სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ სხულუხია 1956-02/07/93წწ. გარდ. 36 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი ზურაბ სხულუხია 1956-02/07/93წწ. გარდ. 36 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სხულუხია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ზურაბ სხულუხია 1956-02/07/93წწ. გარდ. 36 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი

სხულუხია ზურაბ
დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს სოხუმის რაიონი სოფელ კელასურში. 1973 წელს დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. სოხუმის პროფესიულ სასწავლებელში. 1976 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში ალტაის მხარეს.


დაოჯახებული, ორი შვილი.
1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სოფელ ტამიშში მოწინააღმდეგის ერთ-ერთი შეტევის დროს ბრძოლის ველზე დაიღუპა ზურაბ სხულუხია.
დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 თებერვლის ბრძანებულებით მედალი ''მხედრული მამაცობისათვის''.
დასაფლავებულია აფხაზეთში გულრიფშის რაიონი სოფელ ესტონკაში.


წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს
„ ჭიდილი მხეცებთან “ აფხაზეთი. ტამიში. 1993 წ. 2  ივლისი.   შინაგანი ჯარი. სოხუმის ბატალიონი. ზურაბ სხულუხია ავტორი ნუგზარ ქებურია


                           
 სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა სოფელ ტამიშის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მედესანტეთა კბილებამდე შეიარაღებული მკვლელები ველური, მხეცებისათვის დამახასიათებელი ღრიალით წინ მოიწევდნენ... მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველთა პოზიციების განადგურება და ამ ადგილების ხელში ჩაგდება, მაგრამ ტამიშელები არ თმობდნენ პოზიციებს...
ლეიტენანტი რევაზ უგულავა  სანგრებიდან გაოცებული უყურებდა შინაგანი ჯარის საოცრად გაბედულ ახალგაზრდა მებრძოლს ზურაბ სხულუხიას, რომელიც გაჭირვებით მიათრევდა დაჭრილ ოფიცერს მამუკა შეროზიას... 
სახიფათო ზონას რომ გასცილდნენ სხულუხიამ მისკენ ხოხვით მიმავალი უგულავა შენიშნა,  არაქათგამოცლილმა ბიჭმა ნელ-ნელა ძირს დაუშვა მძიმე ტვირთი და დაჭრილი შეროზია  ფრთხილად გადაუწვინა მხარზე რევაზ უგულავას და სანგრების  მიმართულებით, რომელიც ოციოდე  მეტრის მანძილზე მდებარეობდა, სირბილით გაემართნენ. სწორედ ამ დროს ოკუპანტებმა ყუმბარსატყორცნიდან გაისროლეს. ჭურვი ზურაბ სხულუხიას ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში დაეცა...
უგულავამ აფეთქებისგან თავზე დაყრილი მიწის ბელტებიდან გახედა მეგობარს, იგი ძლივს სუნთქავდა,  ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა... 
მისი თქმით, მარცხენა იღლიის ქვეშ საკმაოდ დიდი ნახვრეტი ჰქონდაო, „ახლოს ვიწექი და მისი გულის საშინელი ფეთქვაც მესმოდა...“ ჩემს თვალწინ დალიაო სული...
ზურაბ სხულუხია გმირუად დაიღუპა 36 წლის ასაკში. მისი ცხედარი შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონის მებრძოლებმა გადმოასვენეს იმავე დღეს, დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.04.2021
ბოლო რედაქტირება 05.01.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0