სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
იღუმენი ნინო (ანა) (ამილახვარი) 1816-1904წწ. იღუმენია სამთვრო, ხსენება 29 დეკ. (11 იანვარი)  დ. სოფ. ჭალა კასპი

1816-1904 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ამილახვარი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

457       ბეჭდვა

იღუმენი ნინო (ანა) (ამილახვარი) 1816-1904წწ. იღუმენია სამთვრო, ხსენება 29 დეკ. (11 იანვარი) დ. სოფ. ჭალა კასპი



მამიდა იღუმენი ნინო (ერობაში ანა ამილახვარი; დ. 16 იანვარი, 1816, გორის მაზრა, საამილახვრო ჭალა — გ. 30 დეკემბერი, 1904) — ქართველი სასულიერო მოღვაწე.

მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო და ბუნებრივია ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა.


2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენია ნინო წმინდანად შერაცხა.

თავადის ასული ანნა ამილახვარი (მომავალში მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო) სამთავროში იმ დროს მივიდა, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი დახურული იყო. სამთავროს მონასტერი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული, ხოლო საეკლესიო ქონება - განიავებული. თითქმის ორმოცწლიანი მმართველობის განმავლობაში ნინო ამილახვარმა შეძლო სამთავრო ექცია საქართველოს დედა-მონასტრად, მისი წინამძღვრობის პერიოდი კი, მონასტრის ისტორიაში „ოქროს ხანად“ შერაცხულიყო.


ნინო ამილახვრის ცხოვრება ადრეულ წლებშივე მჭიდროდ დაუკავშირდა მონასტერს. იგი დაიბადა 1815 წლის 26 იანვარს ქალაქ გორის სოფელ საამილახვრო ჭალაში. ადრე დაობლებულის აღზრდა მამიდამ, მცხეთის წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარმა ნინო ამილახვარმა ითავა. დედა ნინომ პატარა ანას მონასტერში საღმრთო წერილი შეასწავლა, მონასტრულად გაზარდა. ანა ამილახვარი მამიდის გარდაცვალების (1839 წლის 11 თებერვალი) შემდეგაც არ განშორებია მონასტერს; იგი აგრძელებდა მონოზვნებისთვის წმინდა წერილისა და ხელსაქმის შესწავლას და როგორც ერთ–ერთი საისტორიო წყარო მოგვითხრობს, „მონოზვნებმაც ძალიან შეიყვარეს იგი, რადგან ანა ამილახვარი იყო მათი დამრიგებელი და ხელმძღვანელი ჭირში და ლხინში, მაგალითი კეთილმსახურებისა, სიმშვიდისა და გამწვრთნელ–განმანათლებელი მათი გონებისა“


მამიდის გარდაცვალების (1839 წლის 11 თებერვალი) შემდეგაც არ განშორებია მონასტერს; იგი აგრძელებდა მონოზვნებისთვის წმინდა წერილისა და ხელსაქმის შესწავლას და როგორც ერთ–ერთი საისტორიო წყარო მოგვითხრობს, „მონოზვნებმაც ძალიან შეიყვარეს იგი, რადგან ანა ამილახვარი იყო მათი დამრიგებელი და ხელმძღვანელი ჭირში და ლხინში, მაგალითი კეთილმსახურებისა, სიმშვიდისა და გამწვრთნელ–განმანათლებელი მათი გონებისა“.

მაღალი ზნეობითა და სათნოებებით გამორჩეული ანა ამლახვარი 40 წლის ასაკში (1855 წლის 19 ივნისს) აღიკვეცა მონოზვნად სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში, ნინოს სახელით. როდესაც  ეგზარქოსმა იგი  ერთ–ერთ დასთან ერთად შტატში აიყვანა,  ნინო ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის, ხელფასზე კი თავაზიანი უარი თქვა: „...ნიადაგ თითქმის შეპყრობილ უძლურებითა, არ ძალმიძს აღსრულება მონასტრულის სამსახურისა თანასწორ სხვათა დათა თანა. ამა მიზეზით  სინდისი არ მაძლევს ნებას განცხადებად თანხმობისა მიღებასა ზედა მასსა“.  1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერს ძალიან უჭირდა, ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. ნინომ მაშინვე ტაძრისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ეგზარქოსის ნებართვით ნინომ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა და ქველმოქმედი ქრისტიანებისგან შემწეობა ითხოვა. შეგროვილი შემოწირულებით მან მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა.

