სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10631

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვლადიმერ (ვოვა) სელეპანოვი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ვლადიმერ (ვოვა) სელეპანოვი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი ვლადიმერ (ვოვა) სელეპანოვი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სელეპანოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ვლადიმერ (ვოვა) სელეპანოვი 1965-92წწ გარდ. 27 წლის, გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

ვლადიმერ (ვოვა) სელეპანოვი
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სელეპანოვი დაბადებული 1968 წლის 25 სექტემბერს მცხოვრები ქ. თბილისში. ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მოხალისედ წავიდა საბრძოლველად აფხაზეთში. გარდაიცვალა 02 ნოემბერი 1992 წელი. მდინარე გუმისთასთან


ვლადიმერ (ვოვა) ალექსანდრეს ძე სელეპანოვი, ეროვნებით სომეხი, დაიბადა 1968 წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში 3-დან 6 წლამდე იზრდებოდა პირველ ექსპერიმენტალურ ბაღში. 1974 წლიდან 1985 წლამდე სწავლობდა თბილისის 52-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა კარგი მაჩვენებლებით. იმავე წელს ჩააბარა გამოცდები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ჩაირიცხა სატრანსპორტო ფაკულტეტზე. სკოლაში სწავლისას პარალელურად დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით, იქვე დაიწყო ვარჯიში სპორტის სახეობებში, განსაკუთრებით უყვარდა.

მძლეოსნობა – სირბილი დიდ დისტანციებზე – იყო თანრიგოსანი, ხშირად გამოდიოდა სპორტულ შეჯიბრებებში სკოლის, ინსტიტუტის, რაიონის, ქალაქის, რესპუბლიკის სახელით. მიღებული აქვს მრავალი დიპლომი და მედალი.


1985 წლის პირველ სექტემბრიდან ვოვა სტუდენტია. ორი კურსის დახურვის შემდეგ გაიწვიეს ჯარში. სავალდებულო სამხედრო სამსახური 1987-1989 წლებში გაიარა ყაზახეთის ტერიტორიაზე. ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში – საიდუმლო სარაკეტო სახეობის ჯარში. 1989 წლის აპრილის ბოლოს გაერკვა ეროვნულ მოძრაობაში, გაიგო სად რა პარტიები იყო და რა მიზნები ამოძრავებდათ მათ, ესწრებოდა დემოკრატიული პარტიის მიტინგებს,მეხუთე კურსზე იყო, როცა გადაწყვიტა აფხაზეთში წასვლა. აგვისტოს ბოლოს გამოცხადდა ვაკის რაიონის სამხედრო კომისარიატში, და ითხოვა გაწვევა აფხაზეთში მოხალისედ. 1 სექტემბერს თვითონვე გაიმზადა ჩანთა და გაუდგა, გზას, დაიბარა თითქოს მივლინებით მიდიოდა ვოლგოგრადში 2 კვირით ის  მუშაობდა ასოციაცია „იბერიაში“ მენეჯერ-კომერსანტად. ორი კვირის შემდეგ 1 სექტემბერს ინსტიტუტში დაიწყო სწავლა და მაშინ გახდა ცნობილი, რომ იმყოფებოდა გაგრაში, სადაც 37 დღე დაჰყო და 7 ოქტომბერს თავის 103-.ბატალიონის გადარჩენილ წევრებთან ერთად დაბრუნდა თბილისში. დაბრუნდა დაღლილი, დაჭრილ-დასახიჩრებული, ნაომარი, სხეულზე ჰქონდა უამრავი ჭრილობა, მარცხენა ყურიდან სისხლი სდიოდა, მარჯვენა თვალიდან – ცრემლისმაგვარი სითხე, მარცხენა მუხლი დამტვრეული ჰქონდა, გულთან ხორცი ამოგლეჯილი, მკლავი ნატყვიარი... საჭირო იყო მისი სასწრაფო მკურნალობა მაგრამ მან ჯერ მოინახულა დაჭრილი და ცოცხლად გადარჩენილი თანამებრძოლები, ხოლო 19 ოქტომბერს დილით ისევე გაუფრთხილებლად „გაიპარა აფხაზეთში და, აი, საბედისწერო დავალება: 2 ნოემბერს, მდინარე გუმისთის ხეობაში, როდესაც დაზვერვაზე გავიდნენ ის და მისი 3 თანამებრძოლი, მოულოდნელად მათ თავს დაესხა გადამთიელთა ბრბო და შესთავაზეს „დაყარეთ იარაღი და ტყვედ დაგვნებდითო“. ამ მოთხოვნაზე ვოვას 3 თანამებრძოლი ტყვედ გადავიდა. ვოვა დარჩა მარტო პირისპირ უამრავი მტრის წინაშე. გახსნა ცეცხლი და კიდევაც გამოასალმა სიცოცხლეს რამდენიმე გადამთიელი, მაგრამ ისინი ბევრნი აღმოჩნდნენ და ვოვა ცეცხლსასროლი იარაღებით დაცხრილეს – ასედაასრულა მან თავისი 24 წლის სიცოცხლე და შეეწირა საქართველოს მთლიანობისა და დემოკრატიის წმინდა საქმეს. ვოვა იბრძოდა თავგანწირვით, შეუპოვრად, გმირულად და დაეცა ბრძოლის ველზე სრულიად ვალმოხდილი სამშობლოსა და ხალხის წინაშე.


