სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
პაატა და ზაური ყვავაძე ძმები გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი პაატა და ზაური ყვავაძე ძმები გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი პაატა და ზაური ყვავაძე ძმები გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ყვავაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

პაატა და ზაური ყვავაძე ძმები გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი

გამწარებული რუმინელი შაოსანი დედის წერილი...
ჩვენი დაღუპული ბიჭების, დედების გულის ტკივილი...
ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, თუ რატომ გაუშვი შვილები ომში?
რა უნდა უპასუხო? რა უნდა ვთქვა?


ადამიანი იბადება, იზრდება და მერე ჩამოყალიბდება ისე როგორც აღზრდის დედა. უფლის დახმარებით ჩვენი შვილები დაიბადნენ და გაიზარდნენ ისე, როგორც ჩვენ ვასწავლეთ მამულის სიყვარული, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოვიდგინეთ თუ ჩვენი შვილები, 20-25 წლის ბიჭები სამუდამოდ წავიდოდნენ ამ წუთისოფლიდან. ნათქვამია ''დრო ყველაფრის მკურნალიაო.'' არა, ჩვენთვის დედებისთვის, რაც დრო გადის მეტი ტკივილი და სევდა გვაწვება გულზე. ჩვენი გულები იწვის და არ იფერფლება... გვენატრებით შვილებო....თქვენ არ დაცემულხართ, თქვენ არ დამარცხებულხართ შვილებო, დაეცნენ მხოლოდ ისინი ვინც მიატოვა ქართული მიწა.
განა სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ჩემი ''რუმინელი'', ანუ უცხოელი დედების შვილებმა თავი შესწირეს სამშობლოს. ყოველივე ეს კი მწარე სიმართლეა?!
გადის ათეული წლები აფხაზეთის დაცემიდან და ჩემი ცხოვრების წამზომმა შეწყვიტა დროის ათვლა, მივყავარ დინებას და აღარ მაშინებს მომავალი.
მადლობას მოვახსენებ ქალბატონ მარინა ნაჭყებიას , რომ შეაგროვა მასალა წიგნისთვის ''სამშობლოსათვის მარადისობაში'' და საჩუქრად გადმომცა მე და ყველა ჩემნაირ დედას.
რუმინელი დედა ზინაიდა ყვავაძე.
ორი შვილის შაოსანი დედა.



ზაურ ყვავაძე

ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციაში ასაკოვანმა, ჭაღარაშერეულმა კაცმა შემოაღო. კარი.

- გავიგე, აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლებზე გამოდის წიგნი, იქ ჩემი ბიჭიც

ხმა აუკანკალდა მამაკაცს.

- ტელევიზიით ნახეთ, ალბათ, ბეტეერი რომ ააფეთქეს იმ წყეულებმა, იქ ჩემი ბიჭი იყო, ჩემი ზურა... დაეაწყნარეთ, დავამშვიდეთ. ყელში მობჯენილი სევდა ერთხანს უკუყარა.



    ვიცი, წიგნის გამოცემა ძვირი ჯდება, ჩემი ზურას სახელით ათასი მანეთი შემომაქვს.

მეორე ბიჭიც იქ იბრძვის, ბეტეერს ეცა, მაგრამ ვერ გადაარჩინა... – კვლავ აქვითინდა ვაჟკაცი. ავქვითინდით ჩვენც.

– ღმერთო, წყევლა და კრულვა არ მოუშალო მათ, ვინც ეს ომი თავს მოგვახვია, იღუპებიან საუკეთესოზე საუკეთესო ახალგაზრდები, გულანთებული ბიჭები.

    ზაურ ყვავაძე ერთი იმათგანია, ვინც სამშობლოს პირველსავე დაძახილზე აფხაზეთში წავიდა. მესამე ავტოსატრანსპორტო საწარმოს მძლოლი, შესანიშნავად მართავდა ბეტეერს შიშის ზარს სცემდა მომხდურს, უშიშრად შედიოდა მტრის გარემოცვაში, გამოჰყავდა დაჭრილები. ასე გამოიყა ოცდაერთი. ოცდამეორესთან კი მტრის ტყვიამ მოუსწრო..
მშობლიურმა საწარმომ, მეგობრებმა, თანამებრძოლებმა თბილისში ჩამოასვენეს ზაური და პატივით დაკრძალეს.



არ არის მკვდარი, ვინც მოკვდეს და ხალხს შესწიროს დღენი.

მ. ირემაძე

ზაურ ყვავაძე ერთი იმათგანია, ვინც სამშობლოს პირველსავე დაძახილზე აფხაზეთში წავიდა. მესამე ავტოსატრანსპორტო საწარმოს მძღოლი, შესანიშნავად მართავდა ბეტეერს. შიშის ზარს სცემდა მომხდურს, უშიშრად შედიოდა მტრის გარემოცვაში, გამოჰყავდა დაჭრილები. ასე გამოიყვანა ოცდაერთი. ოცდამეორესთან კი მტრის ტყვიამ მოუსწრო…
მშობლიურმა საწარმომ, მეგობრებმა, თანამებრძოლებმა თბილისში ჩამოასვენეს ზაური და პატივით დაკრძალეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.08.2021
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0