დავით კვაჭანტირაძე დაიბადა 1970 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა 29 ივნისი 1993წ.
ის 22 წლის ასაკში (ერთ თვეში 23 წელი უსრულდებოდა) აფხაზეთში დაიღუპა.
კვაჭანტირაძე დავით ზურაბის ძე- დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს თბილისში. გარდაიცვალა 1992 წლის 29 აგვისტოს (აფხაზეთი განთიადი). დაკრძალულია კუკიის საძმო სასაფლაოზე. შავნაბადას ბატალიონი. მედალი - ვახტანგ გორგასლის I - ხარისხის ორდენი. მედალი- მხედრული მამაცობისთვის. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. 1992 წლის 29 აგვისტოს ფეხში დაიჭრა განთიადში გაგრის მისადგომებთან. დაჭრილი ჩასვეს „ბე-ემ-პე“-ში, თუმცა მან ბავშვი დაინახა ჩაისვა და კარი ვერ დაკეტა (არ იკეტებოდა) ბავშვს გადაეფარა და ამ ვითარებაში დაიღუპა.
1993 წლის 29 ივნისს, იფნართან (ბზიფი) გამართული ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი, ავტომანქანით ადგილობრივ ბავშვებთან ერთად გამოჰყავდათ. მანევრირების დროს მტერმა მანქანას ცეცხლი გაუხსნა. "ჩელე" საკუთარი სხეულით გადაეღობა ტყვიებს და ბავშვები სიკვდილიდგან იხსნა.
დაჯილდოებულია გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენითა და მედლით "მხედრული მამაცობისთვის".
დავითი შავნაბადას ბატალიონის შემადგენლობაში კაპიტნის წოდებით იბრძოდა. სიკვდილის შემდეგდ მას მაიორის წოდება მიენიჭა.
თავიდანვე სპორტის მოყვარული იყო. თბილისის 22-ე საშუალო სკოლაში ბევრ შეჯიბრებაში მონაწილეობდა, მაგრამ ჭადრაკი განსაკუთრებულად უყვარდა. მე-5 კლასის მოსწავლემ 1981 წელს მსოფლიო ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილთან ერთდროული სეანსი ყაიმით დაამთავრა.
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი, 23 წლის დედისერთა ვაჟკაცი, მეგობრები მოფერებით „ჩელეს“ რომ ეძახდნენ, დედის სიყვარულით თავსაც უნდა გაფრთხილებოდა, მაგრამ სანამ დათო,” „შავნაბადას“ სპეცბატალიონს ოფიცერი, მაიორი გახდებოდა, მანამდე უღალატო, თავმდაბალი, განათლებული, სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი იდგა იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას,იქნებოდა ეს მიწისძვრები რაჭაში, საჩხერესა და ჭიათურაში, ცხელი წერტილები მარნეულში, ბოგდანოვკაში, სამაჩაბლოში, ეშერაში, კოლხიდაში, გაგრაში.
იმ დღესაც, 29 აგვისტოს „შავნაბადას“ ბატალიონი სოფელ იფნარს იცავდა.
ზურგში განლაგებულმა სხვა შენაერთების ბატალიონებმა გაურკვეველი ბრძანებით უკანდახევა დაიწყეს. დაუცველი რჩებოდა ზურგი. დათომ თავისი ინიციატივით ოთხ მებრძოლთან ერთად მისი გამაგრება ითავა... მალე მებრძოლებს ერთი კაცის სროლის ხმა შემოესმათ. გასაგები იყო, რომ ოთხეულს უჭირდა.ადგილზე მისულებს სამი უსულოდ დაუხვდათ, ფეხში დაჭრილი დათო კი გადარჩენილიყო. ყოველთვის მომღიმარი, იუმორით სავსე, ახლაც იცინოდა: ეს არაფერია, ბიჭებს მიხედეთო.
ქვეითთა საბრძოლო მანქანით გამოიყვანეს,იქ შეშინებული ბავშვები დაუხვდათ, სისწრაფის გამო მანქანა ადგილზე შემოტრიალდა, დაზიანებული კარი ფართოდ გაიღო და დათომ იარაღმომარჯვებული გადამთიელი დაინახა. ბავშვების გადასარჩენად კარის დაკეტვას რომ ვერ ასწრებდა, „ჩელემ" მკერდი შეუშვირა.
„იმ პატარებმა „ჩელე“ ბიძიას, „შავნაბადას“ ბატალიონის მაიორის დედისერთა ვაჟკაცის – დავით კვაჭანტირაძის საფლავი მინდვრის ყვავილებით შეამკეს.
უიმედოდ დარჩენილმა გამწარებულმა დედამ დათოს უკანასკნელი სიტყვები გაიხსენა: „შენ სიცოცხლეს მირჩევნიხარ, მაგრამ ჩემს სამშობლოს, საქართველოს, უჭირს და ჩემგან შველას ითხოვს. ნუ იქნები ეგოისტი, დედა, და საბრძოლველად წასულს გზა დამილოცე“.
დავით კვაჭანტირაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“,
ქ. თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოსა და კულტურის სამმართველოს წინადადებების საფუძველზე დიდუბის რაიონში 22-ე საშუალო სკოლას ეწოდა დავით კვაჭანტირაძის სახელი.
წყარო ლაშა სირანაშვილი
ფოტო მოგვაწოდა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანიამ დაბადებულია 1985 წელი გულრიფში აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო