– ჩვენ თხუთმეტიწლის მეგობრობა გვაკავშირებდა, ერთ უბანში ვცხოვრობდით– ვაკეში, რიგის ქუჩაზე. კოკა თუმცა ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო,მაგრამ ისეთი ხიბლი ჰქონდა, თავისზე გაცილებით უფროსებთანაც ადვილად ხერხებდა დაახლოვებას,და შემდგომ ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში იზრდებოდა,კოკას ხასიათში რა გვხიბლავდა? უპირველესად მისი ვაჟკაცური ბუნება მუდამ ხალისიანი, უღალატო იყო, იცოდა მეგობრის გატანა. რა საქმეზეც არ უნდა მიგემართა, ყველაფერს გააკეთებდა, თავს არ დაზოგავდა და გვერდში ამოგიდგებოდა, ყველასთვის ასეთი კაციიყო. მეგობარი კი უამრავი ჰყავდა – თბილისის 57-ე სკოლიდან,თუ პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან. კოკა ზომ განათლებით ინჟინერი იყო – ქიმიკოსი. თავისი ნესტანიც სტუდენტობისას გაიცნო და შეიყვარა, თანაც, როგორი სპორტსმენი იყო! გახსოვთ, რას სწერს კოტე გაბაშვილი „ნატვრისთვალში“: „კოკა რაგბისტი იყო.. მოქნილი, სხარტი და გონიერი, სპორტშიც ისეთივევაჟკაცი იყო,როგორც ცხოვრებაში– შეუდრეკელი, უშიშარი და, რაც ვაჟკაცისათვის ყველაზემნიშვნელოვანია, სამართლიანი.
აი, ნაღდი თბილისელი ბიჭის ერთი აუცილებელი თვისება – სამართლიანი! არ არსებობდა მისგან ტყუილი, ლიქნი, სიტყვის გატეხვა ჩემი მოსაუბრე მცირე ხნით შეჩერდა. ორიოდე წუთით უხმოდ ვისხედით...
მეუღლესთან ნესტან ინასარიძესთან ერთად 1990-იანი წლები
ქუცო მიქელაძისათვის ადვილი არ იყო თავისი უახლოესი მეგობრის– კოკა კლდიაშვილის გახსენება, მაგრამ პასუხისმგებლობას გრძნობდა და ცდილობდა მნიშვნელოვანი რამ მისი ბიოგრაფიიდან არ გამორჩენოდა.
– გვარდიაში როგორ მოვხვდით? – კოკას წყალობით.
ეს ამბავი როგორ დაიწყო? – შავნაბადაზე ავედით, ჩვენი ბატალიონის უფროსთან აკია ბარბაქაძესთან. გვითხრა: აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად უნდა წავიდეთო,აღარ შეიძლება ამდენი არეულობის მოთმენა,ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების მოტაცება. იმხანად ხომ რამდენიმე თანამდებობის პირი ჰყავდათ ტყვედ აყვანილი. ჰოდა, საჭირო გახდა იქ წესრიგის დამყარება, ომზე კი მაშინ არავინ ფიქრობდა. ჩვენც სამზადისს შევუდექით, 12 აგვისტო იყო. მეორე დღეს კოკას დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა, ის ხომ ოცდაექვსი წლისა სრულდებოდა. კოკა დუშეთში გაემგზავრა თავის აგარაკზე ცოლ-შვილთან გამოსამშვიდობებლად, იმავ დღეს დაბრუნდა. ცამეტში ბიჭები შევიკრიბეთ, ერთხანს მოვილხინეთ, კოკა გატაცებით უკრავდა ფორტეპიანოზე ჯაზურ მუსიკას, ახლა როგორ მღეროდა!., ცამეტშივე შავნაბადაზე ავედით და იმავე ღამით აფხაზეთში გავემგზავრეთ. თოთხმეტ აგვისტოს უკვე ფოთში ვიყავით და იქიდან რამდენიმე კარჭაპით ლესელიძისკენ გავეშურეთ, ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრის დასაცავად. გზაში ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. ჯერ იყო და კარჭაპი დაგვიზიანდა, ერთხანს შევჩერდით, ახლა რუსეთის დიდმა სამხედრო კრეისერმა დაგვაყოვნა, რომელიც ჩვენს მსვლელობას ადევნებდა თვალს და, ალბათ, სათანადო ცნობებსაც გადასცემდა. იმ დროს თურმე გაგრაში უკვე ბრძოლები
დაწყებულიყო და აფხაზები განთიადის მხრიდან უტევდნენ.
