სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მალხაზი ჯღარკავა 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი მალხაზი ჯღარკავა 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი მალხაზი ჯღარკავა 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯღარკავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

მალხაზი ჯღარკავა 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი

ჯღარკავა მალხაზი




მედგრად იბრძოდი იარაღით ხელში,
იმ ტოლ ბიჭებში იყავ პირველი
აფხაზეთისთვის ომში დაეცი
გმირობა შენი--გასაკვირველი.



დაიბადა 1960 წლის 6 ივნისს ქ. სოხუმში.
როცა მშობლიურ კუთხეს გაუჭირდა მალხაზი იდგა, იქ სადაც გმირები დგანან სამშობლოს დასაცავად...
ჯღარკავა მალხაზი დავითის ძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებას და საბრძოლო დავალებებს. განსაკუთრებით მან თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტის შემოტევის დროს, მდ. გუმისთის მიდამოებთან მიმდინარე ბრზოლებისას.
ჯღარკავა მალხაზი დავითის ძე დაჯილდოებული იყო მედლით ''საბრძოლო დამსახურებისათვის'' სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის.
1993 წლის 10 ივლისს ჯღარკავა მალხაზი დავითის ძე დაიღუპა მდ. გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს. დასაფლავებულია სოხუმის რაიონის სოფ. იაშთახვაში.
33 წლის ვაჟკაცს კიდევ უნდა ეცხოვრა ერის, ქვეყნისა და ოჯახის სასიკეთოდ, მაგრამ არ დასცალდა.



ფოტოზე დგანან მარცხნიდან ელდარი (ზუგდიდელი), მალხაზი და ბადრი ბერულავა. ქვემოთ ფორმის გარეშე ომარ გამახარიას თანაშემწეა ( სახელი არ ახსოვთ) , მარჯვნივ გია ვეკუა


მარინა ნაჭყებიასგან

მალხაზ ჯღარკავა მალხაზ ჯღარკავა დაიბადა სოხუმში 1960 წლის 6 ივნისს. მისი მშობლები - დავით ჯღარკავა და მარგო კირთაძე - ფინანსთა სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომლები იყვნენ. 1966 წელს მალხაზი შეიყვანეს სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის I საშუალო სკოლაში, მერი ქორჩილავას კლასში. გონიერი და შრომისმოყვარე ბიჭი იყო, თუ საქმე მოითხოვდა, ზედმეტად სერიოზული, ხშირად კი - ხუმარა და ხალისიანი. მერი მასწავლებელს უთქვამს მალხაზის დედისთვის: კლასში პროფესორი მიზის მგონიაო. უყვარდა წიგნების კითხვა, განსაკუთრებით ფანტასტიკური ლიტერატურის, უსმენდა ბითლებს, როკს... კონსტრუქტორებს აწყობდა და მანქანების საკუთარ მოდელებსაც ქმნიდა. პატარაობიდან თამაშობდა ჭადრაკს და მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირებში, იყო სამართლიანი და პრინციპული, ერთგული და გულგაშლილი, რისთვისაც ძალიან უყვარდათ მეგობრებს და თანაკლასელებს. მე-10 კლასში სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში გადაიყვანა დედამ, თავის სამსახურთან ახლოს, ბიჭია და მეტი ყურადღება სჭირდებაო. ის კლასიც ძალიან მოსწონდა და ბევრი მეგობარიც შეიძინა, მაგრამ თავს მაინც პირველსკოლელად თვლიდა.



1982 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით. არ უყვარდა სიძნელეებისგან თავის არიდება, ამიტომ 1-წლიანი სამხედრო სამსახური მოიხადა ფინეთის საზღვართან უფროსი ლეიტენანტის წოდებით. 1984 წლიდან მუშაობდა საკავშირო მნიშვნელობის ქარხანა სოხუმხელსაწყოში ჯერ ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ კი - მთავარ ეკოლოგად. სიყვარულიც იქ ეწვია და დაოჯახდა თანამშრომელ გოგონაზე - მარინე ფიფიაზე. 80-იანი წლების ბოლოს სოხუმხელსაწყოს ახალგაზრდობა აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მალხაზი მათი ერთ-ერთი ლიდერი იყო. ოცნებობდნენ თავისუფალ, ერთიან, აყვავებულ საქართველოზე, სადაც ყველა - ქართველი, აფხაზი, რუსი, ბერძენი, სომეხი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი - ბედნიერად და ძმურად იცხოვრებდა, მაგრამ მტერმა (დიდმა რუსეთმა) ყველანაირი ღონე იხმარა დიდი ძმობისა და მეგობრობის დასაშლელად მოულოდნელად დაიწყო ომი. მალხაზი და მისი სოხუმხელსაწყოელი მეგობრები ჩაეწერნენ მოხალისეებად 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში, მათი შემადგენლობით 1992 წლის 20 ოქტომბერს შეიქმნა ასეული. უკვე კაპიტანი მალხაზ ჯღარკავა დაინიშნა I ასეულის მეთაურის მოადგილედ. დიდი ნდობა და რიდი ჰქონდათ მისი თანამებრძოლებს, იცოდნენ, რომ კარგად ფლობდა იარაღს და მოდიოდნენ სამიზნეების დასარეგულირებლად, იარაღის გასამართავად სხვა შენაერთებიდანაც კი. მალხაზი აქაც ბევრ კითხულობდა, ეცნობოდა ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას. ბევრჯერ წაუყვანია გამოუცდელი ახალგაზრდა თანამებრძოლები სავარჯიშოდ. ცდილობდა, აერიდებინა ახალგაზრდები რთული საბრძოლო ოპერაციებისგან. 1993 წლის 14-15 მარტის შემოტევის დროს მან შეძლო ისეთი მანევრის ჩატარება, რომ განსაცდელში ჩავარდნილი თანამებრძოლები უდანაკარგოდ გამოეყვანა ბრძოლის ველიდან, მინდობილი ტერიტორიაც მტრისგან გაუთავისუფლებიათ და ტყვეებიც აუყვანიათ, რისთვისაც მალხაზ ჯღარკავა დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო მამაცობისთვის“. 1993 წლის ივნისში მეომარ მხარეებს შორის დადებული ზავის დროს მალხაზი თავისი ახალშობილი პირმშოს, ლაშას, სანახავად 10-დღიანი შვებულებით ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ სასწრაფოდ დაბრუნდა სოხუმში, რადგან გაიგო მოწინააღმდეგის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ტამიშთან ბრძოლების განახლების შესახებ. მან არ მიატოვა თავისი ასეული საშიშროების დროს, მაგრამ მტარვალმა ტყვიამ მოულოდნელად წაართვა სიცოცხლე. მალხაზ ჯღარკავა დაიღუპა 1993 წლის 10 ივლისს მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს. მისი დასაფლავება მოასწრეს ზემო იაშტუხის სასაფლაოზე მაშინ, როცა ქალაქი იბომბებოდა. ომს გადარჩენილი თანამებრძოლები დღესაც ლეგენდებს ყვებიან მალხაზის ვაჟკაცობის შესახებ. სოხუმის დაცემამდე თურმე დაძვერვაზე წასულ ჯგუფს გზა აებნა, ერთ-ერთს უთქვამს, ამ გზით უნდა წავიდეთ, მალხაზი დამესიზმრა, რუკაზე მიჩვენა ეს გზაო; დაუჯერებიათ და მშვიდობით დაბრუნებულან შტაბში. მთელი ომის მანძილზე იშვიათად სახლში მოსულს დედა ეხვეწებოდა, ერთი ღამე მაინც დამაძინე მშვიდად, ერთი ღამით მაინც დარჩი სახლშიო... ჩაიღიმებდა, ცალ წარბს ასწევდა, როგორც სჩვეოდა, და იტყოდა, მალე დამთავრდება ომი და ყველანი ერთად ვიქნებითო. მალხაზი ქრისტეს ასაკში, 33 წლისა, შეუერთდა საქართველოს ზეციურ დამცველ ჯარისკაცთა რიგებს. მისი ობოლი შვილი ლაშა მეუღლემ - მარინა ფიფიამ - ღირსეულად აღზარდა. დღეს ლაშა, რომელიც ყველფრით ძალიან ჰგავს უნახავ მამას, თვითონაა მშვენიერი ქართული ოჯახის მამა: ჰყავს ცოლი - სალომე გოროზია და ჯერჯერობით ერთი ვაჟი - ანდრია. გრძელდება სიცოცხლე იმ იმედით, რომ მალხაზისა და სამშობლოსთვის თავდადებული ყველა გმირის ოცნება საქართველოს ერთიანობისა და ბედნიერი ცხოვრებისა აუცილებლად ახდება.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.03.2021
ბოლო რედაქტირება 07.06.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021
სულ რედაქტირებულია 1 ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.09.2023
სულ რედაქტირებულია 3



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0