სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური

1972-1992 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხარაზიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

236       ბეჭდვა

მალხაზ ხარაზიშვილი (ხარაიშვილი?) 1972-92წწ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ, სოფ. კლდისკარი ხაშური

მალხაზ ხარაზიშვილი როინის ძე დაიბადა 1972 წლის 25 სექტემბერს ქ. ხაშურში.

წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/208

1971–1989 წლებში სწავლობდა ხაშურის რ–ნის, სოფელ წაღვლის საშუალო სკოლაში.

1989–1990 წლებში სწავლობდა ავტოსკოლაში მძღოლის სპეციალობაზე.

1992 წლის 19 მაისს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საქართველოს შს შინაგან ჯარში.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 27 ოქტომბერს, ოჩამჩირის რ–ნის, სოფელ ქეთევანასთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.

დარჩა მშობლები, ძმა და ორი და.


„ღმერთო, მოახდინე სასწაული, დამიბრუნე მონატრებული შვილი“ –- უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის დედას სხვა რაღა დარჩენია იმის გარდა, რომ იმედი არ დაკარგოს და ყოველდლე ელოდოს საამაყო შვილის გამოჩენას.

    მალხაზ ხარაზიშვილი დაიბადა 1972 წლის 25 სექტემბერს, ხაშურის რაიონში, სოფელ კლდისწყაროში. დაამთავრა წაღვლის საშუა-

ლო სკოლა.


    1992 წლის 19 მაისს მალხაზი გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების M2052-ე სამხედრო ნაწილში, რიგითად.

    1992 წლის 14 აგვისტო, დღე, როდესაც აფხაზ სეპარატისტთა თავგასულობამ პიკს მიაღწია და დაიწყო საომარი მოქმედებები, ომი, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


    1992 წლის 17 ნოემბერს ს/ნ 2052-ის პირადი შემადგენლობა ოჩამჩირის რაიონში გადაიყვანეს. ჯგუფმა, რომელშიც მალხაზ ხარაზიშვილიც ირიცხებოდა, დაიკავა პოზიცია კოჩარა-ქეთევანის მიმართულებით. აღნიშნულ ჯგუფს სოფლის მცხოვრებთა დაცვა ევალებოდა. 28 ნოემბერს აფხაზ სეპარატისტთა მხრიდან განხორციელდა შეტევა ოჩამჩირის მიმართულებით. მტერმა მოახერხა მჭიდრო ალყის გაკეთება და ძირითადი თავდაცვითი პოზიციების მოშლა. ამ ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენი პოზიციები მასობრივად იბომბებოდა, საჭირო იყო უკან დახევა. მებრძოლები, უკან დახევისას, ცდილობდნენ, გამოეყვანათ დაჭრილები. მალხაზის უპირველესი საზრუნავი საკუთარი თავი კი არა, დაჭრილი მეგობრები იყვნენ. ბიჭებს, რომლებიც დღეებისა და თვეების მანძილზე მის გვერდით იყვნენ, ძმებივით იყოფდნენ ჭირსაც და ლხინსაც, უჭირდათ და მალხაზი მათ ვერ მიატოვებდა. ის თავისი ზურგით ცდილობდა მათ სამშვიდობოზე გამოყვანას, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მტერმა ალყა გაამაგრა და ჩვენი მებრძოლებიც მის ხელთ აღმოჩნდნენ. მას შემდეგ ამ ბიჭების შესახებ აღარაფერია ცნობილი, ბევრი დაიჭრა, ბევრი დაიღუპა, ბევრიც უგზოუკვლოდ დაიკარგა, მათ შორის, მალხაზიც. სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები მალხაზის ოჯახი დღესაც მოელის მის დაბრუნებას, მას ხომ უამრავი დამსხვრეული ოცნება დარჩა აუხდენელი და უამრავი მიზანი მისაღწევი.

ბავშვობიდანვე კეთილ, ალალი, გულუბრყვილო მალხაზს საოცრად უშუალო დამოკიდებულება. ჰქონდა სამყაროსა და გარშემომყოფთა მიმართ. თვალის დახამხამებაში გარბოდნენ. წლები; მოსწავლეობა, შემდეგ სამსახური, ახალგაზრდა ჭაბუკს მომავალი ნათელ ფერებში ეხატებოდა, და რა იცოდა, რომ იმ ვაჟკაცთა რიცხვს შეუერთდებოდა, რომლებმაც მხოღოდ დამსხვრეული ოცნებები დატოვეს ამქვევნად. აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ძირფესვიანად. შეცვალა მეოცნებე. ჭაბუკის ცხოვრება. მალხაზი ავბედითმა ქარიშხალმა ფრთებზე შეისვა და აფხაზეთის სისხლისმღვრელი ბრძოლის გხას გაუყენა.

    ულმობელი და მკაცრია წუთისოფელი. II ცრემლიანი და. ტკივილიანი წელი გავიდა მას შემდეგ. წლები მიდიან, რეკენ მოლოდინის ზარები და. მრჩება ერთი ოცნება: ღმერთო, მოახდინე სასწაული, დამიბრუნე მონატრებული შვილი“


დედა.




ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.03.2021
ბოლო რედაქტირება 15.04.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0