ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.
მძლეოსნობა (სამხტომი)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1968 (მეხიკო; 17.39სმ - მსოფლიო რეკორდი), 1972 (მიუნხენი; 17.35სმ), 1976 (მონრეალი; 17.29სმ)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1980 (მოსკოვი; 17.24სმ)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1970
ევროპის ჩემპიონი: 1969, 1974
ევროპის ჩემპიონი (ჭერქვეშა): 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977
ევროპის თასი: 1970, 1973, 1974, 1975
სსრკ ჩემპიონი: 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1967
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი: 1971, 1975
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1968, 1972, 1976
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1968
სპორტის რაინდი - 2005
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის I და II ხარისხის ორდენი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვერცხლის მედალი - 1982
მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი - 2005
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2002
ვ.ი.ლენინის ორდენი (სსრკ) - 1972
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (სსრკ) - 1980
შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ) - 1969
ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ) - 1976
*-ერთადერთი სამმხტომელია, რომელმაც მძლეოსნობის ამ ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა
*-3-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და სამივე შემთხვევაში ერთსა და იმავე დღეს, 17 ოქტომბერს. 1968 წელს, მეხიკოში, ოლიმპიადაზე ჯერ 17.23სმ-ზე გადახტა, შემდეგ კი გააუმჯობესა მიღწევა და ჩემპიონიც გახდა 17.39სმ-ით. 1972 წლის 17 ოქტომბერს კი სოხუმში დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 17.44სმ საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში
*-საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში მამაკაცთა შორის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა სპეციალური ჯილდო მას 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის დღეებში გადასცა, სადაც სანეევი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ატაშე გახლდათ
*-5-ჯერ დაასრულა საშეჯიბრო სეზონი საუკეთესო შედეგით. ეს მიღწევა მოგვიანებით ჯონათან ედვარდსმა (დიდი ბრიტანეთი) და ამერიკელმა ქრისტიან ტეილორმა გაიმეორეს. ვიქტორ სანეევის შედეგები: 1968 - 17.39სმ (მეხიკო; ოლიმპიადა); 1969 - 16.94სმ (ათენი; ევროპის ჩემპიონატი); 1970 - 17.34სმ (სოხუმი; სსრკ ჩემპიონატი); 1972 - 17.44სმ (სოხუმი); 1974 - 17.23სმ (რომი; ევროპის ჩემპიონატი)
*-1968 წლის 17 ოქტომბერს, მეხიკოს ოლიმპიადაზე, სამმხტომელთა ფინალში 4-ჯერ გაუმჯობესდა მსოფლიო რეკორდი, აქედან 2-ჯერ ვიქტორ სანეევის მიერ
*-1980 წელს, მოსკოვში, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ვიქტორ სანეევს ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდა წილად. იშვიათი გამონაკლისის გარდა მოქმედი სპორტსმენები ასეთი პატივით არ სარგებლობენ
*-1992 წლიდან ავსტრალიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად
*-2005 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „ვიქტორ სანეევი“
*-2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დღეებში, ქალაქის მეტროს სადგურთა დასახელება დროებით ყველა დროის უძლიერესი სპორტსმენების სახელებით და გვარებით შეიცვალა. ერთ-ერთ სადგურს ვიქტორ სანეევის სახელი ეწოდა
*-2013 წლის 16 ნოემბრიდან მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის - IAAF - დიდების დარბაზის წევრია
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1971, ჰელსინკი ფინეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1976, მიუნხენი, გფრ
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1975, კატოვიცე, პოლონეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1972, გრენობლი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1971, სოფია, ბულგარეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი დარბაზში 1970, ვენა, ავსტრია
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1974, რომი, იტალია
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, ათენი, საბერძნეთი
მეორე ადგილი()
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
პირველი ადგილი()
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
პირველი ადგილი()
ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა