სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა ბელქანია 1970-92წწ გარდ. გაგრა დ. სოფ. ნაბაკევი გალი აფხაზეთი გელა ბელქანია 1970-92წწ გარდ. გაგრა დ. სოფ. ნაბაკევი გალი აფხაზეთი გელა ბელქანია 1970-92წწ გარდ. გაგრა დ. სოფ. ნაბაკევი გალი აფხაზეთი გელა ბელქანია 1970-92წწ გარდ. გაგრა დ. სოფ. ნაბაკევი გალი აფხაზეთი გელა ბელქანია 1970-92წწ გარდ. გაგრა დ. სოფ. ნაბაკევი გალი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბელქანია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

გელა ბელქანია 1970-92წწ გარდ. გაგრა დ. სოფ. ნაბაკევი გალი აფხაზეთი

გელა ბელქანია
მეტად მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება ამ სიცოცხლით სავსე ლამაზი ჭაბუკისა, რომელიც სრულიად ახალგაზრდა ოცდაორი წლისა დაიღუპა სამშობლოს ერთიანობასა და მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლაში.
გელა ანზორის ძე ბელქანია დაიბადა 1970 წლის 3 მარტს. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის საშუალო სკოლაში სწავლობდა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფაქცევითა და კარგი სწავლით, უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა როგორც აღმზრდელ მასწავლებლებში, ისე თანატოლებსა და სოფლის საზოგადოებაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიდის ჩაის მეურნეობაში ჩაის მკრეფავად, მანქანა ,,საქართველოს~ მესაჭე გახლდათ. თან დოსააფის სკოლაში სწავლობდა.
1988 წელს გელა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რომელსაც იხდიდა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკში. ძნელი იყო მისთვის შეგუებოდა რუსი სამხედროების მიერ ქართველების მიმართ მკაცრ მოპყრობას, დამცირებას, აბუჩად აგდებას, მაგრამ გელა ძლიერი იყო და თავს არავის დააჩაგვრინებდა. აქაც თავი გამოიჩინა, სამხედრო საქმეს კარგად დაეუფლა, მიღებული ჰქონდა მეთაურის თანამდებობა, სიგელები, სამკერდე ნიშნები, იყო კომკავშირული ყრილობის დელეგატი, მოგეხსენებათ, ასეთი პატივი იოლი მოსაპოვებელი არ იყო.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, გელამ მუშაობა დაიწყო გალის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. იქაც თავი გამოიჩინა, საქმის პირნათლად შესრულებითა და დისციპლინით, რისთვისაც მიღებული ჰქონდა მადლობები. მალევე ნიჭიერ, ბეჯით ახალგაზრდას მისცეს საგზური სწავლა გაეგრძელებინა თბილისის პოლიციის უმაღლეს აკადემიაში.
1992 წელს გელა ბელქანია ამ აკადემიის კურსანტია, როგორც კი სამშობლოს დასჭირდა მისი სამსახური, გელა სხვა კურსანტებთან ერთად მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, სადაც მას მოუხდა ბრძოლა აფხაზ სეპარატისთა წინააღმდეგ.
1992 წლის 28 აგვისტოს გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდასთან მტრის ტყვიამ განგმირა ოცდაორი წლის ჭაბუკის სიცოცხლე. წავიდა ამ ქვეყნიდან სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ახალგაზრდა და უდიდესი ტკივილი დაუტოვა თავის ახლობლებსა და თანამებრძოლებს, რომელთა გულებში იგი სამარადჟამოდ იცოცხლებს.
მხოლოდ 22 წელი იცოცხლა, მშობლიური მიწის სიყვარულსა და დიდებას შესწირა მომავლის ოცნებები, მომავალი გაზაფხულები და მარადისობას სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ვალმოხდილი შეუერთდა.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს





მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი

1992 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ბზიფის ხეობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიგეგმა, რომელშიც რამდენიმე ბატალიონთან ერთად, პოლიციის აკადემიის კურსტანტებიც იყვნენ ჩართულები. პოლიციელებს დაბა კოლხიდას  მიდამოებში პოზიციები უნდა გაემაგრებინათ, საიდანაც მტრის შენაერთებისთვის ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. 28-29 აგვისტოს ღამის საათებში, ორ ნაწილად გაყოფილი კურსანტთა ასეული, ე.წ. „წითელ ჯვარში“ და კოლხიდასთან მდებარე მანდარინების პლანტაციებში დაბანაკდა. მოწინააღმდეგემ მალევე მიიტანა მათზე იერიში, რის შედეგადაც „წითელ ჯვარში“ დაბანაკებული ათივე პოლიციელი დაი*ღუპა. მარჯვენა ფლანგზე მყოფმა პოლიციელების ძირითადმა ძალებმა, თავდასხმა უმსხ*ვერპლოდ მოიგერიეს (ოთხი კაცი დაიჭ*რა) და მაშინვე დაღუ*პული თანამებრძოლების პოზიციებისკენ მიაშურეს. მათთან ერთად, „ბმპ“-ეს ტიპის ტექნიკის წინამძღოლობით, მხედრიონელთა ერთი ოცეულიც ავითარებდა იერიშს, რა დროსაც ადგილზე მისულები, ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცნენ.

შოთა ბითაძე (პოლიციის კურსანტი):

 „მაღლობზე რომ ავედით, მოწინააღმდეგის ინტენსიურმა ცეცხლმა გვაიძულა ჩვენი ბიჭების პოზიციამდე გვეხოხა. მაღლობზე პირველკურსელის ანდრო ჭანტურიძის უძრავი სხეული შევნიშნეთ. როცა მეგობრების სამყოფს  მივაღწიეთ, თვალწინ შემზარავი სურათი გადაგვეშალა. მარჯვენა მხარეს, ნაძვებთან მეოთხე კურსელის ერნესტ კუკსას და*მახინჯებუ*ლი გვ*ამი იდო, მისთვის ხელებში აფეთ*ქებულ ყუმბარას ორივე ხელის კიდური წაეგ*ლიჯა. რამდენიმე ნატყ*ვიარი სახეზეც ჰქონდა. აქვე ახლოს ფოლადის ჩაფხუტიანი, ნაძვს მიყრდნობილი ლევან ცისკარიშვილი უსულოდ იჯდა. მისთვის სნაიპერის ტყ*ვიას ფოლადის ჩაფხუტი გაეხვრიტა. გზის მარცხენა მხარეს მაიორ მირიან თეთრაძის, მეოთხე კურსელის ნუგზარ მარშანიშვილის, პირველკურსელების ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას უმოძრაო სხეულები დავინახეთ. ახლოს მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მირიან თეთრაძეს (მეთაური) თავი ჰქონდა გაპო*ბილი. ყველა დანარჩენს სხეულზე ნატყ*ვიარები ჰქონდა. აქეთ ნაძვებთან, გზის მხარეს კაპიტან ვახტანგ კვესიტაძის და მისგან ათი მეტრის მოშორებით მეოთხე კურსელის ზაქარია ვეშაპურის გვა*მები შევნიშნეთ, მეოთხე კურსელი ბადრი გერაძე არსად ჩანდა. ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა“ (გერაძის ცხე*დარს ოდნავ მოგვიანებით, მეოთხე კურსელებმა - კახა ადამიამ და კობა კალმახელიძემ მესამე ტერასაზე მიაკვლიეს).

ერთსაათიანი ბრძოლების შემდეგ, მოწინააღმდეგემ  უკან დაიხია (სამი პოლიციელი მძიმედ დაიჭ*რა. მხედრიონელებმა მოგვიანებით განიცადეს დანაკარგები, როდესაც მტრის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ ), თუმცა სროლებს მაინც ჰქონდა ადგილი და ცხედ*რების გამოსატანად დაწყებული საევაკუაციო პროცესიც, რთულ პირობებში მიმდინარეობდა. „ბმპ“-ში ექვსი ცხედ*რის მოთავსება მოხერხდა, დანარჩენი ცხედ*რების გამოსატანად კი „შავნაბადას“ კუთვნილი „ბტრ“-ის ტიპის ტექნიკა მოიშველიეს. აღნიშნულ „ბტრ“-ში ოთხივე დაღუ*პულის ცხე*დარი მოათავსეს, თუმცა ტექნიკას ძრავამ უმტყუნა და მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი გახდა. ამასობაში მას ჭურვიც მოხვდა, თუმცა ზიანი დიდად არ მიდგომია და ეკიპაჟის წევრებთან ერთად, ცხედ*რების გადარჩენაც მოხერხდა. დაღუ*პულთა გადმოსვენება ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მანამდე კი დედაქალაქის მიმართულებით ექვსი გადმოსვენებულის ტრანსპორტირება განხორციელდა.

შოთა ბითაძე:

„29 აგვისტოს გაგრის ნავსადგურიდან ფოთის მიმართულებით გასული გემით გავაცილეთ ჩვენი მეგობრების - მირიან თეთრაძის, ნუგზარ მარშანიშვილის, ერნესტ კუკსას, ანდრო ჭანტურიძის, ბაჩუკი კოკაიას და გელა ბელქანიას ცხედ*რები. ისინი იმ გზით გავაცილეთ, რა გზითაც აქ, გაგრაში ჩამოვედით. გაგრის სტადიონზე, სატვირთო მანქანაზე დასვენებულ თუთიის სასახლეში ჩასვენებულ ვახტანგ კვესიტაძეს, ბადრი გერაძეს, ლევან ცისკარიშვილს და ზაქარია ვეშაპურს, 31 აგვისტოს ღამე გავუთენეთ და დილით ვერტმფრენით გავაცილეთ.“

.................

გ. ბელქანია, ა. ჭანტურიძე, ლ. ცისკარიშვილი, ბ. გერაძე, ბ. კოკაია.

ე. კუკსა, ვ. კვესიტაძე, ნ. მარშანიშვილი, მ. თეთრაძე, ზ. ვეშაპური.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 23.09.2024
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0