სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რუსუდან ჩხეტიანი 1969-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში რუსუდან ჩხეტიანი 1969-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩხეტიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

რუსუდან ჩხეტიანი 1969-93წწ გარდ. ბაბუშერა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში

რუსუდან ჩხეტიანი ბაძუს ასული დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში 1969 წლის 5 ივლისს. გარდაიცვალა ძმასთან ზურაბ ჩხეტიანთან ერთად


წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/66

1974-1985 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის მე-2 საშუალო სკოლაში.

1985-1989 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმში (სპეციალობა-მედდა).


1989 წლიდან მუშაობდა ქ. სოხუმში, კაფე ,,ედელვეის"-ში მომმარაგებლად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფისას დაიღუპა გმირულად.

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ჩხეტიანი რუსუდანი და ზურაბი - და - ძმა
რუსუდანი დაიბადა 1969 წლის 5 ივლისს გულრიფშიდს რაიონის სოფ,. მერხეულში.
დაამთავრა სოხუმის სამედიცინო სასწავლებელი.
რუსუდანი იყო პატარაობიდანვე განსაკუთრებული ხასიათის მქონე. ალამართალი, უაღრესად კეთილი, დინჯი, უსამართლოდ არც თავს დაიჩაგრავდა და სხვასაც არ დაჩაგრავდა. ბრძოლაში ნამდვილი ვაჟკაცური თვისებები გამოიჩინა.
გულით იცავდი მშობლიურ აკვანს,
მშობლიურ მიწას გულით იცავდი,
ქალი ყოფილხარ, შვილი მამულის,
დიდება შენდა უკუნისადმი!


1992 წლის ნოემბერში ჩაირიცხა სამხედრო პოლიციაში სამედიცინო სამსახურის მედ-დად. ჩხეტიანი რუსიკო ასრულებდა თავისზე დაკისრებულ ვალდებულებას პირნათლად, როგორც ნაწილში, ასევე პოზიციაზე შესრულების დროსაც. გამოყვანილი ჰყავს ბრძოლის ველიდან არა ერთი დაჭრილი. 1993 წლის 16-17 მარტის შემოტევისას ბრძოლის ველიდან გამოიყვანა რამდენიმე დაღუპულის გვამი, რის შედეგადაც საბრძოლო მამაცობისათის გამოეცხადა მადლობა.
აფხაზეთში იბრძოდი, დედაქალაქში იყავით შენ და შენი ძმა ბესიკი ომში დაჭრილი მამის სანახავად ჩასული, მამის, რომელსაც ერთი დღითაც არ მიუტოვებია აფხაზეთის ომი და თავის შვილებთან ერთად იცავდა სამშობლოს.
1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმში მძიმე მდგომარეობის გამო ძმასთან ერთად ჩასხედით თვითმფრინავში სოხუმის მიმართულებით, რომელსაც სეპარატისტებმა ესროლეს და ბაბუშერას აეროპორტში ჩამოვარდა, თვითმფრინავი დაიწვა. . .
წავიდა 24 წლის ერთგული, პატრიოტი გოგონა . . . წავიდა ჩვენგან სიცოცხლეს მოწყურებული, სამშობლოსათის თავდადებული ვაჟკაცი გოგონა, რომელმაც საკუთარი ოჯახის შექმნაც ვერ მოასწრო . . . დაუტოვა ოჯახს მოუშუშებელი იარა.
დაჟილდოვებულია ვახტანგ გორფასლის 111 ხარისხის ორდენით.
ძმა ბესიკი დაიბადა 1971 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფ. მერხეულში.
სვანური სულით, გულით, ცოდნით განათლებული, უცოლშვილი.
ხანმოკლე იყო ზურიკო შენი სიცოცხლე. 22 წლის წახვედი და დატოვე მოულოდნელი ტკივილი - საოცარი, ყველასგან გამორჩეული, ამიტომაც წახვედი ამ ქვეყნიდან გმირად.
აფხაზეთში იბრძოდი, დედაქალაქში იყავით შენ და შენი და - რუსიკო, ომში დაჭრილი მამის სანახავად ჩასული, მამის, რომელსაც ერთი დღითაც არ მიუტოვებია აფხაზეთის ომი და თავის შვილებთან ერთად იცავდა სამშობლოს.
ზურაბ ჩხეტიანი იყო მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონის რიგებში. რიგითი მებრძოლი 1992 წლის 15 დეკემბერიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საბრძოლო ოპერაციებში. თავი გამოიჩინა 1993 წლის 13-14 იანვარს შეტაკების დროს ოჩამჩირის რაიონის სოფ. კვიტოულში. დილიდანვე მოწინააღმდეგის ძალებთან მოუხდა ბრძოლაში ჩაბმა. სხვა თანამებრძოლებთან ერთად ბესიკი მამაცურად უტევდა მოწინაარმდეგეს.
გმირობა გამოიჩინა 9-10 ივლისს შრომა-ახალშენის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. თანამებრძოლები მას უშიშარ, თავდადებულ ვაჟკაცად მოიხსენიებენ.
ეცემოდა სოხუმი . . . ეცემოდნენ ქართველი ვაჟკაცები. მტერი იტაცებდა ქართულ მიწას... ტყვიების წვინმა მოდიოდა . . . უჭირს სოხუმს . . . უკან არ დაუხევიათ . . .
1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმში მძიმე მდგომარეობის გამო და - რუსიკოსსთან ერთად ჩასხედით თვითმფრინავში სოხუმის მიმართულებით, რომელსაც სეპარატისტებმა ესროლეს და ბაბუშერას აეროპორტში ჩამოვარდა, თვითმფრინავი დაიწვა. . .
უკუღმა დატრიალდა ბედის ჩიხი, თითქოს საშინელი ჩეხებით შემოუვარა ყველა კარს და ააფორიაქა, საკუთარი კერა ჩაუქრო ულმებელმა სიკვდილმა. . .
უდროვოდ წავიდნენ ღიმილის ბიჭები.
დაჟილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 111 ხარისხის ორდენით.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.03.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0