ვოვა სელეპანოვი, საბურთალოელი სომეხი ბიჭი, გაგრის გასასვლელთან ტანკს შეუვარდა ხელყუმბარით ხელში – ქართველს ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ურჩევნიაო. განთიადში ქალები გვიყვებოდნენ გაგრიდან გამოტანილ ამბავს, – ქუჩებში ქართველების გვამები ძაღლების ლეშებივით ყრიაო. არძინბას დაურეკავს , თქვენი ცხედრები გაიტანეთო. მერე, რომ არავინ შეეხმიანა, "წითელ ჯვართან" გათხრილ ორმოში ტრაქტორებით ჩაყარეს ერთმანეთში აზელილები..

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს



ვლადიმერ (ვოვა) სელეპანოვი

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სელეპანოვი დაბადებული 1968 წლის 25 სექტემბერს

მცხოვრები ქ. თბილისში. ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მოხალისედ

წავიდა საბრძოლველ ად აფხაზეთში.

1992 წლის 28 აგვისტოს ჩაირიცხა 103-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში

რიგით მსროლელად, მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებაში ქ. გაგრის

ზონაში 1992 წლის 7 ოქტომბრამდე. ამ ხნის განმავლობაში მან თავი გამოიჩინა

როგორც მამაცმა და მტკიცე ნებისყოფის მქონე ჯარისკაცმა.

1992 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს

ოფიცერთა დახელოვნებისა და ზემდეგთა მომზადების კურსების ბაზაზე ჩამოყალიბდა

101 ბატალიონი, რომელშიც იგი ჩაირიცხა, და დაინიშნა მეორე ასეულში, ოცეულის

მეთაურად. ბატალიონის შემადგენლობაში იღებდა საბრძოლო მოქმედებებში

მონაწილეობას შრომა-ახალშენის მიმართულებით. 1992 წლის 2 ნოემბერს

სადაზვერვო ჯგუფმა, რომელსაც იგი მეთაურობდა ბატალიონის მეთაურისაგან მიიღო

ბრძანება დაეზვერათ სოფელი შუბარა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საცეცხლე

საშუალებების აღმოსაჩენად, ვინაიდან მოსალოდნელი იყო მოწინააღმდეგის

გააქტიურება ამ მიმართულებით. 1992 წლის 2 ნოემბერს გამთენიისას სადაზვერვო

ჯგუფი გავიდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად. სოფელ შუბარაში ეს ჯგუფი

შეხვდა პირისპირ მოწინააღმდეგის შეიარაღებულ რაზმს, რომელიც რიცხობრივად

ბევრად აღემატებოდა აღნიშნულ ჯგუფს. ჯგუფი ჩაება უთანასწორო ბრძოლაში,

რომელშიც სელიპანოვი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე გმირულად დაეცა. ამავე დღეს

სელიპანოვის გვამი გამოტანილ იქნა.

ამჟამად ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სელიპანოვი დაკრძალულია ქ. თბილისის ერთერთ სასაფლაოზე.

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სელეპანოვი საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი საბრძოლო მამაცობისა და

ვაჟკაცობისთვის, აგრეთვე საბრძოლო საზრიანობისა და გამჭრიახობისათვის

დაჯილდოვებულ იქნა ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ.



ფოტოების ნაწილი მოგვაწოდა დავით გულიკიანმა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 13.03.2022
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0