სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10493

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
არჩილ ამაღლობელი 1962-93წწ. გარდ. სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. თბილისი არჩილ ამაღლობელი 1962-93წწ. გარდ. სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. თბილისი

1962-1993 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ამაღლობელი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

არჩილ ამაღლობელი 1962-93წწ. გარდ. სოფ. ახალშენი სოხუმი დაბ. თბილისი

არჩილ ამაღლობელი 



დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქ. თბილისში.აქვე დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტალური საშუალო სკოლა სა სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსისტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1990 წლის ივნისში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა.
როგორც კისაქართველოში ომის ხანძარი დაინთო, იარაღით ხელში იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვისაც სწამდა და უყვარდა საქართველო.
1992 წლის 11 ოქტომბერს მოხალისედ ჩაირიცხა 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულში ათმეთაურის თანამდებობაზე. ასეულის მიერ ჩატარებულ ყველა დაბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა, გამოირჩეოდა როგორც მამაცი და ერთგული მებრძოლი.
1993 წლის 3 თებერვალს არჩილ ამაღლობელი სოფელ ახალშენთან დაიღუპა.
ქართულმა მეცნიერებამ არჩილ ამაღლობელის სახით დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მკლევარი.
არჩილ ამაღლობელი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


არჩილ ამაღლობელი ნოდარის ძე დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს. 1978 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი - ფიზიკოსის სპეციალობით. ქალაქ თბილისში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის - არჩილ რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1992 წლის ივნისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ეგრედწოდებულ იშვიათი და დაშლის პრობლემებზე. 

არჩილ ამაღლობელი როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი პროფესორი ვოლკოვისა და აკადემიკოსი თავხელიძის რეკომენდაციით მიავლინეს იტალიაში ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში. მრავლისმეტყველია ის, რომ არჩილს თავისი ნაშრომებისთვის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია გადაეცა (სიკვდილის შემდეგ).


1992 წელს აფხაზეთში ძმათამკვლელი ომის დაწყებისთანავე ახალგაზრდა მეცნიერებმა, ფიზიკოსებმა არჩილ ამაღლობელმა და მალხაზ დოლიძემ სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მიმართოს კომისარიატს, მაგრამ გაწვევაზე უარი მიიღეს. თუმცა ბოლოს მოხერხდა მათი ჩართვა სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების ჯგუფში. ისინი ჯერ ახალციხეში გააგზავნეს, საიდანაც გორისაკენ იტვირთებოდა იარაღი, გორიდან კი ფოთის გავლით აფხაზეთში. ასე აღმოჩნდნენ ისინი სოხუმში და ჩაირიცხნენ 101-ე ბატალიონის მეორე ასეულის შემადგენლობაში. მალხაზ დოლიძე - რადისტი-მეკავშირე იყო, არჩილ ამაღლობელი - ათმეთაური. ასეულმა გუმისტის ხეობაში სოფელ ახალშენთან დაიკავა პოზიცია. 1992 წლის 3 ნოემბერს უთანასწორო ბრძოლაში 30 მებრძოლი 300 გადამთიელის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ, თუმცა არც აჩიკომ იცოდა რომ მალხაზი აღარ იყო და არც მალხაზს ჩაჰყოლია დარდად აჩიკოს სიკვდილი. ასე წავიდა ამქვეყნიდან გულანთებული მამულიშვილები, სამშობლოს საამაყო შვილები, მომავალი დიდი მეცნიერები.

Амаглобели Арчил Нодариевич родился 2 января 1962 года. в 1978 году закончил Тбилисскую первую экспериментальную среднюю школу, а в 1983 году закончил Тбилисский государственный университет имени И. Жавахишвили по специальности - физика. После окончания университета начал работать в институте математики имени А. Размадзе. B июне 1992 года защитил кандидаскую диссертацию, после чего начал работу актуальной теме проблемы редкого рашипления.

A.Aмаглобели, одного из свободного молодого ученого по рекомендации профессора Волкова и Академика Тавхелидзе был направлен в Италию Международный центр теоретической физики, что было Для молодого учёного многообещающим и за свой научные труды получил престижную премию (посмертно).

в 1992 году в Абхазии началась братоубийственная война и молодые ученые А.Aмаглобели и Малхаз Долидзе вместе с другими патриотически настроеннымы молодыми парнями обратились в комиссариат. Однако им отказали зачислить добровольцами. Однако некоторые время спустя, они добились своего и через города Поти морским путём попали нa место военных действий и были зачислены в состав второй роты 101 батальона. М. Долидзе - Радисто связным, a А. Амаглобели - начальником отделения. Pота заняла позицию в с. Ахалшени в районе Гумиста.

B ноябре 1992 года в неравном бою, около 30 наших бойцов, против 300 головорезов погибли, наши молодые ученые, бойцы. Однако не Ачико Aмаглобели не знал о смерти своего друга и ne Малхаз Долидзе также не знал что Ачико  Aмаглобели нет больше в живых.

Tак ушли из жизни горячие сердца, славные сыны своей Отчизны.

არჩილ ამაღლობელი

არჩილ ამაღლობელი დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს. 1978 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, 1983 წელს კი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი - ფიზიკოსის სპეციალობით.1992 წლის ივნისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. არჩილ ამაღლობელს, თავისი ნაშრომებისთვის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია გადაეცა (სიკვდილის შემდეგ).

1992 წელს, აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, არჩილ ამაღლობელმა მიმართა კომისარიატს, მაგრამ გაწვევაზე უარი მიიღო, თუმცა, ბოლოს მოხერხდა მისი ჩართვა სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების ჯგუფში. ჩაირიცხა 101-ე ბატალიონის მეორე ასეულის შემადგენლობაში. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს შეტაკების დროს გუმისთაზე.


ნინო ამაღლობელი, არჩილ ამაღლობელის და: "ომი რომ დაიწყო, აჩიკო ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან, მაგისტრატურა დაამთავრა იქ და ჩამოვიდა. ივნისში დაიცვა დისერტაცია და ემზადებოდა იტალიაში წასასვლელად, თავის სამუშაოს გასაგრძელებლად. მამასაც ჰკითხა აზრი ომში წასვლასთან დაკავშირებით. მამამ - მე არაფერს დაგიშლი, ეს სამშობლოს ეხება და არაფერზე წინააღმდეგობას არ გაგიწევო. რა თქმა უნდა, დედაჩემი წინააღმდეგი იყო...

სამი მეგობარი წავიდნენ ერთად - აჩიკო, მალხაზ დოლიძე და ზაზა სალუქვაძე. ზაზას მამა, ბატონი რეზო, მამაჩემი და მალხაზის მამა ჯგუფელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. ჩვენ რეალურად ერთად ვიზრდებოდით...

ჯერ ახალციხეში წავიდნენ, პირდაპირ ომში არ წაიყვანეს, იქ უნდა გაევლოთ მომზადება. 11 ოქტომბერს წავიდნენ...

როგორც გადმოცემით ვიცი, გუმისთის ტერიტორიაზე იყვნენ. სოფელ ახალშენთან ჰქონდათ პოზიცია დაკავებული. ეს იყო სოხუმის თავზე. იმ დროს იქ ისეთი საშიშროება არ იყო, მაგრამ მოხდა მოულოდნელი შემოტევა. მტრის მხარეს დაქირავებული კაზაკები და ჩრდილო-კავკასიელები იბრძოდნენ ძირითადად. 1992 წლის 3 ნოემბერს დაიღუპნენ აჩიკო და მალხაზი, მაგრამ ერთმანეთის სიკვდილის შესახებ არცერთს გაუგია..

ზაზა გადარჩა და სწორედ მან გამოიყვანა შემდეგ ბიჭების ცხედრები. 5 ნოემბერს ჩამოასვენეს თბილისში... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, შვილებთანაც იშვიათად ვიხსენებ ხოლმე...

აჩიკოს და მალხაზის დაღუპვიდან 9 თვის შემდეგ, მის მეგობარს, ზურაბ სულაძეს, შეეძინა ტყუპი ბიჭები, რომლებსაც არჩილი და მალხაზი ჰქვიათ..."


ზურაბ სულაძე, არჩილ ამაღლობელის მეგობარი: " ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, ფიზიკის ფაკულტეტზე და პირველივე კურსიდან, დღე და ღამე ერთად ვიყავით.

იშვიათად დადებითი პიროვნება იყო, ყველა მხრიდან. უკონფლიქტო, ძალიან მოსიყვარულე და კეთილი ბუნების. ძალიან ნიჭიერი და განათლებული. ცხადია, უნივერსიტეტშიც კარგად სწავლობდა. მეგობრობაშიც საუკეთესო იყო. ძალიან პასუხსიმგებლიანი და პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი...

ასეთი ხალხი იშვიათია ქვეყანაში და როცა იშვიათობას კარგავ, ბევრ რაღაცას კარგავ, ბევრი გაკლდება. გარდა იმისა, რომ მე დამაკლდა პიროვნულად, როგორც მის მეგობარს, ქვეყანასაც დააკლდა ერთგული, მოაზროვნე, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც, სამშობლოსთვის, ბევრი კარგის გაკეთება შეეძლო. ასეთი კაცი რომ გაკლდება, გაკლდება მაგალითი მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის.“

არჩილ ამაღლობელი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.04.2021
ბოლო რედაქტირება 22.08.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0