სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
მუხრან შუკვანი 1984-2010წწ გარდ. ავღანეთი წარმ. სოფ ლენჯერი მესტია მუხრან შუკვანი 1984-2010წწ გარდ. ავღანეთი წარმ. სოფ ლენჯერი მესტია

1984-2010 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი შუკვანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

470       ბეჭდვა

მუხრან შუკვანი 1984-2010წწ გარდ. ავღანეთი წარმ. სოფ ლენჯერი მესტია

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984.


მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

მუხრან შუკვანი


31.01.1984 - 5.09.2010

ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენი

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით, 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.



„ოდესმე თუ გვიფიქრია, რა არის სიცოცხლე, რატომ მოვევლინეთ ამ ქვეყანას და როდის გარდავიცვლებით... საოცარია, დავდივართ ამ ცოდვილ მიწაზე გაჭიმულები, ისე, თითქოს ყველაფერი ჩვენი იყოს. უფალმა მოგვცა უფლება გვეცხოვრა, შეგვეგრძნო რა არის ადამიანი, რა არის სიყვარული, მზით გათბობა, გაზაფხულის სურნელი, გამოგვეცადა ის გრძნობები, რაც ადამიანურია და მერე...



ღმერთო, რა ძნელია სიკვდილი, იგი ყველაფერს წაგვართმევს და თავის შავ სამოსელში გაგვხვევს, ნუთუ იმისთვის ვიბადებით, რომ მერე დავიხოცოთ. მიკვირს, როგორ ახერხებს ადამიანი ამ აზრით ცხოვრებას.

მინდა უკვდავი ვიყო!!! ვიცხოვრო მაშინაც კი, როცა დედამიწაზე გარდავიცვლები, მინდა ისე განვვლო წუთისოფელი, რომ სიკვდილიც საამო იყოს და მაღალმა უფალმა მიიღოს ჩემი ცოდვილი სული“...

მუხრან შუკვანი

როდესაც ამ ჩანაწერს აკეთებდა, მუხრან შუკვანმა არ იცოდა, რომ 28 წლის ასაკში მისი სახელი მართლაც უკვდავყოფილი იქნებოდა ქართველი გმირის წოდებით. ის მართლაც ცხოვრობს, მაშინაც, როცა დედამიწაზე გარდაიცვალა... ისე, როგორც თავის ჩანაწერში ისურვა. სვანეთში გაზრდილი, ძლიერი ბუნების ვაჟკაცი, დღეს მშობლიურ ლენჯერში განისვენებს... სიცოცხლის ბოლო დღეები მანაც ავღანეთში განვლო და საერთაშორისო მისიით მსოფლიოს ცხელ წერტილში წასული, სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. უკან დარჩა სვანეთი და სახლი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა... დარჩა მშობლები, შავით მოსილი და შვილის სიკვდილით დაუძლურებული. დარჩა ორი უმცროსი ძმაც, რომლებსაც დღეს ყველა გმირის ძმებად იცნობს.

შეყვარებული იყო, თუმცა ოჯახმა ისიც კი არ იცის ვის უწერდა მათი ვაჟკაცი სატრფიალო ლექსებს. მათი ადრესატი არ გამოჩენილა, თუმცა მუხრანის დედამ მას ყველა ლექსი მაინც საგულდაგულოდ შეუნახა.


„მე, ალბათ, ომში დავიღუპები,

ალბათ, ბრმა ტყვია გამიღებს კარებს,

უკანასკნელად გამახსენდები

და შენზე ფიქრით დავხუჭავ თვალებს...

და როს სიცოცხლეს შეცვლის სიკვდილი

ტანჯული გული რომ დაისვენებს,

სულის სამოთხეს მივწვდები, ალბათ,

თუ შენი ცრემლი მკერდს დამისველებს“...


***


„ჩვენ ბედის წერას ვერ დავემალებით,

ალბათ, ამიტომ დავალთ ცალ-ცალკე,

იცოდე ერთად ვეღარ ვიქნებით,

რადგან ეს წლები გადიან მალე.

მახსოვს შორიდან ნატყორცნი მზერა,

რომელსაც გული მალე ემსხვერპლა...

მაინც თვალიდან ცრემლები მდიან

და დავიწყება ამ გულს არ ნებავს.

ნუღარ ვიფიქრებთ, ჩვენ ორნი ერთად

ვიაროთ ცალკე ეულად, მარტომ,

მხოლოდ ამას გთხოვ, იცოდე კარგო,

რომ სიყვარული კვდება არასდროს“...

„ალბათ შეყვარებული იყო, მაგრამ არავინ არ გამოჩენილა. ალბათ, იყო, აბა, რატომ წერდა ასეთ ლექსებს“ - ფიქრობს კლარისა შუკვანი და გმირი შვილის შესახებ თვალცრემლიანი გვიყვება.

კლარისა შუკვანი, დედა:

- მუხრანმა ლენჯერის საშუალო სკოლა დაამთავრა. ბავშვობიდანვე ყველანაირად დადებითი და დამჯერი შვილი იყო. 28 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უწყენინებია ჩემთვის. მთელი სოფელი ასე ფიქრობს, ყველას უყვარდა. ისეთი ადამიანი, როგორიც ის იყო, ალბათ, ჯერ არც დაბადებულა. უარს არავის არაფერზე ეტყოდა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სამხედრო სამსახურისადმი დიდი სიყვარულით და სკოლა რომ დაამთავრა, პირდაპირ სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. მაშინ თურქები ასწავლიდნენ. ძალიან კარგი ყოფაქცევითა და დისციპლინით გამოირჩეოდა. იქიდან გვიგზავნიდნენ დახასიათებებს და მადლობის წერილებს. იცით, რამდენი მედალი აქვს მიღებული?.. მაგრამ, არც სახლში და არც თავის მეგობრებთან, ერთხელაც არ დაუტრაბახია თავისი წარმატება. გამორჩეული კურსანტის სახელით დაამთავრა სამხედრო აკადემია. შემდეგ ერაყში წაიყვანეს. იქიდან რომ ჩამოვიდა, ქუთაისში დაიწყო მუშაობა. შემდეგ ცხინვალის ომში წავიდა, აგვისტოს ომმაც ჩვენს გულებზე გადაიარა. იქიდან ვერ გვირეკავდა და არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი. დაჭრილიც ყოფილა, მაგრამ არ გაუმხელია ჩვენთვის, ბიჭებისთვის უთქვამს, არ თქვათო. ერთ დღეს, როცა სამხედრო მანქანა მოგვადგა და გვითხრეს, თავდაცვის სამინისტროდან ვართო, მაშინ შევიტყვე, რომ დაჭრილი იყო. მერე თვითონაც ჩამოვიდა სახლში 2 ღამით, 4 ბიჭი დავკარგეო და კინაღამ გადაჰყვა იმათზე დარდს. მაშინ ვუთხარი, რომ მომივიდა ცნობა მისი დაჭრის შესახებ. მშვიდად მითხრა, არაფერიაო. თავი არ დავანებე და ბოლოს მაჩვენა ჭრილობა. როცა საქმე სამსახურს ეხებოდა, ერთი სიტყვა არ დასცდებოდა. ასმეთაურებმა მითხრეს, სულ ამბობდა, სანამ სხვა ჯარისკაცს რამე დაემართება მანამდე მე უნდა დამემართოსო. თავისი ჯარის მეგობრების ერთგული იყო. სერჟანტი ამბობდა, 5-6 კაცი მოვკვდებოდით მუხრანი რომ არ ყოფილიყოო. ასე, გადმოცემით ვიცი ყველაფერი მის შესახებ, რაც ბრძოლის ველზე გამოუვლია. ძალიან ყურადღებიანი შვილი იყო. ავადმყოფი ქალი ვარ, სულ მირეკავდა და მეუბნებოდა, დედა, როგორი ხმა გაქვს, რამე ხომ არ გაწუხებსო. მერე სხვებს ეკითხებოდა, ხომ არაფერია საშიში დედაჩემის თავსო. გამორჩეული ბიჭი იყო. მანამდე სხვა სამსახური არ ჰქონია, სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა აკადემიაში, 4 წელი ისწავლა და პირდაპირ სამსახური დაიწყო, სადაც 1 წელი იმუშავა. შემდეგ ერაყში წავიდა... ერაყიდან რომ დაბრუნდა ქუთაისში დაიწყო მუშაობა, სამხედრო განხრით. მერე იყო ცხინვალის ომი, მერე ავღანეთი და ეს აღმოჩნდა მისთვის უკანასკნელი ბრძოლის ველი...


თავის საქმეში წარჩინებული იყო. დაწინაურება ელოდა წინ. ტუღუში იყო მისი მეთაური, მისი წერილი მანამდეც მოგვივიდა, ბევრჯერ არის ჩვენთან ჩამოსული. ამერიკიდანაც გვირეკავდა, მუხრანის სასაფლაოზე აუცილებლად მოვალო. ძალიან უყვარდა და აფასებდა. მუხრანის სურათი თავის კაბინეტში ჰქონია. ასეთი გამორჩეული ბიჭი მყავდა.

ბავშობიდანვე ჰქონდა ჯარისადმი სიყვარული. მე საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ამ განხრით წავიდოდა, თავისით მოინდომა.

არასოდეს არაფერს გვეუბნებოდა. არც ავღანეთში წასვლის შესახებ გვითხრა. ასეთი რამ მართლა არ მეგონა, რომ ესენი პირდაპირ ბრძოლის ველზე მიდიოდნენ. სახლიდან ოჯახის წევრების დაბადების მოწმობები რომ მოგვთხოვა, მივხვდი და დავურეკე, ავღანეთში წასასვლელად ხომ არ გამზადებენ-მეთქი, „დედა, შენ არაფერი გამოგეპარებაო“. გულმა მიგრძნო. ყველაზე ცხელ წერტილზე იყო... მისი დაღუპვის შესახებ სამხედრო პირებმა გვაცნობეს. 5-ში დაიღუპა და 6-ში ჩვენ გავიგეთ... ტელევიზიით ინფორმაცია კი მოვისმინე, მაგრამ მასზე არაფერი უთქვამთ... სამხედრო მაღალჩინოსნებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, იქვე გადაუხდიათ პანაშვიდი. ჩემს შვილს მე ისე არ ვიცნობდი, ალბათ, როგორც ისინი ახასიათებენ. ისე უვლიდა ყველას... ავღანეთში პატრულირებაზე პატარა ბიჭები ყოფილან, ეცოდებოდა და ასვენებდა, ცოტა ხანი დაისვენეთ, თქვენს მაგივრად მე დავდგებიო. უკვირდათ, ნუთუ არც ეძინება და არც იღლება, ასეთი რა არისო?! 28 წლისა ცოლ-შვილს ვერ მოესწრო. ჩემთვის კი ძალიან კარგი შვილი იყო, დაუზარელი. წყალი ვინმეს თუ მოუნდებოდა, ჩუმად აძლევდა თურმე, წესით, ინსტრუქტორმა არ უნდა მიუტანოს. 28 წლის იყო და მე მის ხელში არც სიგარეტი დამინახავს და არც ალკოჰოლი. 28 წლის განმავლობაში ერთხელ ნასვამი არ მინახავს. უამრავი მედლები და სიგელები აქვს მიღებული... თურქები განსაკუთრებულად ახასიათებდნენ, მშობლებს ცალკე გვიგზავნიდნენ მადლობას ასეთი შვილისთვის. დიდი გეგმები ჰქონდაო, მეგობრები ამბობენ. დასვენება უნდოდა, რომ ჩამოვალ ცოტა ხანი დავისვენებო. მერე, ალბათ, ოჯახსაც შექმნიდა. ყველა ვაფრთხილებდით, რომ ფრთხილად ყოფილიყო, მაგრამ გვეუბნებოდა, რისი გეშინიათ, არაფერი არ მომივაო... ლექსებსაც წერდა სიყვარულზე...

- შეყვარებული იყო?

- ალბათ იყო, აბა, ვისთვის წერდა ამ ლექსებს... თუმცა ჩვენ არ ვიცით ვინ უყვარდა. გოგონებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. მისი მეგობარი გოგონებიც ისე განიცდიან, რომ მელაპარაკებიან მასზე, ჩემზე მეტად ისინი ტირიან. სახლი ჰქონდა სვანეთში, გოგონებთან ნათქვამი ჰქონია, იმ სახლში ვერანდას ვაკეთებ და რომ ჩაგიყვანთ სვანეთში, განახებთ, იქიდან ყველაფერი მოჩანსო. არ დასცალდა ამის გაკეთება. ბევრი ვეხვეწე გამგეობას, მაგრამ არავინ დამეხმარა მის გაკეთებაში. ჯარისკაცებს ვთხოვე მუხრანის მიწა მაინც ჩამომიტანეთ-მეთქი. ჩემი შვილებივით არიან ისინიც... მე მუხრანის გარდა 2 ბიჭი მყავს, მუხრანი ნაბოლარაა. ძმებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 7 წელია განსხვავება. ძალიან კარგი ძმობა ჰქონდათ, თვითონ მუხრანი იყო საყვარელი ბავშვი. რაც არ უნდა გეთხოვა, უარს არაფერზე გეტყოდა, სოფელში ყველას ეხმარებოდა, არაფერს იზარებდა. დღემდე არ ვიცი რატომ აირჩია სამხედრო გზა. რა ვიცოდი აკადემიაში ჩაბარებას ასეთი რამ თუ მოჰყვებოდა. ხან ვფიქრობ, ნეტა არ გამეშვა, სახელი კი მოიხვეჭა, გმირულად დაიღუპა, მაგრამ მე რა დამრჩა? დღეს შვილმკვდარი დედა ვარ და მთელი ცხოვრება ამ ტკივილში უნდა გავატარო.

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.04.2021
ბოლო რედაქტირება 31.01.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0