დეკანოზი პავლე გოგოხია
დაიბადა 1974 წლის 21 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფ. ფახულანში.
1991 წელს დაამთავრა ზუგდიდის N15 საშუალო სკოლა, 1999 წელს _ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი,
კომერციული საქმიანობის სპეციალობით.
2000-2002 წლებში გალობდა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
2002-2007 წლებში მედავითნე იყო ამავე ტაძარში, 2007-2009 წლებში კი _ ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ტაძარში.
2009 წლის 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, აკურთხეს დიაკვნად და მსახურობდა ზუგდიდის ვლაქერნის
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
2011 წლის 5 ივნისს აკურთხეს მღვდლად.
2011-2014 წლებში მსახურობდა ქ. ჯვარში, ოჭანეს (ლემატუეს უბანი) წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარში.
2014 წლიდან მსახურობს ზედაეწერის წმ. გიორგის ტაძარში წინამძღვრად.
2016 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოეს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ტერენტი გრანელის ქ. N24.