სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ზაზა ლაგაზიძე შოთას ძე 1963-2021წწ გარდ. 58 წლის, თუშეთის ამაგდარი 70 წლის შემდეგ პირველად დაითსა თუშეთში, ქართული ჯიშის ხორბალი და მიიღეს მოსავალი. სოფ. ზემო ალვანი ახმეტა

1963-2021 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

453       ბეჭდვა

ზაზა ლაგაზიძე შოთას ძე 1963-2021წწ გარდ. 58 წლის, თუშეთის ამაგდარი 70 წლის შემდეგ პირველად დაითსა თუშეთში, ქართული ჯიშის ხორბალი და მიიღეს მოსავალი. სოფ. ზემო ალვანი ახმეტა

დაიბადა 1963 წლის 09 აპრილს ზემო ალვანი ახმეტა, გარდაიცვალა 2021 წლის 03 თებერვალს, კოვიდპანდემიით.

ზაზა ლაგაზიძე ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას“ 2011 წლიდან, მისი დაფუძნების პერიოდიდან ხელმძღვანელობდა.


განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, თუშეთის სამოსახლო დაგეგმარების ინიციატივაში, ნერგავდა ადგილობრივი ხეტყით, ოპტიმალურად მომსახურების სერვისს, რაც ითვალისწინება, მოფრთხილებოდნენ მაქსიმალურად და არ ყოფილიყო, უკანონო ჭრა.


70 წლის შემდეგ 2020 წელს, მისი ინიციატივით პირველად დაითესა თუშეთში (ომალოს მიმდებარე ტერიტორია), ქართული ჯიშის ხორბალი და მიიღეს მოსავალი.



მართლმადიდებელი, დედა ეკლესიის წევრი, გამოსვენებულ იყო ალავერდის საკეთედრო ტაძრიდან 06 თებერვალი 2021 წელს, დაკრძალულია ზემო ალვანში.

წერილი დისწულს (და ლელა) გვანცა ქიქაიძეს 

ეს წერილი 2000 წლის ზაფხულში მივიღე, 18 წლის ვიყავი მაშინ...ასეთი იუმორი ჰქონდა, არასოდეს მწყინდებოდა მისი  მოსმენა...

„გამარჯობა გვანცუკი,

სულ ოთხიოდე დღეა, რაც ჩამოვედი შენი ლამაზი დართლოდან. ახლა ვწევარ გაშოტილი და მარცხენა ფეხზე ვეება თაბაშირი მადევს. დიახ მიმუხთლეს შენმა ჩაღმებმა და გასახედნი ცხენი შემომაპარეს. ჰოდა შენც იცი, მე ცხენი ვერ ჩამომაგდებს, მაგრამ ბოლოს დაწვა ის ოხერი და ფეხი ქე მომყოლია ქვეშ. კაი ჩასუქებული ცხენი იყო და  თურმე მუხლი გამბზარვია.

დამეხვია ქვეყანა და მოაქანეს ექიმბაში, იმ ჩემი საწყალი ფეხის სავალალოდ, მთელს პირიქითის ხეობაში ის ერთადერთი ექიმბაში ჰყოლიათ თურმე და ისიც პაპაშენი სერგო აღმოჩნდა.

მოვიდა და რომ დამინახა უმწეოდ ტახტზე გაწოლილი, გაუბრწყინდა თვალები. მე რა თქმა უნდა ჩემი მაშინვე დამემართა მისი დანახვისას, მაგრამ რა გინდა რომ გავაკეთო.

მოკლედ დაიკაპიწა ხელები და მეცა, მაგრამ რა მეცა. ასე უთქვამს, ამას ამოვარდნილი აქვს ფეხი და ამ წამს ჩავუგდებო.

ჩემს ბღავილზე გირევიდან ეუთოს დელეგაცია დაიძრა შეიარაღებული და იმათ გააგდებინეს ჩემი თავი.(ასეა ადამიანს ცოდვები უწევენ)

თამთუშა (თამთა ლაგაძიძე და)  ებღაუჭა თურმე კიდევ, მარიამაც (მარიამ ფეიქრიშვილი დისშვილი) იქ იყო, თვალებს აკვარკვალებდა. ეს ნანა (მეუღლე ნანა საბანაშვილი), როგორც მერე მითხრეს, ტკბობით შემოგვცქეროდა.ახლა კარგად ვარ, ჩამომიყვანეს და ალვნიდან გწერ.

ძალიან მახარებს შენი კარგად ყოფნა და წარმატებები. მიხარია, რომ კარგი ადამიანები გყავს გვერდით. რაც ჩემს თაობას კომუნისტებმა გერმანელები გვაძულეს, ახლა შემიყვარდნენ, შენდამი კეთილგანწყობის გამო.

იწერებოდი გერჰარდი ჩამოვაო, რაც საჭიროა ყველაფეტს გავაკეთებთ მისი დახვედრისათვის, ალბათ შეგვატყობინებ თარიღებს.

შოთიკო (შვილი)  მყავდა ალაზნისთავში და წოვათაში, ძლიერ ღირსეულად ეჭირა თავი და მგონი მიხვდა კიდეც მთავარს. 

ვიმყოფებით მანანის (დედა სიხარულიძე) სამეურნეო ტერორის ქვეშ და ვცხოვრობთ ძველებურად. სექტემბრიდან თბილისში ვიქნები ხშირად, დავრეკავ უფრო იოლად და დაგელაპარაკები.

ჩვენ აქ ყველა კარგად ვართ და ჯანმრთელად. ყველას გვენატრები და გვეიმედები.შენ იცი, რაც უფრო მეტი ხანი დაკავდები მანდ, მით უკეთესი. რომ აღარა ვთქვათ იმ სიკეთეზე, რაც შენზე გადმოვა სრულფასოვანი საზოგადოების აღქმითა და მისი წევრობით (თუნდაც დროებით), მარტო ის არის დიდი სიკეთე, რომ მხოლოდ ამ სამყაროში არ მოხდება შენი პიროვნებად ჩამოყალიბება.

გკოცნი და გეხვევი 

შენი ზაზა (მანანი ბიძიაო დაამატებდა, მაგრამ ბიძიას ვინ ჩივის, ძიასაც არ მეძახით არცერთი)

თეოს (და იას შვილი) წაყვანა დიდი ვაჟკაცობა იქნება შენგან, ცოდოა...“

გვანცა ქიქაიძესთან ერთად 2015 წელი (დისშვილი ლელა)

მეუღლე ნანა საბანაშვილი 2000 წელი






მამა შოთა ლაგაზიძე 1927-1977წწ

პაპა ერისტო ლაგაზიძე 1890-1953

ბებია მამის მხარე ელენე ქადაგიძე ძმასთან ერთად

მამა შოთა ლაგაზიძე

მამა შოთა ლაგაზიძე

მამა შოთა ლაგაზიძე ბავშვობაში, დედასთან ელენე ქადაგიძესთან ერთად

დედის მანანა სიხარულიძის ბებია და ბაბუა გურიიდან, მიხეილ მინდაძე და ივლიტა ჩანტლაძე 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2021
ბოლო რედაქტირება 15.02.2024
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0