სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
ნუგზარ კალანდაძე 1989-2010წწ გარდ. ავღანეთი წარმ. ოზურგეთი გურია ნუგზარ კალანდაძე 1989-2010წწ გარდ. ავღანეთი წარმ. ოზურგეთი გურია

1989-2010 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი კალანდაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ნუგზარ კალანდაძე 1989-2010წწ გარდ. ავღანეთი წარმ. ოზურგეთი გურია

ნუგზარ კალანდაძე

27.07.1989 - 30.09.2010 კაპრალი

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

2010 წლის 30 სექტემბერს კალანდაძეების ოჯახი ავღანეთიდან შვილის ზარს ელოდა. იცოდნენ დარეკავდა და თავის ამბებს მოუყვებოდა, შემდეგ, შეშინებულ დედას დაამშვიდებდა და დაბრუნების პირობას მისცემდა. ზარი იგვიანებდა... იმ დღეს დედამ შვილის ხმა ვერ გაიგო... სატელეფონო ზარის ნაცვლად, კალანდაძეების ოჯახში უამრავი ადამიანი მივიდა, მწუხარების გასაზიარებლად...


კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ბავშვობიდან სამხედრო შემართებით იზრდებოდა... ეს თავად მოუნდომებია... ბავშვობიდან სამხედრო სამსახურის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოუმჟღავნებია და გადაწყვეტილებაც ყრმობის ასაკში მიუღია - ის ჯარისკაცი უნდა გამხდარიყო. საყვარელ საქმესთან ურთიერთობა სავალდებულო სამსახურით დაიწყო. სავალდებულო სამსახურის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნუგზარ კალანდაძემ, სამხედრო სამსახურში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დედა, მარო კალანდაძე ამბობს, „ნუგოს“ თავისი საქმე ყველაზე მეტად უყვარდა... დედა გრძნობდა, რომ ის სამშობლოს ახალ ქართველ გმირს უზრდიდა...

მარო კალანდაძე, ნუგზარის დედა: „სკოლის დასრულებისთანავე ჩემმა შვილმა სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. იარაღისადმი განსაკუთრებული ინტერესით ნუგზარი ბავშვობიდან გამოირჩეოდა, პატარა იყო, მაგრამ სანადიროდ წასული ისეთი ნანადირევით დაბრუნდა სახლში, გაოცებას ვერ ვმალავდით. ბავშვობიდან ჯარისკაცების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ყურადღებიანი, ერთგული, თბილი და მოსიყვარულე იყო. ტელევიზორში სულ სამხედრო თემატიკაზე მომზადებულ ფილმებს უყურებდა და მეც ვამჩნევდი, რომ ინტერესი ჰქონდა. ამ ინტერესს კი მუდამ შიშით შევცქეროდი, ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო და, ალბათ, ამით იყო განპირობებული ჩემი შიში ამ საქმის მიმართ. ჯერ კიდევ სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროს გამანდო გადაწყვეტილება... დედა, ეს არის ადგილი სადაც მე უნდა ვიყო, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და გეხვეწები არ შემეწინააღმდეგოო... წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, რადგან ვგრძნობდი, ვერაფერს გავხდებოდი. როდესაც ავღანეთში წასვლის შესახებ გავიგეთ, ასე მითხრა, დედა, ავღანეთში ახლაც წავალ და შემდეგ მისიებსაც გავყვებიო... არავითარი შიში არ ჰქონია. „ნუგო“, ასე ვეძახდით ოჯახის წევრები, ნუგოსთვის ეს პირველი საკონტრაქტო სამსახური იყო. მახსოვს, 2008 წლის მოვლენების დროს კოდორში ჰყავდათ წაყვანილი, იქიდან დაბრუნებული, ორი თვის მანძილზე იყო სახლში... ყოველდღე ურეკავდა მეგობრებს, რას შვრებით ბიჭებო, არ უნდა გამომიძახოთო... ძალიან ღელავდა... ერთ დღეს გახარებული მოვიდა სახლში, დედა, გამომიძახეს და ისევ ჯარში მივდივარო! მაგრად ჩავიხუტე ჩემი შვილი, ვგრძნობდი, რომ ბედნიერებისგან ქვეყანაზე არ იყო! ზუსტად ასეთივე შემართებით წავიდა ავღანეთში, იქ ჩასვლის შემდეგ ხშირად გვირეკავდა, გვეკონტაქტებოდა, ყველაფერი კარგად არის, არაფერზე ინერვიულოთო... სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ველაპარაკე. მითხრა, დედა, ვეღარ დაგირეკავ, ისეთ ადგილას მივდივარ, იქ ტელეფონი არ იჭერს და რომ ჩამოვალ აუცილებლად დაგირეკავო. 30 სექტემბერს, იმ ავბედით დღეს, ველოდი მე ჩემი ვაჟის ზარს, ველოდი, რომ დამირეკავდა და მეტყოდა, დედა, კარგად ვარ მალე ჩამოვალო! მაგრამ 30 სექტემბერს სულ სხვა რამის მოწმე გავხდი... ჩემი სახლის ტელეფონზე ავღანეთიდან ჩემი შვილის ზარი არ შემოსულა... სამაგიეროდ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ჩემთან... 30 სეტემბერს, ღამის ორ საათზე გავიგე ეს ყველაფერი, იაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი, იქ მომაკითხეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა და იქ მითხრეს მომხდარის შესახებ. ისე წავიდა ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან, რომ არაფერი დარჩენია, მაგრამ ჩემმა შვილმა გმირობის მაგალითი დატოვა და მე ამ გმირობით ვცოცხლობ დღეს...

