მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თამაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი დაიბადა 1969 წლის 12 აგვისტოს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 1 ნოემბრიდან იგი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში.ომში თამაზმა თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულმა მებრძოლმა. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებს,აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1992 წლის დეკემბერში თამაზ ჩხეტიანმა თანამებრძოლებთან ერთად მტრის ორი ჯარისკაცი აიყვანა. 1993 წლის მაისში კი რუსი დაქირავებული სნაიპერი,რომელიც 23-ე ბრიგადის შტაბის ხელმძღვანელობას ჩააბარა.
თამაზ ჩხეტიანი ვაჯკაცურად იბრძოდა შრომის მისადგომებთან,ახალშენში,ზეგანზე.მტრის ზურგში არაერთხელ შეუსრულებია ბრიგადის ხელმძღვანელის საბრძოლო დავალება.
1993 წლის 5 ივნისს მტერმა დიდი ძალით შემოუტია სოფელ კომანს,ცხრასაათიანი სასტიკი ორთაბრძოლის დროს თამაზ ჩხეტიანი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის ,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თამაზ ჩხეტიანი, სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
მერაბ(ერისლავ) ზურაბის ძე ჩხეტიანი დაიბადა 1975 წლის 12 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1993 წლის 1 ნოემბრიდან მერაბ ჩხეტიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში.
აფხაზეთის ომში მერაბმა თავი გამოიჩინა , როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულმა მებრძოლმა. პირნათლად ასრულებდა ასეულის მეთაურის ბრძანებებს.
მერაბ ჩხეტიანი აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.1993 წლის 5 ივნისს სოფელ კომანზე განხორციელებული ცხრასაათიანი საომარი ოპერაციის დროს მერაბ ჩხეტიანი გმირულად დაიღუპა.
მურთაზ ზურაბის ძე ჩხეტიანი დაიბადა 1973 წლის 24 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მურთაზ ჩხეტიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულში.
სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამი ძმა თავდაუზოგავად,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა. აქტიურად მონაწილეობდნენ ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
მურთაზ ჩხეტიანი 1993 წლის 5 ივნისს სოფელ კომანთან,ცხრასაათიანი ბრძოლის დროს,ძმების გვერდით გმირულად დაეცა.
სამი გმირი ძმა,სამი გამორჩეული ქართველი, ერთ დღეს შეეწირა საქართველოს მთლიანობას. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს!
მერაბ ზურაბის ძე ჩხეტიანი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 2-ე
საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის 8-ე ბატალიონის მე-3 ასეულში ჩაერიცხა 1992
წლის 1 ნოემბრიდან.
აფხაზეთში ომის დაწყების დროს, მერაბი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, თუმცა
იარაღი ძალიან უყვარდა და ვერავინ აიძულა მოეშორებინა პოზიციებს. ასმეთაური
იძულებული გახდა ჩაერიცხა ასეულში და ოფიციალურად მიეღო მონაწილეობა
საბრძოლო მოქმედებებში.
მერაბ ჩხეტიანი ერთერთ საბრძოლო ოპერაციის დროს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის
აფეთქებამ იმსხვერპლა.