სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე (საშა) ლავრენტის ძე ბერულავა 1945-93წწ დაკ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი ალექსანდრე (საშა) ლავრენტის ძე ბერულავა 1945-93წწ დაკ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

1945-1993 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერულავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ალექსანდრე (საშა) ლავრენტის ძე ბერულავა 1945-93წწ დაკ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

ალექსანდრე ბერულავა



ბერულავა ალექსანდრე (საშა) ლავრენტის ძე
დაიბადა ქალაქ სოხუმში 1945 წლის 11 ნოემბერს. სოხუმის XIV საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1964 წელს, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯურნალისტიკის განყოფილებაზე. უნივერსიტეტი წითელი დიპლომით დაასრულა. დიპლომამდელი პრაქტიკა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში“ გაიარა, ხოლო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გაზეთის რედაქტორმა – გ.სემონოვმა აიყვანა სამუშაოდ ოფიციალური დოკუმენტების მიღების გარეშე, რადგანაც შიშობდა, რომ საშა მიიღებდა ცენტრალური გაზეთების შემოთავაზებას და საქმიანობას თბილისში გააგრძელებდა. მაგრამ, საშას ვერ წარმოედგინა სოხუმის გარდა სხვა ქალაქში ცხოვრება – შემდგომი წლების განმავლობაში იგი ებრძოდა კორუფციას, მექრთამეობას, სეპარატიზმს, იცავდა ადამიანის უფლებებს. ამავდროულად იგი ადიდებდა აფხაზეთსა და მის მაცხოვრებლებს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. მოსახლეობას იგი უყვარდა და „აფხაზეთის ოქროს კალამსაც“ უწოდებდნენ.



1989 წლიდან აფხაზეთში მდგომარეობა გართულდა, გამწვავდა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. საშა აფრთხილებდა, რომ ყოველივე ეს შეიძლება გადაზრდილიყო სეპარატიზმში, მაგრამ მას არ მოუსმინეს.
საქართველოს მტრების მრავალწლიან იდეოლოგიურ შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. აფხაზეთის უნივერსიტეტში წარმოშობილი გაურკვევლობა ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. დაიღვრა სისხლი… სასწრაფო დახმარების მძღოლებმა უარი განაცხადეს დაჭრილთა და დაშავებულთა გადაყვანაზე საავადმყოფოში – მაშინ ეს მართლაც სახიფათო იყო. მაშინ მანქანის საჭეს საშა მიუჯდა და მთელი ღამის განმავლობაში გადაჰყავდა როგორც ქართველები, ასევე აფხაზები და აფხაზეთის სხვა ეროვნების მაცხოვრებლებიც.
1991 წელს, როდესაც შსს-ს იზოლატორში ბუნტი მოხდა, აჯანყებულებთან ვინმეს მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა. საშას გარდა პატიმრებმა არავინ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი კრიმინალებს ებრძოდა, საშას იმდენად პატივს სცემდნენ, რომ მოლაპარაკებები მას მიანდეს. აჯანყების დასრულების შემდეგ საშამ ამ მოვლენების ამსახველი სტატია დაწერა, რომელიც გახდა ციხიდან პირველი რეპორტაჟი მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.



საშა კარგად ერკვეოდა თეოლოგიაში. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი ყოველთვის ეპატიჟებოდა მას უცხოური ეკლესიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. სხვათაშორის, სწორედ საშამ აიღო ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ სასულიერო პირთან ათეისტურ საბჭოთა კავშირში, რომელსაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.



საშა იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ხელი შეუშალა თავდასხმას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, უწმინდესსა და უნეტერესზე ილია II-ზე, აფხაზეთში მისი ვიზიტის დროს. იმჟამად, საშას ავტორიტეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, საშა მიემგზავრებოდა ტელეაპარატურის გასაკეთებლად, რადგანაც იგი იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელი. ქალაქის ცენტრში იგი ახალგაზრდა აფხაზმა ბოევიკებმა დაატყვევეს. მანქანაში იარაღი ელაგა, მაგრამ საშა ეწინააღმდეგებოდა მის გამოყენებას, რადგანაც იმედოვნებდა, რომ ეს გაუგებრობა მალე აღმოიფხვრებოდა. მაგრამ ყველაფერი გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხერხდა ტყვეობიდან მისი გამოყვანა. სახლში იგი სოხუმის ბატალიონის მეომრებმა მოიყვანეს. საშას სხვისი პერანგი ეცვა, როგორც აღმოჩნდა, მისი პერანგი სისხლში იყო ამოსვრილი და ერთ-ერთმა აფხაზმა მას საკუთარი პერანგი გადასცა. როგორც ამბობენ, ეს აფხაზი ამისთვის შემდეგ დახვრიტეს.
ომის განმავლობაში საშა სოხუმს არ ტოვებდა. მან უარი თქვა მრავალ მიმზიდველ შემოთავაზებაზე და სამუშაოდ არც მოსკოვსა და არც თბილისში არ გადავიდა. იგი იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი, ყველა სამხედრო პრეს-ცენტრისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი. იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რასაც იგი აკეთებდა, ძალზედ რთულია. მაშინ, როდესაც სადმე სიტუაცია რთულდებოდა, მას ავიწყდებოდა დასვენება, პირადი ცხოვრება, ყველაფერი, და აკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო კონკრეტულ სიტუაციაში.
1993 წლის 27 სექტემბერს იგი იყო იქ, სადაც მის ყოფნას სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულება მოითხოვდა – აფხაზეთის მინსტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და სხვა პატრიოტების გვერდით. ამბობენ, რომ საშა მოუწოდებდა თანამებრძოლებს არ ჩაბარებულიყვნენ ტყვედ და თან ყოველთვის ყუმბარას ატარებდა.
ამ საბედისწერო დღის შემდეგ, საშა ბერულავას ბედი უცნობია

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 11.01.2024
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0