სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე (საშა) ეგოიანი 1962-93წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთში დაბ. თბილისი ალექსანდრე (საშა) ეგოიანი 1962-93წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთში დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ეგოიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ალექსანდრე (საშა) ეგოიანი 1962-93წ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთში დაბ. თბილისი

ალექსანდრე (საშა) ეგოიანი (28.12–ში მძიმედ დაიჭრა. გარდაიცვალა 7.01.93–ში)

ალექსანდრე (საშა) ეგოიანი

ალექსანდრე (საშკა) ეგოიანი დაიბადა 1962 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში.

მე-17 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა მინსკში, საიდანაც ქების სიგელებითა და ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა. დაოჯახდა.

1992 წლის დეკემბერში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ეროვნულ მოძრაობაში ჩაება და აფხაზეთში ფრონტის წინა ხაზს მიაშურა.

დედა თხოვდა: „ჩემი ერთადერთი ნუგეში ხარ, მამა ერთი წელი არც არის, რაც გარდაიცვალა და იქნებ არ წახვიდე“. მან წარბშეუხრელად უპასუხა: „დედი, რომ იცოდე, იქ რა საშინელება ტრიალებს და როგორ უჭირს საქართველოს, შენ თვითონ აიღებდი იარაღს და წინ გამიძღვებოდი. მე საქართველოში დავიბადე და და გავიზარდე. დღეს მას ვჭირდები“. დედას მაგიდაზე ორსიტყვიანი ბარათი: „მაპატიე, დედა“ და მისდამი მიძღვნილი საკუთარი ლექსი დაუტოვა.

ვაჟკაცურად იბრძოდა, მაგრამ 1992 წლის 28 დეკემბერს მძიმედ დაიჭრა, ვერტმფრენით გადმოაფრინეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ უშედეგოდ, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

საშკას დედა, ქალბატონი პელაგია მოგვითხრობს: „საავადმყოფოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ინახულა, დალოცა, აღუთქვა, რომ საეკლესიო წიგნში შეიყვანდა და შეჰპირდა, კარგად რომ გახდები, ხელმეორედ რომ წახვალ ფრონტის ხაზზე, მეც თან გამოგყვებიო. საშკამ წყენით უპასუხა: თქვენი წამოსვლა საჭირო არ არის, ჩემნაირი ვაჟკაცები ბევრი ყავს საქართველოს. როგორც კი ფეხზე დავდგები, იმწუთში ჩემს ძმებთან დავბრუნდები ფრონტის ხაზზეო. უწმინდესმა გაიცინა: მე ახალგაზრდად არ გამოვიყურები, რომ თქვენს გვერდით ვიბრძოლოო?“ უწმინდესმა და უნეტარესმა იცოდა, რომ საშკა დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, ამიტომაც ესაუბრებოდა ასე და მომავლის რწმენას უნერგავდა.

7 იანვარს, შობა დღეს გარდაიცვალა, დატოვა გულდამწვარი დედა, მეუღლე და 5 წლის იზაბელა. საშკა დაკრძალულია მუხთათგვერდის სასაფლაოზე.

მარინა ნაჭყებია

1992 წლის 26 დეკემბერს, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფლების გასანთავისუფლებლად, მორიგი ფართომაშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს.

დილის 9.30–ზე ბედიის მიმართულებით დაწყებული შეტევა წარმატებით განვითარდა, რა დროსაც ჩვენმა ძალებმა სოფელ ფოქვეშის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება შეძლეს. კონტრშეტევის შედეგად მტერმა დაკარგული პიზიციები დაიბრუნა. საპასუხო იერიშმა ჩვენებს მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაწევის საშვალება მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ აღნიშნულ სოფლებზე კონტროლი დაემყარებინათ.

იმავე დღის 12.00–ზე, ქართული ძალების შემდეგი სამიზნე სოფელი ბესლახუბა გახდა. ადგილობრივი შენაერთის გარდა (56 კაცი), სოფელს „სკორპიონის“ დივიზიაც იცავდა.

