პაატა მახარაშვილი, დაბადებულია 1973 წლის 11 აპრილი
მესამე ადგილი(70კგ)
მკლავჭიდი - ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი
მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.კაკაბეთი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, საგარეჯოდან 23 კილომეტრი.
ნიახურის (კაკაბეთის) ბრძოლა 1800 წელი 7 ნოემბერი დაღესტანთან კაკაბეთი საგარეჯო გადადი ლინკზე
კაკაბეთი XVII და XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება. სოფელი თავდაპირველად ჩერქეზიშვილთა სამკვიდრო ყოფილა. 1675 წლიდან კი, ალავერდელ ეპისკოპოსს გადაეცა. როცა მეფე ერეკლე I-მა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიას ბოქალაულთუხუცესი გოჯახპი ზაალიშვილი შესწირა მისი ყმითა და მამულით, მათ შორის იყო კაკაბეთის მამულებიც. 1693 წელს კახეთი ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა — აბასყული-ხანმა სოფელი უბოძა თუშთა მოურავს მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს.
კაკაბეთი იყოფა უბნებად. მათი სახელწოდება მომდინარეობს სოფელში მცხოვრები ძირითადი გვარებისგან, გარდა უკიდურეს აღმოსავლეთ განაპირა უბნის ვერხვიანისა (ამჟამად სოფელია).
1800 წლის 7 ნოემბერს, სოფლის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნიახურის ველზე, გაიმართა დიდი ბრძოლა ომარ-ხან ავარიელის 20 ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ. საისტორიო ლიტერატურაში ეს ბრძოლა იხსენიება როგორც კაკაბეთის, ისე ნიახურის ბრძოლის სახელით.
რუსეთისგან ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას, ირანთან ერთად, ავარიის მფლობელი ომარ-ხანიც ცდილობდა. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისთვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ, ირანში შინააშლილობისა და მაშინდელი გამგებლის ბაბა-ხანის პოლიტიკური მოსაზრების შეცვლის გამო, ირანელებმა გადაიფიქრეს და დასახული მიზნის შესრულება ომარ-ხანის ლაშქარს დაეკისრა. დაღესტნელთა მოსალოდნელი შემოსევის მოსაგერიებლად, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, შეიქმნა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი. მათ რუსთა 2 ბატალიონიც დაეხმარა.
ბრძოლა ომარ-ხანის ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. თვით ომარ-ხანმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.
1812 წლის კახეთის აჯანყების დროს კაკაბეთელებმა გაანადგურეს სოფელში განლაგებული რუსთა საეგზეკუციო რაზმი.