იღუმენია ნინო სამთავროს მონასტრის რიგით მეოთხე წინამძღვარი (დადგინდა 1863 წლიდან) და მესამე იღუმენია იყო. ისევე როგორც მისი წინამორბედნი, იღუმენია ნინოც დიდად ზრუნავდა მონასტრის აღდგენა–გამშვენებისთვის. მის მიერ  განახლდა „მაყვლოვანში“ წმიდა ნინოს მინიატურული ეკლესია, აიგო წმინდა ნინოს გუმბათიანი ტაძარი, აშენდა კარიბჭე. გაპარტახებული მონასტრის აღსადგენად  ვის აღარ უხმობდა წინამძღვარი. ერთ-ერთი მინისტრისადმი მიწერილ წერილში, იგი ბრძნულად მოუწოდებს მთავრობას კულტურული სიწმინდეების გადასარჩენად: „მონასტერი არის არა მარტო ქართველ მონოზონთა თავშესაფარი-სავანე, არამედ ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი ქართველი ერის ქრისტიანიზაციისა და ამიტომ მისი სათანადო მოვლა და დაცვა უნდა შეადგენდეს არა მხოლოდ წმიდა სარწმუნოებრივ საქმეს.  ქართველი ერის წარსულის დიდებული სახელით კიდევ მოგმართავთ, დაიცავით ეს ისტორიული ღვაწლშემოსილი შესანიშნავი არქეოლოგიური ნაშთი. ნუ დაუშვებთ, რომ ადგილი, სადაც 1600 წლის წინათ ქართველთ განმანათლებელმა წმიდა ნინომ პირველად დადვა კერა მაყვლის ბუჩქნარში, რომლიდანაც შემდეგ მოეფინა ქრისტიანობის ნათელი უკუნეთში მყოფ საქართველოს, გადაიქცეს ძღარბთა და ქვემძრომთა საყოფელად“.

1866 წელს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და „პირველი წევრი რჩევისა“ თავად იყო. 1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1883 წელს დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი განაახლა და ეკლესია გადახურა, ხოლო მოგვიანებით მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა.

იღუმენია ნინო ამილახვრის წინამძღვრობის პერიოდში მონასტერში განსაკუთრებით მოწესრიგებული იყო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა. სამონასტრო წესრიგის დამყარებისა და სამთავროში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობაზე ზრუნვისათვის უწმიდესმა სინოდმა ნინო ამილახვარი ოქროსჯვრიანი ბეჭდით დააჯილდოვა; 1865 წელს კი იღუმენიას ხარისხი ებოძა. ორი ჯვრის მატარებელი იღუმენია ნინო ამილახვარი თავისი დროის ტიტულოვანი დედაა დაჯილდოვებული ძვირფასი თვლებით შემკული კაბინეტის ჯვრით; 1883 წელს კი, ომში დაჭრილებისადმი გაწეული მზრუნველობისათვის - წითელი ჯვრით.  იღუმენია ნინო ამილახვარი საქართველოს დიდი და სახელოვანი დედების საქმის ღირსეული გამგრძელებელია.

იღუმენია ნინოს მეცადინეობითა და რუსეთის უწმიდესი სინოდის ბრძანებით, 1866 წლის 20 იანვარს  სამთავროს დედათა მონასტერში სასულიერო წოდების გოგონათა სასწავლებელი გაიხსნა. მოგვიანებით, მცხეთიდან დედათა სასწავლებელი გადაიტანეს, წინამძღვარმა კი მის ნაცვლად მონასტერში დედათა სკოლა დააარსა.


წმინდა ნინოს ეკლესია

სასწავლებელმა სამაგალითო წესრიგით იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. „ბევრ ქართველ ქალს მიეცა ამ მონასტრის ქალთა სასწავლებელში ნამდვილი ქრისტიანული აღზრდა, დარბაისლური მიმართულება, რიგიანი განათლება, ცოდნა მშვენიერი ხელსაქმისა და მოუმზადა ჩვენს ქვეყანას შეგნებულნი მშობელნი, ჭეშმარიტნი დედანი“, - ბრძანებს იაკობ გოგებაშვილი სამთავროს სკოლის შესახებ. სასწავლებელში საქართველოს მომავალი დედები ეუფლებოდნენ: საღვთო სჯულს, ეკლესიის ისტორიას, საქართველოსა (ვრცლად) და რუსეთის (მოკლედ) ისტორიასა და გეოგრაფიას, ქართულ და სლავურ საეკლესიო გალობას, ხელსაქმეს, -  ყველაფერს, რაც მათ ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდათ.

1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო. წირვა აღასრულა ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტ კესარიოსისა და მღვდელ–მონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის თანამწირველობით. ცნობილია ამ დღეს მღვდელ–მონაზონ ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული იღუმენიას ღვაწლი.

იღუმენია ნინო იყო არა მარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის კეთილი მაგალითის მიმცემი.

იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში. კომუნისტების დროს ეს ტაძარი დაინგრა და დღეს შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის იატაკი და საძირკველი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1883 — წითელი ჯვრის ორდენი, მეომრების დახმარებისთვის

1880 — ძვირფასი თვლებით გამშვენებული ჯვარი, წმ. ნინოს ეკლესიის განახლება

1865 — ოქროს ჯვარი, მცხეთის დედათა მონასტრის განახლება

ინფორმაცია მოგვაწოდა ელიზავეტ დევაძემ



მცხეთის სამთავროს დედათა სავანეს უამრავი ქრისტიანი ქალი და დედა გამოუზრდია, მრავალი მოამაგეც ჰყოლია,
მაგრამ მათგან მცირედნი თუ არიან ცნობილნი. მათ შორისაა სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია ნინო (ამილახვარი), 
რომელმაც მთელი ცხოვრება მონასტრის აღორძინებას შეალია. 
იღუმენია ნინო (ერში – თავადის ასული ანა ამილახვარი) 1816 წლის 16 იანვარს გორის მაზრის სოფელ საამილახვრო 
ჭალაში დაიბადა. მშობლები მალე დაეხოცა და მისი აღზრდა 
გვ85

მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა იკისრა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. 
მამიდამ წამოიყვანა ობოლი ანა და მონასტრული წესით, წმინდა წერილის სწავლაში აღზარდა. 1839 წლის 12 თებერვალს მამიდა გარდაიცვალა, 
მაგრამ ანა მონასტერს არ განეშორა. იგი მონაზვნებს თავისი ხარჯით აცხოვრებდა, წმინდა წერილსა და ხელსაქმეს, 
ასწავლიდა. მონაზვნებმაც ძალიან შეიყვარეს ახალგაზრდა მორჩიღი იგი იყო მათთვის კეთიმსახურებისა და სიმშვიდის მაგალითი, მათი გონების გამწრთვნელი 
და განმანათლებელი. 1855 წლის 19 ივნისს, საქართველოს ეგზსარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) ლოცვა-კურთხევით, მცხეთის მონასტერში ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა, 
არქიმანდრიტმა ტარასიმ (ალექსი-მესხიშვილი) ანა ამილახვარი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო (მამიდას სახელი) უწოდა.
1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. 
იმ დროს მონასტერს მატერიალურად ძალიან უჭირდა· ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. მონაზონმა ნინომ მაშინვე ტაძრისა 
და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ამისათვის მან ეგზარქოსის ნებართვით ქველმოქმედი ქრისტიანებისაგან შემწეობა ითხოვა· 
იღუმენიამ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა. შეგროვილი შემოწირულებით
მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისათვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა. ამ ღვაწლისათვის 1865
წელს ეგზარქოსმა  ევსევიმ (ილინსკი) მონაზონი ნინო ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა.
გვ86
1865 წლიდან მისი ღვაწლი უფრო თვალსაჩინო ხდება· 
1566 წლის 29 მარტს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და „პირველი 
წევრი რჩევისა“ თავად იყო. 
1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. 
1880 წელს იღუმენია ნინო ძვირფასი თვლებით გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვეს· 
1883 წლის 23 იანვარს მან დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი განაახლა და ეკლესია თუნუქით გადახურა. 
იგი ომის დროს შესაწირავს გზავნიდა დაჭრილი მხედრებისათვის, რის გამოც 1883 წლის 21 დეკემბერს წითელი ჯვრით დააჯილდოვეს. 
1884 წელს მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა. 
მას შემდეგ, რაც 1880 წელს იღუმენია ნინოს მიერ დაარსებული სასწავლებელი „საეპარქიო სასწავლებლის“ სახელწოდებით 
ქალაქ თბილისში გადაიტანეს, დედა ნინო მუდამ იმის საზრუნავში იყო, როგორმე ხელმეორედ დაეარსებინა დედათა სკოლა მონასტერთან.
1888 წელს იღუმენია რუსეთში გბემგზავრა, რათა იქ 

გვ87
შეგროვილი შეშოწირულებით ეკლესიაც შეეკეთებინა და განეხორციელებინა თავისი სანუკვარი ჩანაფიქრი – აღედგინა სკოლა 
მცხეთაში. ღრმად მოხუცებულმა იღუმენიამ მეტად შორი მოგზაურობა იტვირთა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი სკოლის დაარსების საქმე დაიწყო. 
ოცნება მალე ასრუ თდა – 1889 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მონასტერში აკურთხა ქალთა სასწავლებელი. 
1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ საზეიმოდ აღნიშნა იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე, 
რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო. წირვა შეასრულა ალავერდელმა 
ეპისკოპოხმა ბესარიონმა (დადიანი), არქიმანდრიტ კესარიოსისა (ჩეკურიშვილი) და მღვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე, შემდგომში- კათოლიკოს-პატრიარქი) თანამწირველობით.
წირვაზე ქართულ საგალობლებს ასრულებდა წინამძღვრიანთკარის სკოლის მოწაფეთა გუნდი, რომელიც 5-6 კაცისაგან შედგებოდა· 
წირვის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები და მილოცვები ნათლად მეტყველებს იმ დიდ სიყვარულზე, რაც ქართველ საზოგადოებაში სუფევდა დედა ნინოს მიმართ. 
მღვდელ მონაზონმა ლეონიდემ ქადაგებაში წარმოთქვა: 
,,ნამეტნავისაგან გულისა პირნი იტყვის“ (მთ. 12. 34).. ღრმად დარწმუნებული ვარ მეც და ეს თქვენი პატივისმცემლების 
შემოკრებილი სიმრავლეც, რომ სრულებით თავისუფალი ხართ თავმოყვარებისაგან და დიდად გიმძიმთ თქვენი თავის ქება-დიდების მოსმენა. 
გვწამს, რომ ამ წამს თქვენ განიცდით ზნეობრივ წუხილს, ვინაიდგან იძულებული ხდებით მოისმინოთ სამართლიანად დამსახურებული ქებითი აღნიშვნა ძვირფასი სამშობლოს 
წინაშე თქვენ მიერ გაწეული შრომა-ღვაწლისა. დედობრივი სიყვარულით და სულგრძელებით შეგვინდეთ და გვაპატიეთ, ძვირფასო დედა იღუმენია, 
რომ ვარღვევთ თქვენი გულის მყუდროებას იმ სულის ცხოვრების მძლავრი მოთხოვნილების გამო, რომელსაც მკაფიოდ გამოსთქვამენ მოძღვრების 
გვ88

დასაწყისში მოყვანილი სიტყვები: „ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვის..“ 
უზომოდ დავალებული და გაბედნიერებული ვარ თქვენგან პირადად მე, თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე. ქ. თბილისში მოსწავლეობის დროს არა 
ერთგზის შემომივლია თქვენს მყუდრო სავანეში, როგორც წმინდა ტაძრების და ადგილების თაყვანისაცემლად, ისე თქვენი სასწავლებლის ყოფილი მოწაფის, ჩემი დის სანახავად
და აი, ასეთი შემთხვევების დროს ბევრჯელ მიმიღია თქვენგან ნამდვილი დედობრივი დარიგება, ბრძნული ხელმძღვანელობა და ნუგეში. თქვენი გონიერი 
და გულმტკივნეულობით გამსჭვალული სიტყვები მამხნევებდნენ სიკეთეზე, მახალისებდნენ სწავლაზე და შორს მქმნიდნენ 
განსაცდელთაგან, რომლებითაც, სამწუხაროდ, გარემოცულია ხშირად მოსწავლის ცხოვრება. დედობრივი თანაგრძნობით გამთბარი თქვენი დარიგება უსაზღვრო გავლენას ახდენდა ჩემზე 
და წმინდა მცნებად მეჭდეოდა ნორჩი გულის ფიცარზე. რასაკვირველია, მე ვერაფრით და ვერასდროს ვერ გადაგიხდით ასეთ ამაგს. გაძლევთ მხოლოდ სიტყვას, რომ სანამ სული 
მედგმება პირში, დაუვიწყარი იქნებით ჩემს გლახა ლოცვაში. 
უმახლობლესი მოწმეები თქვენი დედობრივი მხურვალე ზრუნვისა და საქმიანობისა იყვნენ და არიან ის პირები, რომლებსაც ბედმა არგუნათ თქვენგან დაარსებულ სამონასტრო 
სასწავლებელში აღზრდა. დიდება და პატივი თქვენ, მაღალღირსო დედაო, რომ ყოველთვის მაღლა გიკავიათ დღესაც ალამი ამ სასწავლებლისა!.. 
გვ89
გულის მოთხოვნილებად ვსთვლი, საჯაროდ გაგიცხადოთ, რომ თქვენ მიერ დათესილ კეთილ თესლს მეტად კეთილი ნაყოფი 
გამოუღია. თქვენი სავანის ფრთების ქვეშ შეფარებულ სასწავლებელში გამოზრდილი პირები სასახელო და სასიქადულო 
წევრებად არიან ცნობილნი.. ეს პირები გაუქრობელ კანდელებად ბრწყინავენ ღვთის წინაშე, მათი აღზრდითაა თქვენგან 
დავალებული საქართველო..
„უწყებული ბრძანდები, სასიქადულო დედაო, რომ ჩვენი ერის ცხოვრების უმთავრეს ძალას და სიმაგრეს შეადგენდა და შეადგენს უტკბილესი იესო ქრისტეს მოძღვრების აღსარება,
რომ ქრისტიანობამ მოგვცა და შეგვინახა დღევანდლამდე საკუთარი ეროვნული შემეცნება, ენა და კულტურა, გარნა ქართველთა შორის ქრისტეს მოძღვრების განმტკიცების საქმეში დიდი 
და თვალსაჩინო ალაგი ეჭირათ წმინდა ნინოს, შუშანიკს, თამარ მეფეს, ქეთევანს და მათ მსგავს უთვალავ დედებს. ჩვენი ერის 
ისტორიაში მორწმუნე დედებისაგან გავლებული კვალი ერთობ ღრმა და ფართოა. ქართველი ერის ნამდვილი მოკეთე და გულშემატკივარი ამ კვალის დავიწყებას კი არ უნდა ფიქრობდეს, 
პირიქით, მუდამ საზრუნავ საქმედ დასახული უნდა ჰქონდეს ისეთი პირობების შექმნა თავის გარშემო, რომ ჩვენს საზოგადოებაში არა მცირდებოდეს ძველი დედების მსგავსი ქრისტიანული 
მიმართულებით განმსჭვალულ-გასხივოსნებული დედათა გუნდი. 
ცხადია, ასეთი ნათელი აზრით გიხელმძღვანელია, ნათლით შემოსილო დედაო, რომ ქალთა სასწავლებლისთვის აგირჩევია 
ეს, ქართველი კაცის გულის და გონებისთვის ისედაც ყველაფრით საგულისხმო ალაგი. აქ, სადაც ყოველი ბუჩქი, ყოველი 
ლოდი,ყოველი გოჯი მიწისა ნაკურთხია წმინდა ნინოს ლოცვითა და მოციქულებრივი მოღვაწეობით, სადაც ქართველმა ერმა 
მტკვრის ტალღებს გაატანა თავისი ძველი წარმართული ცხოვრება და იწყო ახალი, ქრისტიანობრივი მოქალაქეობა, სადაც 
პირველად აღიმართა წმინდა ტრაპეზი და პირველად შეიწირა 
გვ90

უსისხლო მსხვერპლი, ყველაფერი ხელს უწყობს მოზარდი ქალების გონების განათლება-განსპეტაკებას, ყველაფერი აკავშირებს 
და აახლოებს მათ გულითა და გონებით წმინდა ნინოს ნათელ პიროვნებასთან, ყველაფერი ხმამალლა და მბრძანებლობით აკისრებს მათ სამშობლოსადმი სიყვარულსა და ერთგულებას, 
ყოველი გარემოება უთითებს მათ, იცოცხლონ ერის სანუგეშოდ და სასახელოდ. 
მართალია, მთავრობამ ინება და თქვენი სასწავლებელი გადაიტანა ქ.თბილისში „საეპარქიო დედათა სასწავლებლის“ 
სახელწოდებით, მაგრამ თქვენ ამ გარემოებას ისე შეხედეთ, როგორც მოწიფული ქალიშვილის გათხოვებას, 
როგორც ფრთებით მოსილი ბარტყის გაფრენას და პირველი სასწავლებლის ფუძე არ მოგიშლიათ, ქართველი საზოგადოების სურვილის 
გვ91
თანახმად, კვლავ აღადგინეთ სასწავლებელი და ეს მადლით აღვსილი მიდამო ისევ გამოაცოცხლეთ პატარა მოსწავლე ქალების საამო ხმაურობით. 
გვესმის, დედაო იღუმენია, ესეთი თქვენი საქციელის დიადი ღირებულება და ნიშნად უგულითადესი მადლობისა ყველანი 
ქედს ვიხრით მოწიწებით თქვენ წინაშე..“ – ამ სიტყვებით დაამთავრა თავისი ქადაგება მღვდელ-მონაზონმა ლეონიდემ, რის 
შემდეგაც დღესასწაულმა იღუმენიას სახლთან გადაინაცვლა, სადაც მას უამრავი ხალხი ელოდა. „დედა იღუმენია ნინო! 
წმიდის გულით მოგილოცავ თქვენს 25 წლის ღვაწლსა და სამსახურს, იღუმენიობის ხარისხში გატარებულს. მადლი ღვთისა იყავნ თქვენზედ, რათა განცისკროვნდეს დღენი თქვენი 
საქართველოს ისტორიის ცის კიდურზედ მრავალჟამიერ“, – ასე დალოცა მღვდელმთავარმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დედა ნინო. 
უამრავი მილოცვების შემდეგ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა თავად იღუმენიამ: „ენა ჩემი უძლურ არს 'წარმოსათქმელად გულითადის ჩემის 
მადლობისა თქვენდამი, ჩემო მოწაფენო, დანო და ძმანო. მე ღირსი არა ვარ ამ პატივისცემისა, რომლითაც ღირს მყავით მე დღევანდელს დღეს! დღევანდელი დღე აქრობს,
მავიწყებს იმ მწუხარე წამთ, რომელნიც ბედმა ჩემმა შემახვედრა დღევანდლამდე. სიყრმითვე ამ მონასტერში აღზრდილმა გამოვცადე ბევრი კარგი და ცუდი. 
სიყრმითვე მივეც აღთქმა თავსა ჩემსა, რომ შემეწირა ჩემი სიჭაბუკე, სრულასაკობა და მოხუცება კეთილდღეობისათვის ამ მონასტრისა. როგორ შევასრულე ეს ჩემი სიტყვა და რა ნაყოფი 
მიიღო ჩემმა შრომამ, მისი განსაჯგვა მე არ შემიძლიან“. გაზეთ „ივერიის“ 1890 წლის 3 ოქტომბრის ნომერი დაწვრილებით აღწერს იღუმენია ნინოს იუბილეს. მას შემდეგ მრავალი 
წელი გავიდა... იღუმენია ნინო გარდაიცვალა 1904 წლის 30 დეკემბერს და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავის მიერ 
აგებულ ეკლესიაში, (ეს ტაძარი კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაანგრიეს. დღეს "შემორჩენილია ტაძრის იატაკი და საძირკველი). 
გვ92
იღუმენია ნინოს ღვაწლი თვალსაჩინოა. იგი გვევლინება, არამარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველად და 
დამცველად, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელად და მათთვის კეთილი მაგალითის მიმცემ ნათელ სვეტად. 
იღუმენია ნინო თავისთვის, მშვიდად და წყნარად მოღვაწეობდა იმ ასპარეზზე, რომელიც სიყრმიდანვე აირჩია და პირნათლად 
მისდევდა იესო ქრისტეს მცნებას „რაჟამს ჰყოფდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა 
ყვიან შესაკრებელთა მათთა.. ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“. 
საბედნიეროდ, სამთავროს დედათა მონასტერში სულიერი ცხოვრება გრძელდება და იღუმენია ნინოს სახელი და საღვთო 
საქმეები თანამედროვე მონაზონთათვის მისაბაძი და სანუგეშოა. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 19.03.2024
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0