სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10712

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ ლოჩოშვილი   1959-93წ.  გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. გულრიფში ვახტანგ ლოჩოშვილი   1959-93წ.  გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. გულრიფში ვახტანგ ლოჩოშვილი   1959-93წ.  გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. გულრიფში ვახტანგ ლოჩოშვილი   1959-93წ.  გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. გულრიფში

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლოჩოშვილი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ვახტანგ ლოჩოშვილი 1959-93წ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. გულრიფში

ვახტანგ მიხეილის ძე ლოჩოშვილი დაიბადა 1959 წლის 18 მაისს გულრიფშში.

სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

დაამთავრა აფხაზეთის გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების

ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით. მუშაობდა გულრიფშის რაიონის შ.

რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მთავარ ეკონომისტად.

1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ჩაირიცხა მე-2 საარმიო

კორპუსის 23-ე ბრიგადის VI ცალკეულ სატანკო ბატალიონში, საფინანსო სამსახურის

უფროსად.


აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1993 წლის 5-6 იანვრის შემოტევის დროს მდ.

გუმისთის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების დროს.

განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის შემოტევის დროს მდ.

გუმისთასთან მიმდინარე ბრძოლის დროს, სადაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე

გარდაიცვალა. ცხედარი გამოსვენებული იქნა ამავე ბატალიონის მებრძოლების მიერ.

ვახტანგ ლოჩოშვილი დასაფლავებულია გულრიფშში.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

1994 წლის 4 დეკემბერს. (ბრძანება N00125).

ვახტანგ ლოჩოშვილი 23-ე ბრიგადა   

განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის შემოტევის დროს მდ. გუმისთასთან მიმდინარე ბრძოლის დროს, სადაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. 

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 1994 წლის 4 დეკემბერს. (ბრძანება N00125).


ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია
ვახტანგ-ლოჩოშვილი
16 მარტს მე-6 ბატალიონის საფინანსო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლოჩოშვილი მატარაბლით თბილისში მიემგზავრებოდა, თავდაცვის სამინისტროში.
მან ოჩამჩირეში შეიტყო, რომ აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია და რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებთან ერთად გუმისთის ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა.
ვახტანგ ლოჩოშვილი იყო ბატალიონის გამორჩეული მებრძოლი, ვაჟკაცური აღნაგობის, სიმპათიური, საოცრად მამაცი და თავისი სამშობლოს ერთგული ადამიანი. ამიტომ არც კი, დაფიქრებულა, უყოყმანოდ მობრუნდა ოჩამჩირიდან თავის ბატალიონში. მთელი გუმისთა ცეცხლის ალში იყო გახვეული. აჩადარის ფერდობზე ცეცხლის ენები ცამდე ადიოდნენ. კაცს უზარმაზარი ხანძარი ეგონებოდა. პოზიციაში შესვლის დროს, ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას მოჰკრა თვალი, რომელიც წინ და უკან გაშმაგებით დარბოდა და თავის მეომრებს ამხნევებდა.
როცა კაპიტანი ლოჩოშვილი დაინახა, გაკვირვებისგან იყვირა:
- ვახტანგ, შენ?!.. რატომ დაბრუნდი?!.. ახლა თავდაცვის სამინისტროში არ უნდა იყო?...
- როცა ჩემს ხალხს უჭირს, როცა სამშობლოს მთლიანობას საფრთხე ემუქრება, როცა საკუთარ მიწას გვართმევენ... თავდაცვის სამინისტროში რა ჯანდაბა მინდა?!.. კრემლში გამოჩეკილ მოღალატე გენერლების უკანალში არ შევტენე ამ აფსუა სეპარატისტების თავფეხი?!..
- კარგი, დაწყნარდი!.. - უთხრა ზარანდიამ. - მართლა ძალიან გვიჭირს... საქმეს მივხედოთ, მდინარე გუმისთის მარჯვენა მხარეს რუსებმა მოახერხეს მე-2 ბატალიონის საბრძოლო პოზიციების გარღვევა... აფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ ამ მომენტით შეიძლება ისარგებლოს და მე-6 ბატალიონის ალყაში მოქცევა მოინდომონ. ძალიან ბევრნი არიან, კავკასიელი კონფედერატები, კაზაკები, სომხების კბილებამდე შეიარაღებული ბანდფორმირებები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ...
ამის თქმა და თემურ ზარანდიამ ვახტანგ ლოჩოშვილთან ერთად დაიწყო მოხალისე ბიჭების მობილიზება, ისინი იყვნენ სოხუმელები და მიმდებარე სოფლებიდან მოსული პატრიოტები, რომლებიც არცერთ ბატალიონში არ ირიცხებოდნენ. არავინ აძალებდათ წადითო, თვითონ თავის ნებით მიდიოდნენ და სამშობლოს ეწირებონენ...
მცირე დროის მანძილზე 30 კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფი კაპიტან ვახტანგ ლოჩოშვილის მეთაურობით წინ აღუდგა მე-2 ბატალიონიდან შემოსულ აფხაზური მხარის დაქირავებულ მხეცებს, რაც ძალზე სახიფათო იყო, მაგრამ ომი ომია და საკუთარი მიწისთვის თავგანწირული ბრძოლა გმირების ხვედრია და არა ლაჩრების...
რამდენიმე წუთის შემდეგ, მე-6 ბატალიონის ახლად შექმნილი ჯგუფის მეომრებმა, სამხედრო პოლიციის მეომრებთან ერთად, მე-2 ბატალიონის პოზიციასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს დაუპატიჟებელ გადამთიელებს... გაშმაგებით მიიწევდნენ წინ მოხალისეთა ჯგუფის მებრძოლები... ნახევარი საათი და მტრის ბანაკში იარაღის ამღები არავინ დარჩა, მაგრამ როინ გირგვლიანმა თვალი მოჰკრა კაპიტან ლოჩოშვილს, რომელიც ოციოდე მეტრის მოშორებით გაუნძრევლად იწვა მანდარინის ბუჩქებს შორის.
- აქედან ფეხი არ მოიცალოთ!.. - უთხრა მან თავისი ჯგუფის მებრძოლებს, თვითონ კი წელზე მოხრილი მივიდა დაჭრილ ლოჩოშვილთან. იგი სისხლში ცურავდა.
- ნუ გეშინია, ძმაო, აგერ ვარ!.. - უთხრა როინ გირგვლიანმა.
ვახტანგი ყრუდ გმინავდა, სისხლისგან იცლებოდა. როინმა ავტომატი გადააგდო დაჭრილი მეგობარი ძლივსძლივობით მხარზე გადაიწვინა და საველე სამედიცინო პუნქტის მიმართულებით, რომელიც ორასიოდე მეტრის მანძილზე მდებარეობდა, სირბილით გაემართა.
გირგვლიანი გაჭირვებით მიათრევდა დაჭრილ მეგობარს... ორასი მეტრი ორ კილომეტრად იქცა... ბოლოს როგორც იქნა მიაღწია სამედიცინო მანქანამდე, რომელსაც „ კობრა “ ეწერა. არაქათგამოცლილმა ბიჭმა ნელ-ნელა ძირს დაუშვა მძიმე ტვირთი და თვითონაც მანქანას მიეყრდნო...
ვახტანგ ლოჩოშვილი ძლივს სუნთქავდა მანქანაში, რომ ჩააწვინეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა...
- რა იყო ბიჭო, შენც ხომ არ ხარ დაჭრილი?- ჰკითხა თემურ ზარანდიამ წელზე საეჭვოდ მოღუნულ გირგვლიანს. - არ ვიცი, ზურგის არეში რაღაც ტკივილს ვგრძნობ, ჩაილაპარაკა სვანმა და მანქანის კარს ხელი უღონოდ მოკიდა.
კიდევ ორიოდე წუთი და... ლომივით ვაჟკაცი საშინლად მოეშვა...
- ორივე ჰოსპიტალში, სწრაფად. - ბრძანა ბატალიონის მეთაურმა.
სასწრაფო დახმარების მანქანა მთელი სიჩქარით მოწდა ადგილიდან...
ოციოდე წუთის შემდეგ თემურ ზარანდიას რაციით აცნობეს, მე-12 საშუალო სკილის მისვლამდე ორივე დაიღუპაო.

მეთაური მუხლებზე ჩაიკეცა და სიმწრისგან მუშტები მიწას დაუშინა...   


2015 წლის 18 მაისს ვახტანგ ლოჩოშვილს, შეუსრულდებოდა 56 წელი.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 1994 წლის 4 დეკემბერს.
ვახტანგ მიხეილის ძე ლოჩოშვილი დაიბადა 1959 წლის 18 მაისს გულრიფშში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
დაამთავრა აფხაზეთის გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოების ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით. მუშაობდა გულრიფშის რაიონის შ. რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მთავარ ეკონომისტად.
1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის VI ცალკეულ სატანკო ბატალიონში, საფინანსო სამსახურის უფროსად.
აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1993 წლის 5-6 იანვრის შემოტევის დროს მდ. გუმისთის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების დროს.
განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის შემოტევის დროს მდ. გუმისთასთან მიმდინარე ბრძოლის დროს, სადაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი გამოსვენებული იქნა ამავე ბატალიონის მებრძოლების მიერ.

ვახტანგ ლოჩოშვილი დასაფლავებულია გულრიფშში.

წყარო მარინა ნაჭყებია
              


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.03.2021
ბოლო რედაქტირება 25.12.2021
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0