გოჩა დევაძე ვლადიმერის ძე დაიბადა 1962 წლის 16 ოქტომბერს ხაშურის რ–ნის დაბა სურამში.
1969–1979 წლებში სწავლობდა სურამის №1 საშუალო სკოლაში.
1980–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ჩიტაში.
1983 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1988 წელს.
1988 წლიდან მუშაობდა ქ. ხაშურის ქალაქ–ვაჭრობაში გაერთიანების გამგედ.
გოჩა იყო სათადარიგო ოფიცერი. 1982 წლის მაისში, ხაშურის სამხედრო კომისარიატის მიერ მივლინებულ იქნა 4 თვით ქ. ახალციხეში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ გაგრასთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.
დარჩა მშობლები და ორი და.
გონა დევაძე
გოჩა დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შებრუნდა ცეცხლის ხაზზე, მაგრამ ორივე მებრძოლი, მოულოდნელად, მტრის გარემოცვაში ალმოჩნდა, გოჩამ დანებებას არჩია მარტოდმარტო შებრძოლებოდა მოწინააღმდეგეს. სწორედ ამ დლის შემდეგ ითვლება ის უგზოუკვლოდ დაკარგულად, აქ იკარგება მისი კვალოთ,
გოჩა დევაძე დაიბადა 1962 წლის 16 ოქტომბერს, დაბა სურამში. დაამთავრა სურამის 1 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურს ქ. ჩიტაში იხდიდა. ვალდებულების მოხდის შემდეგ, გოჩამ სწავლა დაიწყო თბილისის ივ. ვავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის დასრულ ქალაქვაჭრობაში დაიწყო.
საქართველოს შეიარალებული ძალების რეზერვის ლეიტენანტი, გოჩა დევაძე, 9992 წლის 20 აგვისტოს გაიწვიეს სამხედრო-სასწავლო შეკრებაზე #M910245 სამხედრო ნაწილში, საიდანაც იმავე წლის 28 აგვისტოს მიავლინეს აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო დავალების შესასრულებლად. საარტილერიო დივიზიის ნაწილი, რომელშიც გამოიყო გაგრის ზონაში, არმიანსკაიას ქუჩაზე. 1992 წლის 2 ოქტომბერი საბედისწერო ალმოჩნდა გოჩასათვის. მოწინაალმდეგის მოიერიშე დესანტის შემოჭრის დროს, გოჩა სოფელ კოლხიდის მიმდებარე ტერიტორიას იცავდა- ბრძოლის დროს უამრავი მებრძოლი დაიჭრა, ისინი შველას ითხოვდნენ, გოჩამ დაინახა, რომ მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი გზაზე იწვა დაჭრილი და მშველელს ელოდა. გოჩამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მასთან მისვლა, ზურგზე მოიკიდა და ცდილობდა სამშვიდობოზე გამოეღწნია, მაგრამ ორივე მხრიდან ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა და მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო- გოჩამ, დაჭრილთან ერთად, ერთ-ერთ სარდაფს შეაფარა თავი. მას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენი მებრძოლები წინ წაიწევდნენ და ისიც, მათ შეუერთდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, მოწინააღმდეგემ შეძლო უპირატესობის მოპოვება და გოჩა, დაჭრილ მეგობართან ერთად, მტრის გარემოცვაში აღმოჩნდა. საჭირო იყო სიფრთხილე, გოჩა დალამებას დაელოდა და ზღვის სანაპიროდან შეეცადა ჩვენს პოზიციაზე გადმოსვლას. დაჭრილთან ერთად მოძრაობა ძნელი იყო, მაგრამ ის ძალას არ ზოგავდა და წინ მიიწევდა. მცირე ხნით შეისვენა, სწორედ ამ დროს წააწყდა მათ მტერი. ისინი გოჩასგან იარალის დაყრას და დანებებას მოითხოვდნენ, მაგრამ გოჩას უკანდახევა არ სჩვეოდა, მან ების შემდეგ მუშაობა ხაშურში,
დანებებას არჩია მარტოდმარტო შებრძოლებოდა მტერს, ვიდრე ძალა ეყოფოდა. ამ უთანასწორო ბრძოლაში გოჩა დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ამ დლის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იქნებ, ამით არც დასრულებულა ყველაფერი, იქნებ...
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური