ოთარ წოწონავა 1956-93წწ. გარდ. აფხაზეთი წარმ. სოფ აბედათი, მარტვილი სამეგრელო
წოწონავა ოთარ
დაიბადა 1956 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმში.
სამშობლოს სიყვარულით გულანთებული სოხუმელი ვაჟკაცი საომარი მოქმედებების დროს დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრზოლთა რიგებში.
რიგითი წოწონავა ოთარი გუგუს ძე საქრთველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მესამე ბრიგადაში გაწვეული იყო 1992 წლის 29 სექტემბერს და ჩარიცხულ იქნა ამავე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის პირად შემადგენლობაში.
პირველი დღიდანვე აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა პოზიციურ ბრძპლებში.
ერთ-ერთ საბრძოლო დავალების შესრულების დროს კერძოდ 1992 წლის 9 ოქტომბერს ბრიგადის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული საბრძოლო ოპერაცისში მონაწილეობისას გმირულად დაიღუპა სოფელ წაასთან, ნაღმზე აფეთქდა , საბრძოლო მანქანას ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა პირად შემადგენლობასთან ერთად ( ლეონიდე მელაძე, ვახტანგ ელერდაშვილი).
რამდენი აუხდენელი ოცნება და გაუკეთებელი საქმე დარჩა ამქვეყნად...მან ერის მომავლისთვის დათმო ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია--სიცოცხლე.
მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა და ხალხი. ყოველთვის იდგა იქ, სადაც გრზნობდა, რომ მისი თავი მამულს სჭირდებოდა.
სამშობლო არ დაივიწყებს თავის ღირსეულ შვილს---წოწონავა ოთარს.
წოწონავა ნეშთი გადმოსვენებულია და დასაფლავებულია მარტვილის რაიონ სოფელ აბედათში.