დ. გოგუას მოგონებებიდან:

„ქართველებმა შეტევის დროს ფსილოგიური მეთოდი გამოიყენეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცები, წელში გამართულები, მჭიდრო მწყობრით მოიწევდნენ ჩვენი პოზიციებისკენ. სურათი ჩაპაევზე გადაღებული ფილმის სიუჟეტს მოგაგონებდათ. მოწინააღმდეგეს ახლო მანძილამდე მოახლოვების საშვალება მივეცით და დაახლოებით ოცდაათი მეტრიდან, საპასუხო ცეცხლი გავუხსენით. ბრძოლა საღამომდე გაგრძელთა. ქართველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს“. იმავე ავტორის ცნობით, მეორე დღეს ქართველები ცხედრების წასაღებად მისულან. 15 მებრძოლის გვამს ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ არაფერი არ ვიცოდითო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ–ერთ გვარდიელს, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა, სიმინდის ყანაში გადაუმალავს თანამებრძოლების ცხედრები. აფსუებმა, სკორპიონის ჯგუფიდან, ორი კაცი დაკარგეს (გ. გაბუნია და ა. ჩერქეზია).

სანამ ჩვენები ბედიისა და ბესლახუბას მიმართულებით წამოიწყებდნენ შეტევას, მანამდე მოწინაღმდეგის გასანეიტრალებლად, გენშტაბმა, შემდეგი სახის „ოპერაცია“ შეიმუშავა:

26 დეკემბერს ქართველებს აფხაზური მხარისთვის მშვიდობიანი მოქალაქეები (ქალები და ბავშვები) უნდა გადაეცათ. ეს ჰუმანური აქტი ჩვენმა ხელმძღვანელობამ მომდევნო დღეებისთვის გადადო და ეს შესაძლებლობა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა. გადაწყდა რომ, მშიდობიანი მოსახლეობის მაგივრად, იმ დღეს აფხაზური საგუშაგოებისკენ, ქალის ფორმაში გამოწყობილ სამხედროებს გააგზავნიდნენ. შესაბამისი აღნაგობის მქონე ჯარისკაცებს ქალის ტანსაცმელში ჩააცვეს, ზოგიერთ მათგანს ხელში ახალშობილთა იმიტაციისთვის, ნაჭერში გახვეული გრანატამიოტის ჭურვები დააჭერინეს და თეთრი დროშების თანხლებით მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ გაუშვეს. აფსუებმა თავიდან მართლა იფიქრეს, რომ მათკენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები მოდიოდნენ, მაგრამ გვერდით მდებარე საგუშაგოდან, დურბინდით ერთ–ერთ „ქალს“ დამალული ავტომატი დაუნახეს და მაშინვე განგაში ატეხეს. ჩვენები უკვე მოწინააღმდეგის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად, ოდნავ მოშორებით მდებარე ორმოებისკენ გაიქცნენ. ორმოებში ჩაწოლა კი მოასწრეს, მაგრამ ინტენსიური ცეცხლის გამო, რომელიც აფსუებმა ერთბაშად ორი მხრიდან დაუშინეს, თავის ამოყოფასაც ვერ ახერხებდნენ. მათ დასახმარებლად ორი ტანკი გაიგზავნა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ორივე გაანეიტრალა. მესემე ტანკმა სამხედროებთან ერთად, ორივე დაზიანებული ტანკის გამოყვანაც შეძლო.

იმავე 26–ს რიცხვში ქართულმა ძალებმა სოფელი ათარა–აფხაზურა აიღეს. 28 –ში მეოთხე ბატალიონის პირველი პოლკის და კინდღის დაჯგუფების გაერთიანებულმა ძალებმა, კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც მოწინააღმდეგისთვის უშედეგოდ დასრულდა.

აფსუებს სოფელ ტამიშის დატოვებაც მოუწიათ. მტერმა აქაც განახორციელა კონტრიერიში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც წარუმატებლობა იწვნიეს.

სოფელ გვადას მიმართულებით წამოწყებული შეტევა – უკვე ჩვენი მარცხით დასრულდა. მტერმა ჩვენი რამდენიმე მებრძოლი დაატყვევა.

27 დეკემბერს მერკულასთან მდებარე„ახრას“ პოზიციას შევუტიეთ. 250–მდე კაცი7 ერთეული მძიმე ტექნიკის თანხლებით, თავდაპირველად წარმატებით ავითარებდა იერიშს, თუმცა მალევე დანაღმულ ველზე აღმოჩნდა და შეტევის განვითარება ვეღარ მოახერხა. ჯერ ერთი ტანკი აფეთქდა ნაღმზე (მანამდე ჭურვიც მოხვდა), შემდეგ კი მის გამოსაყვანად მისულმა მეორე ტანკმაც იგივე ბედი გაიზიარა. მეორე დღეს იერიში ისევ განახლდა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ნაღმზე მესამე ტანკიც აგვიფეთქდა. ბმპ–საც იგივე ბედი ეწია. მოწინააღმდეგის მტკიცებით ამ ორდღიანი დაპირისპირების შედეგად, ბრძოლის ველზე 15 მებრძოლი დაგვიკარგავს. აფეთქებული სამი ტანკიდან, აფსუებმა ორი მალევე გაარემონტეს („ტიგრი“ და „ლასტოჩკა“ დაარქვეს). შეაკეთეს ასევ ბმპ–ეც (სარემონტო ბრიგადას რუსი მექანიკოსი გენა ნიკიჩენკო ხელმძღვანელობდა. გააფსუებული ქართველების გარდა, მათ რიგებში გარუსებული უკრაინელებიც მრავლად იყვნენ).

