ელენე გედევანიშვილი (დ. 7 იანვარი, 1990, თბილისი) — ქართველი მოციგურავე. ასპარეზობდა ერთეულთა თანრიგში. საქართველოს 2003 წლის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში. პირველი და ერთადერთი ქართველი მოციგურავე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა — 2010 და 2012 წლებში. ტურინის 2006 წლის, ვანკუვერის 2010 წლის და სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. არის ღირსების ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია
ელენე გედევანიშვილი დაიბადა 1990 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში. სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში ხუთი წლის ასაკში მწვრთნელ თამარ ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2000 წლიდან ემზადებოდა მოსკოვში, ელენა ბუიანოვასა და ტატიანა ტარასოვასთან. 2006 წელს ესტონეთის გრან-პრის, ხოლო 2007 წელს კარლ შაფერის მემორიალის გამარჯვებული ხდება.
2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა მისი დებიუტი უფროსი ასაკის მოციგურავეებს შორის, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა. 2006 წელს ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იგი მეექვსე ადგილს იკავებს მოკლე პროგრამის შემდეგ და გამოსვლას მეათე ადგილზე ასრულებს. 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვარშავაში მან მესამე (მოკლე პროგრამის შემდეგ) და შემდგომ მერვე ადგილზე დაამთავრა გამოსვლა. 2009, 2011 და 2012 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობისას თავის გამოსვლებს იგი მეათე ადგილზე ამთავრებს. იგი ცნობილია ურთულესი ილეთის — „ბილმანის ორმაგი ბრუნის“ შესრულებით.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2010 (ტალინი, ესტონეთი), 2012 (შეფილდი, ინგლისი)
საქართველოს ჩემპიონი: 2003, 2004
საერთაშორისო ტურნირი: იუნიორთა გრან პრი (2005 - ტალინი, ესტონეთი), კარლ შაფერის თასი (2006), NRW ტროფი (2007)
*-პირველი და ერთადერთი ქართველი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიგო.
*-მონაწილეობდა ტურინის (2006 - X ადგილი), ვანკუვერის (2010 - XIV) და სოჭის (2014 - XIX).
მესამე ადგილი()
ფიგურული ციგირაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, შეფილდი, დიდი ბრიტანეთი
მესამე ადგილი()
ფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, შეფილდი, დიდი ბრიტანეთი
მესამე ადგილი()
ფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატი 2010, ტალინი, ესტონეთი
გედევან (ძველი ებრაული) “ მჭრელი “. მისგან ნაწარმოებია გვარები: გედევანიშვილი, გედევანიძე. პარალელურად გვხვდება ფონეტიკური ვარიანტი გედეონ.