მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "სკორპიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"
შოთა (გვადი) შარტავა გარდ. 1993წ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი
20 აპრილი 1993 წელი
შოთა შოთას ძე შარტავა დაიბადა ქალაქ სოხუმში. ქალაქის №14 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შოთა შარტავა უაღრესად ერუდირებული პიროვნება იყო,ფლობდა ინგლისურ ენას,იტაცებდა სპორტი,მიღებული ჰქონდა შავი ქამარი კარატეში. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა აფხაქზეთში ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების ასოციაცია. ასე იცხოვრა 42 წელი.
შვილიშვილის- არჩილის დაბადებამ მის ცხოვრებას სულ სხვა ელფერი შესძინა,თუმცა ქართულ-აფხაზურმა დაპირისპირებამ ხელში იარაღი ააღებინა. შოთა შარტავა დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს,სოხუმზე მორიგი შეტევის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის შოთა შარტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
გენო ადამია