სხულუხია გრიგოლ პეტრეს ძე 20 სექტემბერი 1909 წელი დაბასების ადგილი: სოფელი რუხი, ზუგდიდის რაიონი.
1937-1938წწ. სოფელ რუხის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე, კოლმეურნეობის გამგეობის თავჯდომარე (1939-1941). 1941 წლიდან წითელი არმიის რიგებში იყო. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს ყირიმისათვის ერთ-ერთ შეუპოვარ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი ხელთ იგდო მოწინააღმდეგემ. მიუხედავად წამებისა, მან სამხედრო საიდუმლოება არ გასცა. ფაშისტებმა ცოცხლად დაწვეს კოცონზე. სოფელ რუხში აღმართულია გმირის ძეგლი. მის სახელს ატარებდა სოფელი რუხის კოლმეურნეობა. საბჭოთა კავშირის გმირი, უმცროსი სერჟანტი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.632
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1931-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
ყირიმისათვის ერთ-ერთ სისხლიმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის
წყარო-nplg.gov.ge