ერთ თვეში ავღანეთში მისი მისია იწურებოდა. ერთ თვეში ის სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო გამარჯვებული, იმით, რომ საქმეს თავი წარმატებით გაართვა. ამაყი იყო, რომ ასეთ მნიშვნელოვან მისიას ასრულებდა და ზუსტად იცოდა, რომ ამას მისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აკეთებდა. ვაჟკაცი იყო გულით, სული კი პოეტური ჰქონდა... დედას უკანასკნელი სახსოვარიც გაუკეთა, ლექსი მიუძღვნა. ამ ლექსის კითხვისას, დღეს, გმირის დედა, ტკივილთან ერთად, სიმაყესაც გრძნობს, მისი ნუგზარი გმირია, რომელიც სამაგალითო უნდა გახდეს მომავალი თაობისთვის და მისი ნათესავებისთვის...

ზურაბ კალანდაძე, ბიძაშვილი: „ნუგზარი გამოირჩეოდა ჩვენს ნათესაობაში. ძალიან კარგი ადამიანი იყო და ბიძაშვილობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ავღანეთში წასვლამდე გერმანიაში გადიოდა სწავლებას. ძალიან უხაროდა სამხედრო სამსახურში ყოფნა. ერთი თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ამ ერთ თვეში მოხდა ეს უბედურება და ასე დაასრულა სიცოცხლე... ნუგზარი ამ საქმისთვის იყო დაბადებული“.

ვეფხვია მაჭარაშვილი, ბიძა: „ნუგო ჩემს ხელში გაიზარდა, ჩემ თვალწინ აიდგა ფეხი, განსაკუთრებულად მიყვარდა... დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ადამიანი ვარ იმით, რომ ასეთი გმირი ბიჭი გავზარდეთ... ყველასთვის სამაგალითო და მთელი ქვეყნისთვის საამაყო“...

დედისთვის მიძღვნილი ლექსი ქალბატონმა მარომ ნუგზარის გარდაცვალების შემდეგ მის დღიურში იპოვა, და დღესაც უბის წიგნაკით ატარებს...  

დედა 

„შენით ღამდება, შენით თენდება,

ჩემო ძვირფასო დედავ,

გთხოვ, მაპატიე შენი სიცოცხლე

მე თუ გიქციე ცრემლად...

დედა, შვილისთვის ყველაფერია,

შვილი დედისთვის - სევდა...

ფიქრით გაჭაღარავდი

განა ვერ გამჩნევ, გხედავ,

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,

თვალცრემლიანს რომ გხედავ.

შეცდომებს აღარ გავიმეორებ

თუ კი მეორედ მოვალ!

უცებ ბავშვივით გადავიქცევი,

როცა მომაპყრობ მზერას.

წარსულს, დღევანდელს და მომავალსაც,

ბავშვის თვალებით ვხედავ!

იმედიანი დღე ხვალინდელი,

თუ გათენდება ნეტავ...

ქვეყნად ორია ჩემი მშველელი,

მაღლა ღმერთი, აქ - დედა“.

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.04.2021
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 1




კალანდაძე

1 0

არსენ ოტიას ძე კალანდაძე არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური

2 0

კალანდაძე ნესტორ დაბ. 1854წ. შტატის მღვდელი სოფელი ზენობნი (ხიდისთავი) წმინდა გიორგის ეკლესია ხის. აშენებულია 1874

2 0

მურმან კალანდაძე, ვარლამის ძე (1941) საქართველოს გენერალი გურია КАЛАНДАДЗЕ Мурман Варламович

1 0


კალანდაძე გიორგი ზურაბის ძე (დ. 1980) საქართველოს გენერალი გურია

1 0


ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე

2 0

მამუკა კალანდაძე 1960-92წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ნაბეღლავი ჩოხატაური გურია

3 0

გოგოლა კალანდაძე 1975წ მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი.

1 0


სოსო კალანდაძე 1918-2004წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ანა კალანდაძე 1924-2008წწ მეცნიერი, პოეტი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური

2 0

ალექსანდრე კალანდაძე 1916წ ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

1 0


პოლიევქტოს კალანდაძე (პოლიო ირეთელი) 1876-1931წწ მწერალი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

1 0


ედმონდ კალანდაძე 1923-2014წწ. მხატვარი, გურია,სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია.

1 0


ნესტორ კალანდაძე 1874-1942წწ მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

1 0


ლავროსი კალანდაძე 1903-77წწ კრიტიკოსი, მწერალი, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

1 0


ლეონიდე კალანდაძე 1898-1968წწ აკადემიკოსი, აგრონომ-ენტომოლოგი. დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური.

1 0