ოთარ გოგოხია არდეგანის ძე დაიბადა 1957 წლის 23 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყმიშში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/218
1973 წელს დაამთავრა ტამიშის რუსული საშუალო სკოლა. 1973-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ვაზიანში.
1976-1979 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში.
1979 წელს დაოჯახდა (მეუღლე - ლიანა მარგანჯია) და შეეძინა სამი შვილი. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოხუმში. მუშაობდა სოხუმის საკონსერვო ქარხანაში მტვირთავად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფიქტის დროს, 1993 წლის 19 სექტემბერს, სოფელ გუმისთასთან დაიღუპა გმირულად. საფლავი დღემდე უცნობია.
დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენით.