსოფლიო რეკორდი გახლავთ. მის გარდა ამდენ ოლიმპიადაზე მხოლოდ 2 ქალს უასპარეზია: გერმანელ-იტალიელ ჯოზეფა იდემ გერინის (კანოე; 1984-2012) და კანადელ ლესლი თომპსონს (ნიჩბოსნობა; 1984-2000, 2008-2016)
*-ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი მოიგო
*-1992 წელს, ბარსელონაში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში V ადგილი დაიკავა, პნევმატური პისტოლეტით კი X იყო
*-1996 წელს, ატლანტაში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში VII ადგილი დაიკავა, პნევმატური პისტოლეტით კი V იყო
*-2000 წელს, სიდნეიში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით XI ადგილი დაიკავა, პნევმატური პისტოლეტით კი XXV იყო
*-2004 წელს, ათენში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში VIII ადგილი დაიკავა, პნევმატური პისტოლეტით კი X იყო
*-2008 წელს, პეკინში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში XVI ადგილი დაიკავა
*-2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ნინო სალუქვაძე საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე გახლდათ
*-2012 წელს, ლონდონში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში XV ადგილი დაიკავა, პნევმატური პისტოლეტით კი XXXIII იყო
*-2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია
*-2016 წელს, რიო დე ჟანეიროში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული პისტოლეტით სროლაში VI ადგილი დაიკავა, პნევმატური პისტოლეტით კი XXXIV იყო
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „ნინო სალუქვაძე“
*-2015 წლის 27 ივლისს ნინო სალუქვაძემ ოლიმპიურ ჩემპიონებთან გელა კეტაშვილთა და ზურაბ ზვიადაურთან, ასევე გინესის რეკორდსმენ თემურ დადიანთან ერთად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა: ჩირადღდანი თემურ დადიანისგან ჩაიბარა, შემდეგ კი ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურს გადაულოცა
*-2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, ნინო სალუქვაძემ ვაჟთან, ასევე ტყვიის მსროლელ ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა. ისინი პირველი დედა და ვაჟი არიან ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, რომლებმაც ერთ ოლიმპიადაზე მხარდამხარ იასპარეზეს
*-2017 წლის 15 მაისს თბილისში (ჭავჭავაძის 49ა) საზეიმოდ გაიხსნა ნინო სალუქვაძის სახელობის განახლებული ტირი
*-ნინო სალუქვაძის მწვრთნელი გახლდათ მისი მამა, ასევე ტყვიის მსროლელი ვახტანგ სალუქვაძე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. ვახტანგ სალუქვაძემ არაერთხელ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული და რამდენჯერმე გახდა პირველობის და საკავშირო სპარტაკიადების პრიზიორი. 2016 წელს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ნინო სალუქვაძესთან ერთად მიანიჭა სპორტის რაინდის წოდება
პირველი ადგილი()
სროლა - შოთა ქველიაშვილის მემორიალი 2014, თბილისი, საქართველო
მეორე ადგილი()
სროლა - მსოფლიო თასი 2014, ფორტი ბენინგი, ა.შ.შ
მესამე ადგილი()
სროლა - საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაღით სროლაში 2015, რუმინეთი
პირველი ადგილი()
სროლა - საერთაშორისო ტურნირი (შოთა ქველიაშვილის მემორიალი) 2015, თბილისი, საქართველო
პირველი ადგილი()
სროლა - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი (შოთა ქველიაშვილის მემორიალი) 2016, თბილისი, საქართველო
მესამე ადგილი()
ევროპული თამაშები 2019, მინსკი, ბელარუსი
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2009, პრაღა, ჩეხეთი
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2008, ვინტერტური, შვეიცარია
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2005, ტალინი, ესტონეთი
მესამე ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 2003, პლზენი, ჩეხეთი
მესამე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 2001, პონტევედრა, ესპანეთი
მეორე ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1999, ბორდო, საფრანგეთი
მესამე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1996, ბუდაპეშტი, უნგრეთი
პირველი ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1993, ბრნო, ჩეხეთი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
მესამე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1991, მანჩესტერი, ინგლისი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - ევროპის ჩემპიონატი 1990, არნემი, ნიდერლანდები
პირველი ადგილი()
სროლა - ევროპის ჩემპიონატი 1989, ზაგრები, იუგოსლავია
მეორე ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, ლახტი, ფინეთი
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1991, სტავანგერი, ნორვეგია
პირველი ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1990, მოსკოვი, სსრკ
მეორე ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, სარაევო, იუგოსლავია
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1989, სარაევო, იუგოსლავია
პირველი ადგილი()
სროლა (პნევმატური იარაღი) - მსოფლიო ჩემპიონატი 1987, ბუდაპეშტი, უნგრეთი
მესამე ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ზული, გდრ
პირველი ადგილი()
სროლა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ზული, გდრ
მესამე ადგილი()
ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი
მეორე ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა