დაიბადა 1982 წლის 3 მაისს ქუთაისში ძიუდო (90, 100კგ)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2008 (90კგ; პეკინი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2006 (გუნდური; პარიზი, საფრანგეთი), 2007 (90კგ; რიო დე ჟანეირო, ბრაზილია), 2008 (გუნდური; ტოკიო, იაპონია)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2011 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი)
ევროპის ჩემპიონი - 2007 (გუნდური; მინსკი, ბელარუსი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2007 (90კგ; ბელგრადი, სერბეთი და მონტენეგრო)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2008 (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია), 2011 (100კგ; სტამბოლი, თურქეთი)
გრან სლემი - 2012 (100კგ; რიო დე ჟანეირო, ბრაზილია)
გრან სლემის ბრინჯაოს პრიზიორი - 2010 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი), 2011 (100კგ; ტოკიო, იაპონია)
გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი - 2009 (100კგ; ჰამბურგი, გერმანია)
მსოფლიო თასი - 2006 (90კგ; თბილისი), 2006 (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია), 2007 (90კგ; ვარშავა, პოლონეთი), 2008 (90კგ; პრაღა, ჩეხეთი), 2010 (100კგ; მადრიდი, ესპანეთი)
მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი - 2005 (90კგ; თბილისი), 2007 (90კგ; თბილისი), 2008 (90კგ; თბილისი)
მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 2005 (90კგ; პრაღა, ჩეხეთი), 2006 (90კგ; პრაღა, ჩეხეთი), 2006 (100კგ; ბაქო, აზერბაიჯანი), 2007 (90კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 2005 (100კგ; სტამბოლი, თურქეთი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 2006 (90კგ; ტოკიო, იაპონია), 2009 (100კგ; ზინდელგფინგენი, გერმანია)
საქართველოს ჩემპიონი - 2006 (90კგ; თბილისი)
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2008
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2008
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო) - 2008
სხვა ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი - 2008
*-ირაკლი ცირეკიძის შედეგები 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე:
1/16: თავისუფალი იყო
1/8: ჰეშამ მესბა (ეგვიპტე) - მოგება
1/4: ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) - მოგება
1/2: ივან პერშინი (რუსეთი) - მოგება
ფინალი: ამარ ბენიხლეფი (ალჟირი) - მოგება
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ზურაბ უსუფაშვილის წიგნი „ირაკლი ცირეკიძე“.
*-2011 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოკითხვის საფუძველზე, ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
*-2012 წლის ევროპის ჩემპიონატის (ჩელიაბინსკი) შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) და მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) ირაკლი ცირეკიძე 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს აკრძალული პრეპარატის მიღების გამო. პრეპარატის სახელწოდება არ გამოქვეყნებულა. ამავდროულად, ცირეკიძეს ჩამოერთვა 2011 წელს ტოკიოს საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, IJF-ის მსოფლიო რეიტინგში კი 120 ქულა დააკლდა.
*-2016 წლის შემოდგომით, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ, ირაკლი ცირეკიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ირაკლი უზნაძე შეცვალა, თუმცა უმედლოდ დასრულებული ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
პირველი ადგილი(100კგ)
ძიუდო - გრანდ სლემი რიო დე ჟანეირო 2012, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
მესამე ადგილი(100კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურქეთი
მესამე ადგილი(90კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2008, ლისაბონი, პორტუგალია
მეორე ადგილი(90კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2007, ბელგრადი, სერბეთი
მესამე ადგილი(100კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, პარიზი, საფრანგეთი
პირველი ადგილი(90კგ)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 2007, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
პირველი ადგილი(90კგ)
ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი