კაპიტანი გელა ჩუთლაშვილი. დაიბადა 1959წ 11 ოქტომბერი ქვემო ბოდბე სიღნაღის რ-ნი „კახელო“ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის შეიარაღების უფროსი. 1993 წლის 16 მარტის ბრძოლების გმირი. დრანდა.
დრანდა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:ათარბეკოვკა, ზემო ფშაფი, ქვემო ფშაფი, შაუმიანოვკა). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე პატარა კოდორის ნაპირას, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალსა და შავიზღვისპირა გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 40 მ, გულრიფშიდან 9 კმ., სოხუმიდან 18 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ
მოგონებები
აფხაზეთში 1979 წლიდან ვცხოვრობდი მყავს მეუღლე და სამი შვილი ვიბრძოდი სამაჩაბლოში შემდეგ გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ვიცავდით პრეზიდენტს აფხაზეთში პირველივე დღეს 14 აგვისტოს პოლკოვნიკი სოსო ახალაიას მეთაურობით შეგვიყვარდა პირველსავე დღეს 14 აგვისტოს ჩვენს ერთ-ერთ ტანკს ნომრით 160 რომელსაც პოლიციის ლეიტენანტი იმედო ფირცხალავა მართავდა აფხაზებმა აგვიფეთქეს სოხუმის შესასვლელში. ესტაკადასთან ეკიპაჟის გადასარჩენად ჩემი ბეენპე 2ით რომელსაც მე ვმეთაურობდი მეხანიკი გიორხელიძე და მსროლელი გია ცერცვაძე დასახმარებლად გავედით ჩვენს წინ აფხაზების ვერდერი იდგა ის ავაფეთქეთ და ამ დროს აფხაზებმა მუხა გვესროლეს რასაც ჩვენი ბეემპეს აფეთქება მოყვა ცეცხლწაკიდებული ბემპეთი გამოვედით მაგრამ სამივენი კონტუზირებულები ვიყავით. ტანკის ეკიპაჟი კი მაინც გადავარჩინეთ
ის 16 მარტს რომ დავიჭერთ სნაიპერის ნასროლი იყო თავში მაქვს მოხვედრილი ჩემს მეგობრებს მკვდარი ვეგონე აღარ სუნთქავდიო რაციით გადაუციათ კაპიტანი ჩუთლაშვილი მოგვიკლესო ასე რომ გოსპიტლიდან რომ გამომიწერეს სიკვდილის შემდეგ ვიყავი დაჯილდოვებული მედლით და მაიორის წოდებით სულ სამჯერ ვარ დაჭრილი ახლაც მაქვს ტანში ჩარჩენილი 3 ტყვია დამინამიოტის 37 კარგი ასკოლკები
აფხაზეთის ყველა საბრძოლო მოქმედებებში მაქვს მონაწილეობა მიღებული პირველი დღიდან 27სექტემბრამდის ბოლო დღემდის ვარ კოდორის ხეობით გადმოსული თანაც ფეხში დაჭრილი ასე გამოვიარეთ ის უღელტეხილი 12 დღე მშივრები მოვდიოდით
„ ჭიდილი მხეცებთან “ დოკუმენტური ნოველა ნუგზარ ქებურია
კაპიტანი გელა ჩუთლაშვილი. „კახელო“ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის შეიარაღების უფროსი. 16 მარტის ბრძოლების გმირი. დრანდა. სიღნაღი.
გამთენიისას მე-2 ბატალიონის პოზიციებზე მდგომარეობა კვლავ გამძაფრდა, აფხაზური მხარის ბოევიკები ყოველი მხრიდან უტევდნენ... მეომრებმა, რომლებსაც პოზიციები რკინიგზის ხიდთან და წყალსაქაჩთან ეკავათ მტრის მოგერიება ვერ შეძლეს და გადამთიელი მხეცები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ერთი კილომეტრით შემოვიდნენ. სამხედრო პოლიციის მეომრები, რომლებიც 23-ე ბრიგადის ბატალიონებს სარეზერვო დახმარებას უწევდა, ქალაქში შემოსულ მტერს მე-12 სკოლასთენ 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულთან ერთად ( მეთაური გიორგი ქაჯაია ) გზა გადაუღობა. შემდეგ ნელ-ნელა უკან დაახევინა...
მოგვიანებით სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონი მეთაურის, სოსო ახალაიას ბრძანებით სამ ჯგუფად განაწილდნენ... ძირითადი ნაწილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბერიძის მეთაურობით რკინისგზის სადგურ „აჩადარის“ მიმართულებით გაემართა... მე-2 ჯგუფი კაფე „დელფინი-ს“ ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს გამაგრდა. მესამე ჯგუფი ბატალიონის შეიარაღების უფროსის კაპიტან გელა ჩუთლაშვილის მეთაურობით
უჩხოზის მხრიდან უნდა გაერღვია მე-2 ბატალიონის გზა და ჩაეკეტა, რათა უკან დახეული მტერი ცოცხალი არ გაეშვა, რაც ძალზე სახიფათო გასაკეთებელი იყო, მაგრამ ომი ომია და საკუთარი მიწისთვის თავგანწირული ბრძოლა ოდითგან იყო ქართველი გმირების დაუწერელი წესი...
ჩუთლაშვილთან ერთად იყვნენ: მერხეულელი, ოცმეთაური რომან ძიძიგური, სოხუმელი ტუტკა გოროზია, (აფსნის უკან ცხოვრობდა) დრანდელი ჯამბულ აფხაზავა, ჯამბული გოგუა და მერაბ სვანაძე, ორივე განახლებიდან, (კოდორს გაღმა სოფელ ნაადან იყვნენ,) მერხეულელი ბესო კვარაცხელია, მერაბ დანელია, გია ბარკალაია და საშა ანთელავა.
პირველივე შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა გია ბარკალაია... სამხედრო პოლიციის ორმა მეომარმა სწრაფად გაიყვანეს დაჭრილი... დანარჩენებმა კი „კახელოს“ მეთაურობით სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს რუსი აგრესორების მიერ შემოგზავნილ, ნარკოტიკებით გაჟღენთილ მხეცებს...
თავგანწირული ბრძოლით და უდანაკარგოდ მიაღწიეს მე-2 ბატალიონის კუთხემდე, რომელიც მე-6 ბატალიონს უერთდებოდა... მაგრამ რკინიგზის გადასვლისას ეშერის მხრიდან აფხაზური მხარის ბოევიკებმა შენიშნეს სამხედრო პოლიციის მეომრები და რუსული არტილერია ააღრიალეს, მაგრამ უშედეგოდ, ქართველებმა დროულად მოასწრეს გაუჩინარება... რკინიგზის გადასვლისას გაოფლიანებულმა და სახეაწითლებულმა ბიჭებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, სნაიპერის მიერ მოკლული შრომელი ბიჭი, სამხედრო პოლიციის ასმეთაური ლერი ქარდავა. ტყვია პირდაპირ თავში ჰქონდა მოხვედრილი...
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა კაპიტან ჩუთლაშვილს და ყველას სათითაოდ, ისეთი მზერით გადახედა, თითქოს ეკითხებაო, რა ვქნათ?!
- ამაზე ორი პასუხი არ ასებობს კახელო! - მტკიცედ თქვა რომან ძიძიგურმა. - და ბიჭებს, წარბებ მოღუშვით ელვისებურად მოავლო ვაჟკაცური მზერა. - ჩვენს ძმაზე, ჩვენ თუ არ ვიძიეთ შური, სხვა ამას, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს...
- მართალი ხარ, რომან, ძმაო!.. - უყოყმანოდ დაეთანხმა მერაბ სვანაძე, განახლებელი, ვაჟკაცური აღნაგობის მეომარი. ამ დროს რკინიგზის ლიანდაგი უხმოდ გადმოკვეთა ათამდე კარგად შეიარაღებულმა მებრძოლმა და გეზი მე-6 ბატალიონის მიმართულებით აიღო... ბიჭებმა იცნეს სამხედრო კომენდატურის მეომრები და ხელით ანიშნეს, ჩვენთან მოდითო.
- გია ბარკალაია დაგვიჭრეს!.. - უთხრა კახელომ კომენდატურის მეომრაბს, მეგობრული მისალმებისა და ურთიერთ მოკითხვის შემდეგ. - ჩვენს მოსვლამდე კი, აგერ ლომივით ვაჟკაცი, შესანიშნავი ოფიცერი ლერი ქარდავა მოუკლავს სნაიპერს!.. სამხედრო კომენდატურის მეომრებმა თავი დახარეს, მტრის მიერ მოკლული ქართველი მებრძოლის წინაშე...
- ჩვენც მოგვიკლეს ერთი მებრძოლი!.. - მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა იგორ ვოლკოვმა. - საბრალო, გია ნიკოლაიშვილი... ჩემს წინ მიდიოდა და რაღაც მომენტში თვალთა ხედვიდან დავკარგე. მერე კი ვხედავ რომ წევს და თავი რელსებზე უდევს... ვახომ მანიშნა გია მოკლესო. თმები ყალყზე დამიდგა, არ მჯეროდა... - და სიმწრისგან ხელები ისე მომუშტა, თითქოს მტერთან შებმას აპირებსო...
რამდენიმე წუთის შემდეგ, კომენდატურის მეომრები: იგორ ვოლკოვი, ბაჩო შელია, იურა კოლოსოვი, იაშა გოგოხია , პაატა ჯიქია, თემურ ალასანია, კახა და ვახო... სამხედრო პოლიციის მეომრებთან ერთად, მე-2 ბატალიონის პოზიციასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს აფხაზ და რუს ბოევიკებს... გაშმაგებით მიიწევდნენ წინ სამხედრო პოლიციის მებრძოლები... მოშორებით მანდარინის ბუჩქებს შორის, დაჭრილი ბარსივით აბრიალებდნენ თვალებს ლერი ქარდავას მეომრები... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლათ, რადგან მათ წინ ქართული ბატალიონების საველე პოზიციები იყო, შუაში კი მტერი... ერთ საათიანი თავგამოდებული ბრძოლის შემდეგ რუს-აფხაზთა იერიშბი უკუაგდეს... ქართველი და აფხაზი მებრძოლები ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ დედის გინება ორივე მხარეს ესმოდა... კიდევ ნახევარი საათი და მტრის ბანაკში იარაღის ამღები არავინ დარჩა...
ნაშუადღევს ზღვისპირა ქალაქის მისადგომებთან ტროპიკული ქარიშხალი მცირე ხნით ჩადგა, მაგრამ ახალი აფონიდან გამოგზავნილი ჰაუბიცის ჭურვები მაინც დაფრინავდნენ მე-2 ბატალიონის პოზიციის თავზე წივილ-კივილით.
ყველგან აფხაზთა და რუსული უშიშოების სამსახურის მიერ დაქირავებულ მკვლელთა უსიცოცხლო გვამები ეყარა... ყრუდ გაისმოდა დაჭრილთა სიკვდილის მოახლოვებით დაზაფრული, განწირულთა მისავათებული ხმა.
დაჭრილთა შორის იყო სამხედრო პოლიციის კაპიტანი გელა ჩუტლაშვილიც... იგი თავში იყო დაჭრილი. მისმა მეგობრებმა შორიდან დაინახეს თავიდან, როგორ მოსდიოდა სისხლი...
- კახელო! - შემზარავი ხმით იყვირა რომან ძიძიგურმა და სიღნაღელი მეგობრისაკენ გამოქანდა...
- რა მოხდა? - გაკვირვებით იკითხა ბესო კვარაცხელიამ.
- ჩქარა, აქეთ! კაპიტანი დაჭრეს!
- სწრაფად ჩაიმუხლა დაჭრილი მეგობრის წინ, მკერდზე ყური დაადო, უნდოდა გაეგო, ცოცხალი იყო თუ არა.
- მკვდარია... - მეხნაკრავივით იღრიალა მან.
ამ დროს ისევ გაისმა, რუსული „მინამიოტების“ წივილ-კივილი და სამხედრპო პოლიციის მეომრები ელვის უსწრაფესად ჩახოხდნენ სანგრებში... გაუსაძლის ხმაურზე კახელო შეირხა, თვალები მონადირისგან დევნილი ნადირივით დააბრიალა, მიმოიხედა, დახოცილთა გვამებმა გული შეუწიხა, მაგრამ მებრძოლი, აბა რისი მებრძოლია, ძალა მოიკრიბა და თავისიანებს მკვდარი, რომ ეგონათ, ხოხვა-ხოხვით ბიჭებთან სანგარში ჩაფოფხდა.
რომან ძიძიგურს შიშისგან თმები ყალყზე დაუდგა. მერაბ სვანიძეს ცივმა ოფლმა გადაასხა. ბიჭები გაოგნებული შესცქეროდნენ ერთმანეთს...
- თფუ! ეშმაკს! - ძლივს ამოილაპარაკა რომან ძიძიგურმა. - ცხოვრებაში პირველად ვხედავ გაცოცხლებულ მკვდარს!.. - და ყველამ თავშეუკავებლად გადაიხარხარა...
- სიღნაღელი კახელი რომ არ ყოფილიყავი ახლა მკვდარი იქნებოდი, გელა, ძმაო! - უთხრეს ბიჭებმა და ჭრილობა სწრაფად დაუმუშავეს...
მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მტრის „მინამიოტი“ ისევ აღრიალდა და ერთი ჭურვი, გამოწერილივით, ახლა უკვე მე-6 ბატალიონის ტერიტორიაზე, სამხედრო პოლიციის სანგრებთან სულ ახლოს დაეცა... საბრალო კახელი ისევ დაიჭრა, ამჟამად ფეხზე, თანაც მძიმედ. რომან ძიძიგური მოკრუნჩხული ეგდო მის გვერით, მისი სუსტი ხრიალი ისმოდა მხოლოდ... დანარჩენებიც იქვე ახლოს ეყარნენ დაჭრილები... კარგა ხნის შემდეგ მე-6 ბატალიონის მზვერავმა, მაჭარკელმა კვირტიამ, (სახელს ვერ ვიხსენებ) რომელსაც მებრძოლების უმრავლესობა მისი მეტსახელით, „რიჟი“- თ იცნობდა, შემთხვევით აღმოაჩინა, მე-6 ბატალიონის მეომრებთან ერთად დაჭრილი ქართველი პოლიციელები და სასწრაფოდ გადაიყვანეს „უჩხოზში“, იქიდან კი, სამაშველო ზილის ბორტზე დაასვენეს ხუთი დაჭრილი პოლიციელი და აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში გააქანეს...
საბედნიეროდ ხუთივე ცოცხალი გადარჩა...