14 აგვისტოს ლესელიძეში ნაპირს რომ მივადექით, იქ არავინ დაგვხვდა,საშინელი სიცხე იყო. ოთარი და კოკა ნაპირზე გადახტნენ და... სანაპირო მოაჯირთან ჩასაფრებულმა აფხაზებმა ტყვიის წვიმა დაგვაყარეს. ზღვის ქვიშაში სამიზნეები აღმოვჩნდით. შვიდი ბიჭი იქვე ნაპირზე დაგვიჭრეს. კოკა კობაიძეს ცხრა ტყვია მოხვდა, მაგრამ მაინც მოახერხა თავისი დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანა, სროლით გავიკაფეთ გზა. განთიადისაკენ წავედით. აფხაზები განუწყ ვეტლივ გვესროდნენ, მაგრამ მაინც შევედით, ცოტა რომ ამოვისუნთქეთ, ერთმანეთს დავუწყეთ ძებნა. კოკა არსად ჩანდა. გვითხრეს ლესელიძეში ორი ქართველი ბიჭი მოუკლავთო და იქით გავეშურეთ, სირბილით მივედით იმ ადგილას და მხატვარი სანდრო ვაჩეიშვილი ვნახეთ ტყვიებით მთლად დაცხრილული.
მეუღლესთან ნესტან ინასარიძესთან ერთად 1990-იანი წლები
კოკას ძებნა გავაგრძელეთ. დაბის ერთმა იქაურმა მცხოვრებმა „კამაზი“ გამოიყვანა და იმით წაგვიყვანა მე და პატარა თბილისელი ბიჭი ელდარ მუზაევი, რომელმაც ჩიენი დაღუპული მეგობრის ადგილი იცოდა. მტერი კვლავ უმოწყალოდ გვიშენდა, მაგრამ ჩვენი მძღოლი იმ ტყვიების წვიმაში მაინც ახერხებდა გზის გაკვალვას და დაბის ბოლოს უვნებლად მიგვიყვანა.
ფოტოზე: "კურო", გელა კეიდია, კოკა კლდიაშვილი(გმირულად შეეწირა სამშობლოს 1992 წლის 15 აგვისტოს, აფხაზეთის ომში) და თორნიკე გასვიანი
მივედით და... ვნახეთ. იგი ხომ უშიშარი იყო, ნაპირზე ტყვიის წვიმაში მტერს არ შეპუებია, მათ საფარს მაინც გადავლებია და იქ სნაიპერის ნასროლი ტყვია მოხვდა.
ჩემი მოსაუბრე დადუმდა. ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, მას მეტის თხრობა აღარ შეეძლო. მერე მისი ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს. გლოვის ზარი რეკდა კლდიაშვილების ოჯახში, თბილისელი ახალგაზრდების გულებში.
თორნიკე გასვიანი და კოკა კლდიაშვილი დღეს, დაახლოებით ამ დროს, 1992 წლის 15 აგვისტოს, აფხაზეთის ომში, კერძოდ ლესელიძეში, გმირულად დაიღუპა კოკა კლდიაშვილი(ფოტოზე მარჯვენა)
კოკას დედასთან, ქალბატონ ჰენრიეტასთან ვერ შევბედე მისვლა, ვერც მისი პატარები ვნახე. ისევ ნესტანს ვთხოვე, შემხვედროდა. მოვიდა ჩემთან ახალგაზრდა, შაოსანი მშვენიერი ქალი. მას ძალიან უჭირდა საყვარელ მეუღლეზე საუბარი. – იცი, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო, სიკეთით სავსე,ოჯახში რომ შემოვიდოდა, ყველას დაგვკოცნიდა, მოგვეფერებოდა,ისეთი მეგობრობა იცოდა, ყველა მას ელტვოდა. ჩემი გოგოებიც კი. თავიანთ საიდუმლოო ამბავს მას უყვებოდნენ და რჩევასაც ჰკითხავდნენ. ბიჭები კი იმას აყვედრიდნენ რა სულ ცოლ-შვილში ხარო. ახლა მშობლები როგორ უყვარდა, თავისი და ძმა თემური და თინა, როგორ განიცადა მამამისის დაღუპვა, დედაზე ხომ გიჟდებოდა, ვინ არ უყვარდა უსაზღვროდ, ჩვენს გოგონას ხომ თავისი დის სახელი დაარქვა – თიკო ახლა სამწლინახევრისაა, მამა კარგად ახსოვს, მაგრამ რაღაცას გრძნობს და არ ახსენებს. ვინმე კარგ მომღერალ კაცს რომ დაინახავს, მაშინ იკითხავს: კოკა როდის მოვაო? გიორგი კი მამას, ალბათ, სურათით დაიმახსოვრებს.
ლარისა ხუბულური
ითმაშრომლა მეუღლემ ნესტან ინასარიძემ