სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ ნოდარის ძე სხულუხია 1966-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი თენგიზ ნოდარის ძე სხულუხია 1966-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სხულუხია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

თენგიზ ნოდარის ძე სხულუხია 1966-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

სხულუხიები - გია და თენგიზ (ძმები)

ჩემო დიდებავ, ჩემო ქართველო!
ასი სიცოცხლე მქონდეს, ასივეს
შენ შემოგწირავ, რომ გადიადო...
ძმები სხულუხიები--- გია და თეგიზ ნოდარის ძის ვაჟკაცები არიან. სოხუმელი ღიმილის ბიჭები, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, ვერ თმობდნენ გოჯა მიწას გადამთიელებისათვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ...ბოლო წუთამდე, სოხუმის დაცემასთან ერთად ძმები სხულუხიებიც დაეცნენგმირულად 1993 წლის 27 სექტემბერს...

გია სხულუხია დაიბადა 1964 წლის 6 ოქტომბერს ქ სოხუმში.1981 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა. 1982-84 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.1987 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი მშენებლობის სპეციალობით.
1989 წელს დაქორწინდა , იყო კარგი მეუღლე და მოსიყვარულე სამი შვილის მამა.
თენგიზ სხულუხია დაიბადა 1966 წლის 15 იანვარს. ცოლშვილიანი.
ორივე ძმები უსაზღვროდ თესავდნენ სიკეთეს, ყველასათვის ყველაფერში დახმარებას ასწრებდნენ. ორივე ძმები, სხულუხიები დადგნენ იქ, სადაც სამშობლო მოიტხოვდა.
1992 წლიდან ომის დაწყებიდან ორივე ძმები ჩაირიცხნენ მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონში.უნებლიედ და ჯიუტად ბრძოლის წინა ხაზისკენ მიიწევდნენ, სხვაგვარად მათარ შეეძლოთ.
დადგა 1993 წლის 27 სექტემბერი---ჩვენი დიდი ეროვნული ტრაგედიის დღე. ქართველი ვაჟკაცები თავგანწირვით იცავდნენ მიწის ყველა მტკაველს, მაგრამ მტრის რიცხვმრავლობა და უახლესი შეიარაღება თავისას აკეთებს. ძმები სხულუხიები და მისი მეგობრები საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ღია ცეცხლით იცავდნენ თავიანთ სამშობლოს. ისინი უკან არ იხევდნენ...მაგრამ..ამ წუთიდან იწყება მათი მარადიული სიცოცხლე...
'''დღეს ქართულ მიწას ძმები სისხლით ღებავენ''
ძმები სხულუხიები წავიდნენ მარადიულ სასუფეველშ, როგორც ჭეშმარიტი გმირები და ერს დაუტოვეს ღირსეული სახელი, რომელსაც დავიწყება არ უწერია.
ძმებს--გიას და თენგიზ სხულუხიებს
ეს რა ავად გათენდა
ოცდაშვიდი, სექტემბრის,
წინა ხაზზე დამხვედრი
ვერ გადარჩა ვერცერთი.
გული გაილომგულეს
სამშობლო რომ დაეცვათ,
ორივე ძმა გმირულად
გუმისთასთან დაეცა.
დედამ თალხი ჩაიცვა,
ჩაქრა ორი სანთელი,
მაგრამ დარჩა შვილები
მათთვის სანთლის დამთები.
ლილი გოგებაშვილი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2026
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


სხულუხია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

ზურაბ სხულუხია 1956-02/07/93წწ. გარდ. 36 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

2 0


გია ნოდარის ძე სხულუხია 1964-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


თემურ სხულუხია Temos Pear 1961წ. მხატვარი დაბ. სოხუმი.

2 0

მირზა სხულუხია დ.1997წ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა ქუთაისი

1 0

4 0 3


გრიგოლ პეტრეს ძე სხულუხია 1909-1942წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი რუხი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0