29 დეკემბერს მორიგ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი ათარა–აფხაზურასა და ლაბრაში. მსხვერპლი იყო როგორც ჩვენი, ისე აფხაზური მხრიდანაც.

ჩვენი ავიაცია ამ ოპერაციაში პირველივე დღიდან იყო ჩართული. აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც სუ–25 ტიპის გამანადგურებლები, ასევე მი–24 ტიპის ვერტფრენებიც. 26 დეკემბერს ათარა–სომხურთან „შავ პოლკოვნიკად“ წოდებული ჯიმი მაისურაძის ვერტფრენი ჩამოაგდეს. იმ დღეს ეს მისი მეორე საბრძოლო გაფრენა იყო.მასთან ერთად დაიღუპა ეკიპაჟის მეორე წევრი – მერაბ გელაშვილი.

მოწინააღმდეგეს როგორც ყოველთვის, რუსული ავიაცია ეხმარებოდა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, სოფ. ლაბრასთან ჩვენი პოზიციები დაბომბა. ჩვენები მის ჩამოგდებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.

ოპერაცია რომელიც დიდი სისხლის ფასად დაგვიჯდა, გარკვეულწილად შეიძლება წარმატებულადაც ჩავთვალოდ. დავიბრუნეთ ტამიში და ათარა–აფხაზური. მყარად მოვიკიდეთ ფეხი სოფელ ლაბრას ქვედა ზონაში (დაბლობში). ბედიის და ბესლახუბას მისადგომებთან კი მცირედით გავიუმჯობესეთ არსებული მდგომარეობა.

დანაკარგებს რაც შეეხება. აფხაზები 120 დაღუპულ ქართველზე საუბრობენ. ეს ციფრი რათქმაუნდა გაზვიადებულია. რეალური დანაკარგი 50 კაცამდე უნდა ყოფილიყო, რომელიც ასევე დიდი ციფრია. ჩვენი მხარე დანაკარგებზე არც მაშინ არ საუბრობდა და სამწუხაროდ არც დღეს არ მოგვეპოვება რაიმე სახის სარწმუნო ინფორმაცია(ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიპოვე, ჯერჯერობით....).

მოწინააღმდეგის დანაკარგები (არასრული):

პირველი სადესანტო მოიერიშე ბატალიონი („უჩიტელი“) – 8 კაცი. მე 4 ბატალიონის პირველი პოლკი– 5 კაცი(გ. ხაჯინბა(პოლკის მეთაური), ბ. კაპბა, ნ. კაპბა, გ.ახსალბა, ღვინჯია). „სკორპიონი“ – მინ. 2 კაცი(გ. გაბუნია და ა.ჩერქეზია), კინდღის ქვედანაყოფი – ???, „ზიგზაგი“ – ???, ბესლახუბას შენაერთი– ???, „ლასტოჩკა“ (ტყვარჩელი) – ???, მერკულას ქვედანაყოფი– ???.

ვ. ბარათელია, ა. ზანთარია, რ. გალდია და ძმები ეზუგბაიები (აფსუები არიან, ქართველები არ გეგონოთ) – ლაბრასთან დაიღუპნენ (შენაერთი ???)

დაღუპული მებრძოლები:

გიორგი მიროტაძე (29.12 ათარა–აფხაზურა. სოკ­რატ არ­შ­ბას, პირველი აფხაზი პროფესორის, შვილიშვილი.)

ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე (26.12 ათარა – აფხაზურა, მფრინავი)

ალექსანდრე (საშა) ეგოიანი (28.12–ში მძიმედ დაიჭრა. გარდაიცვალა 7.01.93–ში)

გოჩა პაპუნაშვილი (27.12 მერკულა, ტანკისტი) 

წყარო ლაშა სირანაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0