სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მურთაზ ჩხეტიანი 1973-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი მურთაზ ჩხეტიანი 1973-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი მურთაზ ჩხეტიანი 1973-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩხეტიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

მურთაზ ჩხეტიანი 1973-93წწ. გარდ. სოფ. კომანი სოხუმი დაბ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

თამაზ  ზურაბის  ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1969  წლის  12  აგვისტოს სოხუმის  რაიონის  სოფელ  შრომაში.


   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, 1993  წლის  1 ნოემბრიდან იგი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს   მე-2 საარმიო  კორპუსის   23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის მე-3   ასეულში.ომში  თამაზმა  თავი  გამოიჩინა  როგორც  საქართველოს  ერთიანობისა  და  დამოუკიდებლობისთვის  თავდადებულმა  მებრძოლმა.  პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  ბრძანებებს,აქტიურად  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  ჩატარებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში. 1992  წლის  დეკემბერში  თამაზ  ჩხეტიანმა  თანამებრძოლებთან  ერთად  მტრის  ორი  ჯარისკაცი  აიყვანა. 1993  წლის   მაისში  კი  რუსი  დაქირავებული  სნაიპერი,რომელიც 23-ე  ბრიგადის  შტაბის  ხელმძღვანელობას  ჩააბარა.


     თამაზ  ჩხეტიანი  ვაჯკაცურად  იბრძოდა  შრომის  მისადგომებთან,ახალშენში,ზეგანზე.მტრის  ზურგში  არაერთხელ  შეუსრულებია  ბრიგადის  ხელმძღვანელის  საბრძოლო  დავალება.

     1993  წლის  5  ივნისს  მტერმა  დიდი  ძალით  შემოუტია  სოფელ კომანს,ცხრასაათიანი  სასტიკი  ორთაბრძოლის  დროს  თამაზ  ჩხეტიანი   გმირულად  დაიღუპა.

       საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის  ,ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  თამაზ  ჩხეტიანი, სიკვდილის   შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I ხარისხის  ორდენით.

     მერაბ(ერისლავ) ზურაბის  ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1975  წლის  12  ივნისს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  შრომაში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1993   წლის  1  ნოემბრიდან  მერაბ  ჩხეტიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულში.

    აფხაზეთის  ომში  მერაბმა  თავი  გამოიჩინა , როგორც  საქართველოს  ერთიანობისა  და  დამოუკიდებლობისთვის  თავდადებულმა  მებრძოლმა. პირნათლად  ასრულებდა  ასეულის  მეთაურის  ბრძანებებს.

      მერაბ  ჩხეტიანი  აქტიურად მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.1993  წლის  5   ივნისს  სოფელ   კომანზე  განხორციელებული  ცხრასაათიანი  საომარი  ოპერაციის  დროს   მერაბ  ჩხეტიანი  გმირულად  დაიღუპა.

    მურთაზ  ზურაბის ძე  ჩხეტიანი  დაიბადა  1973  წლის  24  ივნისს  სოხუმის რაიონის  სოფელ  შრომაში.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს   მურთაზ   ჩხეტიანი  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის   მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულში.

  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  სამი  ძმა  თავდაუზოგავად,უკანასკნელ  ამოსუნთქვამდე  იბრძოდა. აქტიურად  მონაწილეობდნენ   ასეულის  მიერ   ჩატარებულ ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.

   მურთაზ  ჩხეტიანი  1993  წლის   5  ივნისს  სოფელ  კომანთან,ცხრასაათიანი  ბრძოლის   დროს,ძმების  გვერდით  გმირულად  დაეცა.

   სამი   გმირი  ძმა,სამი  გამორჩეული  ქართველი, ერთ  დღეს  შეეწირა   საქართველოს  მთლიანობას. მარადიული  ხსოვნა   და  დიდება  მათ  სახელებს!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 02.10.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0